უგულავამ ძველი ”ნაციონალების” სამსახურებიდან გაყრა დაიწყო?!

უგულავამ ძველი ”ნაციონალების” სამსახურებიდან გაყრა დაიწყო?!

“ჩვენი ლიდერი, ზოგადად, პრეტენზიული კაცია. მას აქვს იმის პრეტენზია, რომ ამ ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს და იმ ლიდერს რა ვუთხარი, რომელიც ამაზე არ ფიქრობს - ყარტა-ყურტა ლიდერებს არ ვგულისხმობ, რომლებიც სააკაშვილის ჯიბიდან თუ უბიდან გადმოვარდნენ. ნებისმიერი თავმომწონე ლიდერი ფიქრობს, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში. რა დასამალია, ჩვენ ამისთვის ვემზადებით და მივდივართ მიზნისკენ. დარწმუნებული ვარ, იქნება უამრავი შემოტევა ყველა მხრიდან, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ. ჩვენ გვჯერა, რომ მართალ გზას ვადგავართ და ყველაფერი არჩევნებზე გაირკვევა,”  - გულახდილად ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი.

 

გსმენიათ რამენაცმოშიშიდაარეულობის შესახებ?

- არეულობა ხდება იქ, სადაც არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი, დამოუკიდებელი აზრი და მიუმხრობელი შეხედულება; რომლებიც ეკუთვნიან თავიან თავს და არა - ვიღაცას; რომელთაც აქვთ პოლიტიკური თავმოყვარეობა -  არ შეასრულონ უკანონო მითითება-ბრძანებები და არ იყვნენ ხელისუფლების ნების ბრმა შემსრულებლები. ასეთ შემთხვევაში, ამა თუ იმ პარტიაში, რომელიც შეიძლება, უკუღმართი გზით მიდის, დაიწყოს განხეთქილება, რაღაც ოპორტუნისტული მოძრაობები და შიდაპარტიული დაჯგუფებების შექმნა. ასეთი რამ “ნაცმოში” ვერ მოხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ადამიანები, ყველანი, თავიდან-ბოლომდე ემორჩილებიან ერთ პატრონს - მიხეილ სააკაშვილს. მათ, ჩვენდა სამწუხაროდ, თავისი დამოუკიდებელი აზრი და შეხედულება ქვეყნის მომავალზე არ გააჩნიათ. ისინი საზრდოობენ მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური შეხედულებებით. ასეთ საზოგადოებაში განსხვავებული აზრი ვერ ჩნდება, რაც საშიშია ქვეყნისთვის. ეს არის ბელადომანიაზე აწყობილი მკაცრად დისციპლინირებული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ერთი ადამიანის ნებელობით გადაწყვეტილებებს ექვემდებარება. ამ ადამიანს შეექმნება რაიმე საფრთხე? მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუხულასავით დაიშლება. ჩვენგან არცთუ ისე შორს, ეგვიპტეში დაიშალა რეჟიმი, რომელიც 30 წელი მართავდა ქვეყანას. იმავე სსრკ-ს მაგალითი აიღეთ, ტუნისის და მსგავსი რეჟიმების.

 

საქართველოში კლასიკური ავტოკრატიაა. ეს არის ნახევრადდემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიექანება საბოლოო დიქტატურისკენ, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება სათანადოდ უნდა გაისარჯოს და ამ ყველაფერს წინ აღუდგეს.

 

თუმცა, მუდმივად ლაპარაკობენ სახელისუფლებო კლანებზე...

- იცით, აქ არის კლასიკური პირამიდა, რომლის თავშია ბელადი სააკაშვილი, მის ქვემოთ კი დგანან რანგით და გონებრივი შესაძლებლობებით დაბლა მდგომი ადამიანები. ისინი არიან კენწეროში მდგომი ბელადის ყურმოჭრილი მონები. ისინი, რა თქმა უნდა, არიან იერსახით განსხვავებული ადამიანები, თუმცა ისეთ ერთ თარგზე არიან მოჭრილნი, რომ ერთმანეთისგან მხოლოდ გამომეტყველებით თუ განვასხვავებთ. არიან ზომბირებული ადამიანები, რომლებიც დილიდან-საღამომდე, რაც უნდა სიმართლე უმტკიცო, ერთიდაიმავეს გაიძახიან რობოტებივით, რომ ყველაფერი კარგად არის, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ჩვენ ვიცხოვრებთ ძალიან კარგად... შვიდი წელია, მზის ამობრწყინებას ველოდებით და ვერ ვეღირსეთ. ხშირად წამოყოფს ხოლმე რაღაც დაპირისპირებისმაგვარი ელემენტი თავს, მაგრამ აქ, იცით, რა ხდება?

 

იცვლებიან სააკაშვილის ფავორიტები. არიან მუდმივი ფავორიტები მერაბიშვილ-ადეიშვილისნაირები და არიან წარმავალები. მიხეილ სააკაშვილი ხელთათმანებივით იცვლის ამ ფავორიტებს. მას 7 წლის მანძილზე 90-ზე მეტი  თანამდებობის პირი ჰყავს გამოცვლილი, დათვლილი მაქვს. 91-ე იქნება ბატონი მომღერალი, რომელიც ბედის ირონიით, უცბად მინისტრი გახდა, ახლა წყალი შეუყენეს და თავიც წააცალეს. მერე მიაყოლებენ 95-ს, 101-ს და ასე გაგრძელდება უსაშველოდ, სანამ ამ რეჟიმს პარპაშის საშუალებას მივცემთ.

 

როგორცქართულ სიტყვასკულუარებიდან აცნობეს, გიგი უგულავამ ძველინაცების” თანამდებობებიდან მოხსნის სიტყვიერი ბრძანება გასცაო. ზოგი არც იმას გამორიცხავს, რომ უგულავა მალე ოპოზიციაში ვიხილოთ...

- მერიიდან რომ მასობრივად ითხოვდნენ თანამშრომლებს, ასეთი რამ არ მსმენია. საკრებულოში გვყავს ჩვენი დეპუტაცია და მათგან მაინც გავიგებდი რამეს.

 

არც ის გაგიგიათ, მერიის მაღალჩინოსნებმა პრემიები რომ დაირიგეს?

- კი, ორი თვის მანძილზე 800 ათასი ლარი დაირიგეს. რომ ჰკითხო, ქამრების შემოჭერის ამბავია და რა არის ასეთი ქამარი, რომ 800 ლარი ღირს? უდაოდ, მაგრადაა შემოჭერილი. განსაკუთრებით უგულავას აქვს შემოჭერილი, არ იცის სად და რომელ ხვრელს გაუყაროს ქამრის ბალთა?!

 

ბენდუქიძე-რამიშვილის ტანდემსა და მათ მიერ დაარსებულნაცინალურ-ლიბერალურ პარტიაზერას იტყვით, რას ემსახურება მათი პოლიტიკური გააქტიურება?

- ესეც სისულელეა. უბრალოდ, ბატონი ბოკერიას მეუღლის ჟურნალის გარშემო შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც თავს ლიბერალებად მიიჩნევენ, თორემ ესენი არიან მომხვეჭელობის საბურველს ამოფარებული კლსიკური ფსევდოლიბერალები, მათში ერთი წვეთიც არ არის ლიბერალიზმის. ისინი ისეთი ლიბერტალიანელები არიან, როგორიც მე - ჩინეთის იმპერატორი.

 

სხვათა შორის, ეს ადამიანები გირგვლიანების ოჯახის ამოწყვეტას დღესაც ამართლებენ. როგორ შეიძლება, ერთბაშად ლიბერალიც იყო და კაცთმოძულეც? როგორ შეიძლება, იყო ლიბერალი, მოდიოდე პარლამენტში და იფურთხებოდე, როგორც ბატონი ბენდუქიძე იფურთხებოდა ხოლმე? როგორ შეიძლება, იყო მინისტრი და ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს უშვებდე სამ ასოზე? ახლა ამიხსენით, ვიგინდარა, უზრდელი, კორუმპირებული და მკვლელის მფარველი ლიბერალის შეთავსებადი მცნებებია? კაციშვილმა არ იცის, რა არის ამ ადამიანებისთვის ლიბერალიზმი. ალბათ ის, რომ ისინი არიან კარგად, თბილად, სხვადასხვა შოუში მონაწილეობენ და ტაკიმასხარობით არიან დაკავებულნი. სადაც შეხვალთ, ყველა რესტორანი ვითომ ლიბერალი ხალხითაა სავსე, მხოლოდ მათ აქვთ ფული, სიკეთე და მდგომარეობა. რატომ ჩვენ, საზოგადოების 99% პროცენტი ვერ ვხდებით ლიბერალები? თუ ეს არის ლიბერალიზმი, რასაც ქადაგებს ბატონი ბოკერია ბენდუქიძესა და ვიღაც სხვადასხვა დონის ვიგინდარა ექსპერტებთან ერთად, რომელთაგან ზოგი ბოკერიას ცოლის უხვადდაფინანსებულ ჟურნალში წამყვანი ექსპერტი გახდა, ზოგი კი სამხედრო აკადემიის რექტორი, მაშინ მე ასეთი ლიბერალობა არ მწადია, ვინაიდან ეს ვიგინდარობა და თაღლითობაა.

 

რუსეთში, ”კომერსანტ.რუ”-მ  გააკეთა გამოკითხვა - რუსეთის 10 ყველაზე დიდი ”პადხალიმი”, ანუ მლიქვნელი. პირველ ადგილზე მოხვდა კადიროვი, ჩეჩნეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი. ამ სიაში შედის ასევე სასულიერო პირი, გუბერნატორი და მსახიობი იარმოლნიკიც, რომელიც პუტინთან შეხვედრისას მაგიდის ქვეშიდან შევჩუკს ფეხებს ურტყამდა. ჩაატარეთ, რა, ასეთი გამოკითხვა. არ გაინტერესებთ, ვინ არის 10 ქართველი მლიქვნელი? ამ სიაში ათივე იქნება ე.წ. ლიბერალი.

 

დავით ბაქრაძე რომ მსოფლიოს ინტელექტუალთა 2000-კაციან სიაში შეიყვანეს, ამაზე რა აზრის ხართ?

- არ ვიცი, ვინ და რა ნიშნით შეიყვანა ეს ადამიანი ამ სიაში. თუ არ ვცდები, ოქსფორდის თუ კემბრიჯის ინსტიტუტის ინიციატივა იყო. ლევ ტროცკი, იცით, რა ინტელექტუალი იყო? ისეთი, ბაქრაძისნაირებს რომ არ დაესიზმრებათ, მაგრამ ბოლოს წერაქვით მოკლეს მექსიკაში. ეს ისე, ბაქრაძის გასაგონად, გადატანითი მნიშვნელობით. 

 

როგორც ამბობენ, ეს ინტელექტუალი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის მემკვიდრე იქნება. ამბობენ იმასაც, აშშ-სა და დასავლეთის სიმპათია ირაკლი ალასანიასკენ იხრებაო...

(იცინის) ეს კითხვა იუმორს მგვრის... დიდი მადლობა ჩვენი ლიდერის დაფასებისთვის. ამ სისტემაში პრეზიდენტი არის აბსოლუტურად გამოცლილი შინაარსისგან. ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც, ფაქტობრივად, არავითარ ავტორიტეტს არ წარმოადგენს ქვეყანაში. მას დაუტოვეს მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციები. მე ასეთ ხატოვან შედარებას გავაკეთებ - მას კაბა გახადეს, თორემ ქართველი პრეზიდენტი არის იგივე, რაც ინგლისის დედოფალი, კაბით და გვირგვინის გარეშე, ანუ იგივე ფუნქციები აქვს, რაც ინგლისის დედოფალს. ეს არის პოლიტიკური შიგთავსისგან გამოცლილი ინსტიტუცია, რომელსაც ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლია... სააკაშვილი სპეციალურად ეძებს ბაქრაძისნაირ ტიპაჟებს, რომლებიც მას პრობლემას აღარ და ვეღარ შეუქმნიან.

 

უგულავაც არ შეუქმნის? ერთხანობას იყო საუბარი, რომ მერი უმიზნებდა    პრეზიდენტობას...

- არა, არა, ამ კოჰორტიდან ვერც ერთი სააკაშვილს პრობლემას ვერ შეუქმნის. უბრალოდ, პოლიტიკური გემოვნების საკითხია და, რა თქმა უნდა, ვინც უფრო მაგრად იმლიქვნელებს, ის მიიღებს ამ პოსტს, თუ მე, თქვენ და სხვა დანარჩენებმა პირში წყალი დავიგუბეთ, თავზე ნაცარი დავიყარეთ და სულ ვიძახეთ, არჩევნებს და საარჩევნო კოდექსს აზრი არ აქვს, ჩვენ ვერაფერს შევცვლითო. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ ერთ რაღაცას -ლიდერს კი არ უნდა დაველოდოთ, ჩვენვე უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი. ქართველების მთელი უბედურება ისაა, რომ ყოველთვის ველოდებით ლიდერს, რომელიც ჩვენს მაგივრად შექმნის ჩვენს მომავალს.

 

ვიცით, რომ სააკაშვილი პრემიერობისთვის ემზადება. როგორც ჩანს, ამ თანამდებობაზე კონკურენტები გამოუჩნდნენ. ამბობენ, გაპრემიერება მერაბიშვილს და ბოკერიასაც სწადიათო...

- მთელი ჩვენი ბრძოლა და გარჯა იქითკენაა მიმართული, რომ სააკაშვილმა არ მოინდომოს პრემიერ-მინისტრის პოსტის მორგება. ყველაფერი დაფუძნებულია სააკაშვილზე, არ იქნება ის - აღარ იარსებებს "ნაცმოძრაობა". არავითარი მერაბიშვილი და უგულავა აღარ იქნება. ხალხმა უნდა გამოხატოს ნება, გამოვიდეს და თქვას, რომ აღარ უნდა და მობეზრდა ეს ხელისუფლება, თორემ მათ რომ ნება მისცე, ჰუსეინი და მუბარაქი მონაგონი იქნება.

 

ისტორია მეორდება, ბატონო გია და, თეა თუთბერიძე კვლავ კმარას ქმნის...

- თუთბერიძე თვითონ კმარაა თავიდან-ბოლომდე. გაიცვითა უკვე ეგ ამბები. რა კმარა, რისთვის კმარა, ვისთვის კმარა, ვის უნდა გაუბედოს ამ გოგომ ხელის აქნევა? ეს არის ისეთი ინსინუაციები, რომელსაც დროდადრო გადმოაგდებენ ხოლმე და ძალიან გთხოვთ, ჩემს და თქვენს ძვირფას დროს თუთბერიძეზე საუბარში ნუ დავხარჯავთ.