გივი თარგამაძისა და გენერალ ბორისოვის საიდუმლო კავშირები და აგვისტოს წაგებული ომით აღზევებული სამხედროები

გივი თარგამაძისა და გენერალ ბორისოვის საიდუმლო კავშირები და აგვისტოს წაგებული ომით აღზევებული სამხედროები

მაიორი გოდერძი ორმოცაძე, კონსტანტინე ფორჩხიძესთან ერთად, იმ ჯგუფის წევრია, რომელმაც უკრაინელი კოლეგებისა და მეგობრების დახმარებით”, “ნაციონალთაიარაღით უკანონო ვაჭრობის რუსულ-უკრაინული სქემები გაშიფრა და ამის შესახებ მასალები სამართალდამცავებსაც მიაწოდა. სხვათა შორის, გოდერძი ორმოცაძეს, რომელიც შეიარაღებული ძალებიდან გაურკვეველი მიზეზით 2010 წელს გამოუშვეს და რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდენაციონალებიდაჭერით იმის გამო ემუქრებოდნენ, რომოცნებისერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტივისტი იყო, დღემდე უმუშევარია. ის ადამიანები კი, რომლებმაც, როგორც ორმოცაძე ამბობს, აგვისტოს ომითა და იარაღით ვაჭრობით სერიოზული ფული იშოვეს, დღემდე თანამდებობებზე არიან. “ბევრი საიდუმლო ინფორმაცია მაქვს, რომელსაც მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გავუმხელ”, - ამბობს გოდერძი ორმოცაძე, რომელიც 2008 წელს ცალკეულ საზენიტო-სარაკეტო დივიზიონში 60 ქვემეხების”-ის, ანუ დანადგარების მეთაური იყო. სხვათა შორის, ეს ნაწილი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, აფხაზეთის ომის დროს ჩამოყალიბდა... მაშ ასე, მაიორი ორმოცაძე აგვისტოს წაგებული ომის 6-წლიან საიდუმლოს ფარდას ხდის და სკანდალურ დეტალებს ჰყვება.    

- ბატონო გოდერძი, ჯარში იგრძნობოდა, რომ ქვეყანა ომისთვის ემზადებოდა?

- არა... უბრალოდ, წელიწადში ორჯერ, ჩვეულებრივ სწავლებას გავდიოდით.

- იმხანად იარაღით უკანონო ვაჭრობაზე ინფორმაცია გქონდათ?

- არა...

- ბატონო გოდერძი, პროფესიონალი სამხედრო ხართ და თავდაცვის ბიუჯეტი კოსმიური სიჩქარით რომ იზრდებოდა, ეჭვი არ გიჩნდებოდათ?

- ოფიცრებს უფლება არ გვქონდა, რომ ამ საქმეში ჩავრეულიყავით, თან ამბობდნენ, ტექნიკის განახლება ხდება და ტყვია-წამალი შემოდისო...

- მერე, ეს ტექნიკა თქვენამდე მოდიოდა?

- ჩვენთან უკრაინის გამოშვება 12 ერთეული “კრაზი” და 18 ერთეული  “კვადროციკლი” შემოიყვანეს...

- როგორც ოფიცერს, მიხეილ სააკაშვილის გჯეროდათ?

- სააკაშვილი მთავარსარდალი იყო და, ჯარის კანონით, ჯარისკაცი მთავარსარდალს ემორჩილება...

- მთავარსარდლის მიმართ პირველი შეკითხვა როდის გაგიჩნდათ?

- 2008 წლის 7 აგვისტოს, როცა 285-ე ბრძანება მოვისმინეთ... სააკაშვილი ყველგან ტრიბუნით დარბოდა და ეს ბრძანებაც თავდაპირველად “პაკაზუხის” მომენტი გვეგონა, თან, თუ გახსოვთ, ომამდე ილია მეორე მოსკოვში იმყოფებოდა და სამშობლოში დაბრუნებულმა სააკაშვილს უთხრა, ყველაფერი ჩაწყნარებულია და რუსეთს ნუ გავაღიზიანებთო, მაგრამ სააკაშვილმა საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა... მოკლედ, არ გვეგონა, რომ ომი დაიწყებოდა...

- ანუ, როცა ქუთაისიდან ცხინვალის რეგიონში წაგიყვანეს, არ იცოდით, რომ ომი იყო?

- არა, მით უმეტეს, რომ გორში მხოლოდ ის ტექნიკა წავიღეთ, რომელიც საბურავებით გადაადგილდება, ბრონირებული გამწე საშუალებები კი, რომელთაც შეიძლება, სავალი გზა გააფუჭონ, ეშელონით წამოიღეს...

გორში ჩასულებს სამხედრო პოლიცია დაგვხვდა, რომელმაც მკითხა, რომელი ბატალიონიაო. მივუგე, საზენიტო დივიზიონი-მეთქი. სამხედრო პოლიციამ კარალეთამდე მიგვაცილა. კარგად მახსოვს, გზის ერთ მხარეს ატმის ბაღი იყო, მეორე მხარეს - ყანა. მითხრეს, აქ განლაგდი და შემდეგ ბრძანებას დაელოდეო... მოგვიანებით, ბრძანება მოვიდა, რომ სითბური რაკეტები ბრიგადების დაცვაზე გადამესროლა.

- ამ დროს რუსული თვითმფრინავები კარალეთსა და მიმდებარე ტერიტორიას უკვე ბომბავდნენ?

- არა... 7 აგვისტოს არაფერი ხდებოდა...

დაღამდა... ჯარს ვაჭამე და... კარგად მახსოვს, თერთმეტს 15 წუთი აკლდა, ზურგს უკან რაკეტების ხმა რომ მომესმა - “გრადებიდან” ისროდნენ. გავოცდი, რადგან მტერს წინიდან ველოდი და ვერ მივხვდი, უკან რა ხდებოდა.

- რა ხდებოდა?

- ჩვენებმა ცხინვალს ცეცხლი გაუხსნეს... ამის შემდეგ დამირეკეს, “კვადროციკლები” გვჭირდებაო. “კრაზები” “კვადროციკლებით” დავტვირთე დ გავუშვი...

- ბატონო გოდერძი, ამ დროს, თქვენი ინფორმაციით, გივი თარგამაძეს გენერალ ბორისოვთან მოლაპარაკებები უკვე გამართული ჰქონდა?

- ამ დროს მხოლოდ გივი თარგამაძე კი არა, გიგი უგულავაც ცხინვალში იმყოფებოდა... დიახ, ცხინვალის დაბომბვას გივი თარგამაძისა და ბორისოვის შეხვედრა უსწრებდა.

- ამ შეხვედრის მიზანი, თქვენი ვერსიით, რა იყო?

- რუსებს რომ მოენდომებინათ, მთელ ჩვენს ჯარს გაანადგურებდნენ... თარგამაძე ამბობს, რუსებს ქვემეხები ჰქონდათ გაშლილიო, მაგრამ ტყუილია - რუსები მხოლოდ ავიაციით გვებრძოდნენ, თორემ ქვემეხები რომ გაეშალათ, ერთი ქართველი ჯარისკაციც ვერ გადარჩებოდა. თუ რაღაც მოლაპარაკება არ გამართულა, მაშინ რუსებმა რატომ დაგვინდეს და ცოცხლები რატომ გამოგვიშვეს?..

სხვათა შორის, ქართულ მხარეს ცხინვალში მცხოვრები ქართული მოსახლეობის ევაკუაციაზე არ უზრუნია. არადა, თარგამაძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ამაზე ხომ უნდა ეფიქრა? ისიც საკითხავია, გიგი უგულავას ბრძოლის ველზე რა უნდოდა?..

რუსების საფრენი აპარატები 8 აგვისტოს გამოჩნდნენ და იმავე დღეს სამი გავანადგურეთ. 9-10 აგვისტოსაც მძიმე ბრძოლები იყო... 11-ში “ტ 22” წამოვიდა, რომელსაც ჩვენი პოზიციები უნდა დაებომბა, მაგრამ ერთადერთი შენარჩუნებული “ბუკით” მისი ჩამოგდება შევძელით...

- ესე იგი, “ბუკებიგქონდათ?

- “ბუკები” დიდ “პევეოს” ჰქონდა, მაგრამ 9 ერთეული “ბუკიდან” მხოლოდ ერთმა იმუშავა, თან ამ 9-დან 5 ერთეული სენაკის ბაზაზე იყო დატოვებული...

ყველაზე მთავარი: კოორდინაცია არ არსებობდა. არადა, როცა ჯარი ბრძოლის ველზე გაგყავს და სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ხარ, უნდა იცოდე, რომ რამდენიმე სიგნალი არსებობს, მაგალითად, პირველი, მეორე, “ვეფხვი”, “ტურა” და ასე შემდეგ. როცა ერთი სიგნალი გაიშიფრება, ბრძანება უნდა გაიცეს, რომ ჯარი მეორე სიგნალზე გადავიდეს, მაგრამ ჩვენთვის ასეთი სიგნალი არავის მოუცია და მთელი შეიარაღებული ძალები “32-500”-ით იმართებოდა, რუსების მხრიდან კი, ვიღაც ალიონა ბრძანებებს იძლეოდა და რუსებიც გვბომბავდნენ. ჩვენი გამწარებული ბიჭები ალიონას ქართულად აგინებდნენ, შენი დედაო...

11 აგვისტოს ჯარისკაცებმა პოზიციებიდან დამირეკეს, მეთაურები მოცვივდნენ, ყველაფერი აალაგეს, გაიქცნენ და ჩვენ როგორ მოვიქცეთო. მივუგე, თუ უფროსობა წავიდა, თქვენც წამოდით და ამ და ამ ადგილას შემხვდით-მეთქი.

ყველა ჯარისკაცი თავგანწირულად იბრძოდა, მაგრამ მეთაურებმა სტიმული ვერ მისცეს - ბრძოლის ველიდან გამოიქცნენ, თან ჯარისკაცებს უბრძანეს, იარაღი დაყარეთ და თქვენც წადითო.

- იარაღის დაყრის ბრძანება რატომღა გასცეს? არ შეიძლებოდა, სამხედროებს ბრძოლის ველი იარაღით დაეტოვებინათ?

- შეიძლებოდა, მაგრამ ჯარისკაცებს უთხრეს, ბრძოლის ველიდან იარაღით რომ გახვიდეთ, რუსი დაგხვდებათ და მოგკლავთო... სიმართლე რომ ვთქვათ, ბრძოლის ველზე დიდძალი ტექნიკა დატოვეს და ყოველივე ამის შემდეგ, გიგი კალანდაძე, რომელიც მაშინ მე-4 ქვეით ბრიგადას ხელმძღვანელობდა, გმირი და გენერალი გახდა. სხვათა შორის, კალანდაძე ბრძოლის ველზე მტერმა კი არა, როგორც ამბობენ, მძღოლმა დაჭრა. ასევე, არსებობს ვერსია, რომ პისტოლეტი თვითონ გაუვარდა და ფეხში, სირბილში მოხვდა. კალანდაძის ბრიგადის საბრძოლო დროშა კი, დღეს რუსეთის მუზეუმშია.

- იქ როგორ აღმოჩნდა?

- როგორ და, - ბრძოლის ველი მიატოვა... 8 და 9 აგვისტოს ცხინვალი ჩვენ გვეკავა და გაუგებარია, 10-ში უკან რატომ დავიხიეთ და პოზიციები რატომ დავტოვეთ? ჩემი ვარაუდით, ცხინვალის დათმობა თარგამაძე-ბორისოვის მოლაპარაკების გამო მოხდა და მთელი ჩვენი ნადავლი იქ დავტოვეთ.

- ნადავლში იარაღს გულისხმობთ?

- დიახ... 11 აგვისტოს, როცა ბრძოლის ველიდან ჯარი გამოვიდა, “ნაციონალებს” ვაზიანში “ბოინგი” ჰყავდათ გამზადებული, რომ თუ ჯარი მათ წინააღმდეგ წავიდოდა, გაქცეულიყვნენ... 12 აგვისტოს, ნატახტარში, ჯარს ბათუ ქუთელია და ნიკა რურუა დაგვხდნენ და გვაწყნარებდნენ, ყველაფერი კარგად იქნებაო.

- ერთი სიტყვით, ბატონო გოდერძი, ეჭვობთ, რომ აგვისტოს ომი იარაღის ბიზნესისგათეთრებასემსახურებოდა?

- რა თქმა უნდა... ხომ გაგიგიათ, ომი ყველაფერს ჩამოწერსო. ყველაფერი შეთანხმებული იყო - რამდენიმე ადამიანი უნდა მომკვდარიყო, შემდეგ, ბრძანება გაიცემოდა, რომ ჩვენ პოზიციებს დავტოვებდით და ტექნიკა რუსებს ჩაბარდებოდა. ასეც მოხდა...

- რა თანხის ტექნიკაზეა ლაპარაკი?

- მხოლოდ ცხინვალის რეგიონში, ალბათ, მილიონნახევრის ტექნიკა დატოვეს, აღარაფერს ვამბობ კოდორის ხეობაზე...

აგვისტოს ომის დროს, დასავლეთის მიმართულებაზე საზენიტო დივიზიონი, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადები იდგნენ. ასევე, მწყობრში იყო ვარციხის ბაზა, სადაც უამრავი რაკეტაა. თუ რუსს გაწირული ვყავდით, ვარციხის ბაზა რატომ არ დაიბომბა? არადა, კოპიტნარისა და სენაკის ასაფრენი ბილიკები დაბომბეს...

- ამით რისი თქმა გინდათ?

- თუ ყველაფერი შეგნებულად არ იყო გაკეთებული, მაშინ საქართველოს მაშინდელმა მთავარსარდალმა, მიხეილ სააკაშვილმა რატომ არ დატოვა ერთი ბრიგადა და ერთი საჰაერო დივიზიონი დასავლეთის მიმართულებაზე, რომლითაც კოდორის ხეობის დაცვა მოხდებოდა? სააკაშვილმა ყურადღება აღმოსავლეთზე შეგნებულად გადმოიტანა. იმხანად კოდორის ხეობაში 4 500 ფორმიანი იმყოფებოდა, მაგრამ ბრძანება გასცეს, იარაღი დაყარეთ და ხეობა მოსახლეობასთან ერთად დატოვეთო. 2006 წლის შემდეგ, როცა ემზარ კვიციანი გააქციეს, სააკაშვილმა დიდი რაოდენობის ტყვია-წამალი და საბრძოლო ტექნიკა კოდორში შეზიდა, იქ ყაზარმებიც მოაწყო და, როგორც გაირკვა, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ რუსებისთვის ჩაებარებინა! ომის დროს კოდორის ხეობაში 700 ტონა საწვავი იყო და თუკი ხეობა მაინც იკარგებოდა, მაშინ, სხვა თუ არაფერი, მთელი კოდორი გადაეწვათ, ან ტყვია-წამლის ერთ-ერთი საწყობი აეფეთქებინათ და რუსები იქ არ შეეშვათ, მაგრამ ყველაფერი გათვლილი იყო. კოდორის ხეობას 90-იანი წლებიდან ადგილობრივი მოსახლეობა ინარჩუნებდა და 4500 შეიარაღებულმა, ამდენი ტყვია-წამლისა და ტექნიკის პირობებში, რატომ ვერ შეინარჩუნა?

რაც შეეხება სენაკის ბაზას, იქ ტყვია-წამალზე პასუხისმგებელი მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი სამი პიროვნება იყო.

- კონკრეტულად, ვინ?

- ავიაციიდან მაიორი ლეკვეიშვილი, რომელმაც ავიაციის მთელი დანადგარები და ჯარისკაცები, თავისი ინიციატივით, ჯერ ქუთაისში გადააფრინა, შემდეგ კი, ქალაქს პრობლემა რომ არ შექმნოდა, სოფელ იანეთში, კეკელიძის სახლ-მუზეუმში დამალა, საიდუმლო დოკუმენტაცია კი, შინ წაიღო. ყველაფერ ამას კეკელიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ქალბატონი ეთერიც დაადასტურებს.

მეთაურის მოვალეობის მეორე შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი მოსეშვილი პასუხისმგებელი ბრიგადის ტექნიკაზე იყო. მოსეშვილმა ტექნიკა ბაზიდან გამოიყვანა, მაგრამ თენგიზ გუნავა დახვდა და წაართვა.

- რას ნიშნავს, წაართვა?

- გუნავა ახალაიებთან მეგობრობდა. თავისი “ზონდერ-ჯგუფები” ჰყავდა და იარაღი, რომელიც მოსეშვილს წაართვა, ამ “ზონდერებს” დაურიგა. სხვათა შორის, იმ სამალავებში, რომლებიც “ოცნებამ” სამეგრელოში აღმოაჩინა, სწორედ ეს ავტომატები იყო შენახული... მოკლედ, გუნავა გმირი გახდა, მოსეშვილი და ლეკვეიშვილი კი, სამსახურიდან დაითხოვეს.

- სენაკის ბაზაზე მეთაურის მოვალეობას, ამ ორი პიროვნების გარდა, კიდევ ვინ ასრულებდა?

- პოლკოვნიკ ზურაბ ფოჩხუასა და პოლკოვნიკ ურიდიას ნდობით აღჭურვილი პირი, ფერაძე, რომელიც ტელეფონში საკუთარ სტვენას იწერდა და მერე, მისი მოსმენით ერთობოდა. ამიტომ, ბიჭებმა “ბულბულა” შეარქვეს. ლეკვეიშვილმა და მოსეშვილმა “ბულბულას” უთხრეს, რუსი მოდის და პირადი შემადგენლობა გადამალეო, მაგრამ მან განაცხადა, ფოჩხუამ და ურიდიამ დამირეკეს და მითხრეს, ტექნიკა ადგილიდან არ დაძრაო. მეტიც, “ბულბულამ”, იმ მოტივით, რომ ზემდგომებიდან ბრძანება არ ჰქონდა, ჯარისკაცებს იარაღიც არ მისცა!

თუ სააკაშვილს უნდოდა, რომ კოდორი შეგვენარჩუნებინა, სენაკის ბაზიდან ხუთი “ბუკი” გამოეყვანა და საჰაერო მხარდაჭერა გაეკეთებინა... სხვათა შორის, ფოჩხუა, ურიდია და ფერაძე ისევ ჯარში მსახურობენ. “ბუკები” პირადად ურიდიას ებარა, მისი მოადგილე კი ავთო ჯიქია იყო... ურიდიამ მოითხოვა, კოპიტნარში რამდენიმე ოთახი მომეცითო. მისცეს. დივიზიონი რომ შეენარჩუნებინა, სადაც სულ ნათესავ-მეგობრები და ოჯახის წევრები ჰყავდა დასაქმებული, ახალაიას ჩვენი დივიზიონის დაშლა სთხოვა. საერთოდ, ურიდია როლანდ ახალაიას ნდობით აღჭურვილი პირია. ურიდიას დივიზიონის შენარჩუნება იმიტომ უნდოდა, რომ შტატებზე ფული იწერება...

სხვათა შორის, ეს მასალები სამხედრო პოლიციას მივაწოდეთ, ყველაფერი დამტკიცდა და შესაბამის ზომებს, ალბათ, მალე მიიღებენ!

- და ვინ შეიძლება დაიჭირონ?

- დასაჭერია ურიდია, ფოჩხუა და ჯიქია. სხვათა შორის, ომის შემდეგ, კოპიტნარში, ჯიქიას დაუდევრობით ჯარისკაცი მოკვდა. მეტიც, ჯიქიამ ჯარისკაცები რომ “დაევერბოვკებინა”, ტყვია-წამალი ჩაუდო, თითქოს იპარავდნენ... ყველაფერი ეს ლეიტენანტმა დათო ნემსაძემაც იცის, რომელიც 31-ე ბაზაზე მსახურობს...

ჩემი ნაწილი რომ დაშალეს, კოპიტნარში გადამიყვანეს. ყველაფერი, რაც დამავალეს, შევასრულე, მაგრამ მეთაურებთან უთანხმოება მომივიდა.

- რის ნიადაგზე?

- ამბობდნენ, ომის დროს თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ და ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთო. ამის გამო ბოღმით დავიხრჩე, რადგან რუსების მიერ გამოქვეყნებული სიით, რუსული საფრენი აპარატები ჩემი ნაწილის 14 ჯარისკაცმა დააზიანა. იცით, რატომ უნდოდათ, რომ ყველაფერი თვითონ დაებრალებინათ? - ჯილდოებისა და პრემიების მიღება უნდოდათ! სხვათა შორის, ურიდიამ “იმედის” ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, თავის დროზე უკრაინიდან გამართული ტექნიკა მივიღეო. თუკი ასე იყო, მაშინ ამ გამართული ტექნიკით აგვისტოს ომში ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვა რატომ არ მოხდა?

- ბატონო გოდერძი, ვერ ვხვდები, რუსებს ეს უვარგისი ტექნიკა რისთვის სჭირდებოდათ?

- საბუთებით, ქართულმა მხარემ თითქოს 7 დივიზიონი იყიდა, მაგრამ სინამდვილეში, საქართველოში მხოლოდ ერთი დივიზიონი შემოვიდა, რომელიც გაფუჭებული იყო. მერე, რემონტისთვის უკრაინელი სპეციალისტები დაიქირავეს, ანუ რემონტზეც თანხა ჩამოიწერა. უკრაინელმა ხელოსანმა, რომელიც დათვრა, სუფრაზე თქვა, მე ურიდიამ დამიბარა და რას ვკარგავ, ეგენი თავისას ღებულობენ, მე კი, - ჩემსასო.

რაც შეეხება რუსებისთვის ტექნიკის დატოვებას, მათ ერთი დივიზიონი გაატანეს, არადა, ამბობენ, შვიდი დივიზიონი წაიღესო...

- აგვისტოს ომში გამოჩენილიგმირობისთვის” 60-60-ათასიანი პრემიები ვინ მიიღეს?

- ფოჩხუამ, ურიდიამ და ჯიქიამ. წაგებული ომის გმირი და რუსებისთვის “ბუკების” ჩამბარებელი ზურაბ ფოჩხუა წმინდა გიორგის ღირსების გამარჯვების ორდენითაც დააჯილდოვეს. მეტიც, ფოჩხუა, რომელიც ვანო მერაბიშვილთან იყო დაახლოებული, 2009 წელს უკრაინაში სამხედრო ატაშედ დანიშნეს. უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშე, სხვათა შორის, ბელორუსსაც კურირებს... ზურაბ ფოჩხუას ნათესავი ფოთში იარაღის ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელია, მეორე გადამზიდავი ფირმის უფროსი ვანო მერაბიშვილის ახლობელია... მესამე გადამზიდავი ფირმა კი, ბათუმშია... ფოთში, ე.წ. კუნძულზე ურიდიას, ჯიქიას, შენგელიას და ფოჩხუას “დაჩები” აქვთ. ურიდია, ფოთის ყოფილ მერ ლემონჟავასთან ერთად, ფოთში სასტუმროსაც ფლობს. ურიდიას ხელფასი, ვთქვათ, თვეში 5 ათასია, ანუ წელიწადში სულ 60 ათასი აქვს შემოსავალი. ამ თანხით მახათაზე ისეთ “დაჩას”, რომელსაც 60 ათასის მხოლოდ ბეტონი არ ეყოფა, როგორ იშენებს?

მხოლოდ ეს კი არა, კიდევ ბევრი საიდუმლო ინფორმაცია მაქვს, რომლის შესახებაც მინდა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერთი-ერთზე ვესაუბრო!

- ბატონო გოდერძი, თუკი ეს ადამიანები სააკაშვილ-მერაბიშვილისა და ახალაიების ახლობლები არიან, ახალმა ხელისუფლებამ ჯარიდან რატომ არ დაითხოვა?

- ეს საქმეები გამოძიებაშია...

- ესე იგი, ეჭვობთ, რომ მალე შეიძლება, სამხედრო მაღალჩინოსნების დაჭერები დაიწყოს?

- დიახ...