“ყველაფერი კარგი, რაც თქვენს მოწინააღმდეგე ქვეყანაშია, ლაფში ამოსვარეთ. ცნობილი წარმომადგენლები დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართეთ. შელახეთ მათი ავტორიტეტი დასაჭირო მომენტში საზოგადოების წინაშე გამოაჭენეთ. თანამშრომლობისთვის გამოიყენეთ ყველაზე ვერაგი და ცბიერი ადამიანები. მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირეთ და წაკიდეთ. ახალგაზრდები მოხუცების წინააღმდეგ განაწყვეთ. მთავრობას ხელი შეუშალეთ თავის საქმიანობაში. გამოიყენეთ ყველა საშუალება, რათა ძალოვანმა სტრუქტურებმა წესრიგი ვერ დაამყარონ. უაზრო სიმღერებითა და მუსიკით დათრგუნეთ მათი ნებელობა. გააუფასურეთ მათი ტრადიციები და აბუჩად აიგდეთ მათი ღმერთები. გაუშვით მათთან მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, რათა გაირყვნას და საბოლოოდ წაიბილწოს თქვენი მოწინააღმდეგე ქვეყანა. გულუხვად გაეცით დაპირებები და არ დაინანოთ ფული ინფორმაციისა და თანამოაზრეების შესაძენად, რადგან საბოლოოდ, ყველაფერი ასმაგად დაგიბრუნდებათ. მხოლოდ ასე მიაღწევთ სრულ კონტროლსა და საბოლოო გამარჯვებას თქვენს მოწინააღმდეგე ქვეყანაზე”,- ეს გახლავთ რჩევები ტრაქტატიდან “ომის ხელოვნება”, რომლის ჩინელი სტრატეგი და მოაზროვნე ავტორი სუნ ცზია. ის ჩვენს ერამდე მე-4 საუკუნეში ცხოვრობდა.ეს რჩევები იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ უნდა მოახდინო ფსიქოლოგიური ზემოქმედება ქვეყანაზე, საზოგადოებასა და კონკრეტულ ადამიანებზე.უკვე21-ე საუკუნეა და სუნ ცზის გენიალური რჩევები ერთი-ერთზე მოდის საქართველოს ისტორიის ბოლო ასწლეულებზე, თუმცა,არა მარტო საქართველოზე, უკრაინაზეც: დღესუკრაინა თავისი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზეა - ან გაიმარჯვებს და თავს დააღწევს კრემლს, ან სამუდამოდდარჩება რუსული იმპერიის ნაწილად, ისევე, როგორც საქართველო. და ამ წერილში საუბარი გვექნება ყველაზე აქტუალურ თემაზე - საინფორმაციო ომზე.
რას ნიშნავს საინფორმაციო ომი
პირველად ეს ტერმინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო ენციკლოპედიაში გაჩნდა და მას ორი მნიშვნელობა აქვს: პირველი - გარკვეული ინფორმაციის გავრცელების გზით, ზემოქმედება სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე (სამოქალაქო პირებზე), ან სამხედრო მოსამსახურეებზე პოლიტიკური ან სამხედრო მიზნების მისაღწევად. მეორე - მოწინააღმდეგისთვის ინფორმაციული ზარალის მიყენება და ამით საინფორმაციო უპირატესობის მიღწევა.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან საინფორმაციო ომიწინა პლანზე გამოდის,21-ე საუკუნის დასაწყისში ტოტალურ მნიშვნელობას იძენს, მისი არსი უფრო ღრმავდება და ჩნდებაახალი ტერმინი - “ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ომი”.
სხვათაშორის, ინფორმაციული ომის ამსახველი პირველი დოკუმენტი ისტორიაში ყირიმის ომის დროს (1853-1856 წწ)დაფიქსირდა.. მაშინდელი ინგლისური გაზეთები წერდნენ: “რუსები დაუნდობლად ხოცავდნენ მუსულმანებს, არ ინდობდნენ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს”.
საინფორმაციო ომის დროს, როგორც წესი,ფსიქოლოგიური მომენტების ამოქმედება არ ხდება, არც - პირდაპირი შანტაჟი და არც - დაშინება (ეს დამახასიათებელია ტერორიზმისთვის), არც - მოსყიდვა, არც - ფიზიკური ზემოქმედება და ა.შ.თუმცა აღნიშნული ქმედებები შეიძლება, პარალელურად იქნეს გამოყენებული.
საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის დროს ზემოქმედების ობიექტს წარმოადგენს, როგორც მასობრივი ცნობიერება, ასევე, - კონკრეტული ადამიანები, პირები (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, შსს მინისტრი, სამხედრო მინისტრი), რომლებზეც დამოკიდებულია მტრისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტა.
შეიძლება ითქვას, რომ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის მეთოდები მასობრივ ცნობიერებაზე ისეთივე ზემოქმედებას ახდენს, როგორც ფსიქოთერაპია - კონკრეტული ადამიანის ცნობიერებაზე.ინფორმაციული ზემოქმედება შეიძლება, განხორციელდეს როგორც საინფორმაციო ხმაურის ფონზე, ასევე, ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში. საინფორმაციო ომის გატარებისთვის ნებისმიერი საშუალების გამოყენება შეიძლება - დაწყებული ინფორმაციების გადაცემით მასმედიაში და ხალხშიჭორების გავრცელებით დამთავრებული.
ინფორმაციული ზემოქმედება ხდება ფაქტების დამახინჯებით, ან ისეთი ემოციური დატვირთვით, როგორიც მტრულად განწყობილ მხარეს აწყობს.
საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის მეთოდების ამუშავება იწყებამოწინააღმდეგისთვის დეზინფორმაციის “ჩაგდებით”, რათა მოსახლეობას დამარცხების განწყობა გაუღრმავდეს, რეალობასთან არაადექვატური შეფასება მისცეს მომხდარს და შესაძლებელი გახდეს მისი უპრობლემოდ გადმობირება.
ცნობიერების კონტროლი
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დიდი ქვეყნების სპეცსამსახურები ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდიკით დაინტერესდნენ. ამ დროისთვის უკვე არსებობდა გენიალური ფსიქოლოგების (მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) ნაშრომები ამ თემებზე. ამ ნაშრომებით დაინტერესდნენ სპეცსამსახურები და განყოფილებებიც შეიქმნა, სადაც მაღალი კლასის პროფესიონალი ფსიქოლოგები მიიწვიეს. ამ მიმართულებით ყველაზე წინ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახური - “ინტელიჯენტ სერვისი” წავიდა:ძალადობრივი დარწმუნება, აზროვნების მართვა, იდეოლოგიური დამუშავება, მანიპულაციური მეთოდიკის გამოყენება ქცევის, რწმენის, ემოციის მოდელირებისთვის, ნებისა და სურვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების პროცესის სრული კონტროლი. სწორედ ამ დროს გაჩნდა ტერმინი “ტვინის გამორეცხვა”.
1949 წელს გამოდის ცნობილი ინგლისელი მწერლის ჯორჯ ორუელის რომანი - “1984”, რომელიც ძალიან პოპულარული ხდება მთელმსოფლიოში და 70-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც. რომანშიავტორმა წარმოაჩინა მომავალი მსოფლიო საზოგადოება შესაძლო ტოტალური იერარქიული წყობა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა შეშინებული ადამიანის სულიერ და ფიზიკურ დაკნინებაზე.
პირველად “1984”-ში გაჟღერდა ცნობილი გამოთქმა - “უფროსი ძმა თვალს გადევნებს შენ”, აგრეთვე, ცნობილი ტერმინები: “ორაზროვანი”, “დანაშაულებრივი აზროვნება”, “მართლაზროვნება”. მწერლის კალამს ეკუთვნის კულტუროლოგიული ხასიათის კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატიებიც, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა მაშინდელ საზოგადოებაზე და, შეიძლება ითქვას, გამოაფხიზლა კიდეც.
ძნელი სათქმელია, რამდენად შესაძლებელია გლობალიზაციის თავიდან არიდება და ტოტალური იერარქიისაგან თავის დახსნა, მაგრამყველაზე მკაცრ სისტემაშიცშეიძლება გასაძრომი ხვრელის აღმოჩენა.
ისევ “ტვინის გამორეცხვის” ტექნოლოგიასდავუბრუნდეთ. ამ ტერმინმა მსოფლიოს ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურები მოიცვა და, მათ შორის, საბჭოეთის “კა-გე-ბე”-ც.თავდაპირველად “კა-გე-ბე” “სხვაგვარად მოაზროვნე” ადამიანების დასამუშავებლად ივანე პავლოვის (ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინაში, ფიზიოლოგიის განხრით) პირობითი და უპირობო რეფლექსების მეთოდებსიყენებდა. შემდეგ კი, ფსიქოლოგიური ზეწოლის უფრო მოწინავე მეთოდებზე გადავიდა.ცივი ომის პერიოდში, დასავლეთი “საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის“ მეთოდებით ებრძოდა საბჭოთა კავშირს, რასაც ეს უკანასკნელი “სპეცპროპაგანდას” უპირისპირებდა. “საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის” სპეციფიკასთან შედარებით “სპეცპროპაგანდა” საკმაოდ მოიკოჭლებდა და დიდი საბჭოეთი დაიშალა. ნაშალზე დარჩენილი კრემლი რევანშისთვის იბრძვის, მაგრამ მეთოდები კვლავაც საბჭოეთისდროინდელი აქვს და შეიძლება, მაქსიმუმ, მოკლევადიანი ეფექტიმიიღოს.
ნერვების ომი
დღეს კრემლსა და უკრაინას შორის ნერვების ომია. ფსიქოლოგიური ომი, იგივე ფსიქოლოგიური ოპერაცია საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ნაწილია. ფსიქოლოგიური ოპერაციის ჩასატარებლად შემდეგი პირობებია საჭირო: კონტროლი ინფორმაციულ ნაკადზე - მასმედია და სოციალური ქსელები, არაფორმალური ინფორმაციის ნაკადის (ჭორები) კონტროლი, პოპულარული ლიდერების შეფასებების კონტროლი და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მოდელირება სასურველი მიმართულებით.ყოველივე ამის კონტროლის ქვეშ აყვანა კრემლს აღარ შეუძლია და გადადის ძალისმიერ ფაზაში.
ფაქტია, რომ პუტინმა მსოფლიო საზოგადოების წინაშე საინფორმაციო ომი წააგო - ვერ მოახერხა დიდი მასის მანიპულირება, მისთვის საჭირო და მისაღები საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და ნიღაბი ჩამოიხსნა.უნიღბო პუტინის მიზნები კი მსოფლიო საზოგადოებისათვის მიუღებელი და დიდი საფრთხის შემცველია.თავის დროზე ნაპოლეონმა თქვა: “ხმალი იმარჯვებს, მაგრამ საბოლოოდ, ჭკუა იმარჯვებს ხმალზე!”
ზემოთ აღვნიშნე, რომ ყველაზე მკაცრ სისტემაშიც შეიძლება გასაძვრომი ხვრელის აღმოჩენა. ყირიმის კრიზისიდან გამოსასვლელი გზა ისევ და ისევ ფართო საზოგადოების შეფასებასა და თანადგომაზე გადის. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანისაინფორმაციო ომის მაქსიმალურად გააქტიურებაა და ამ მიმართულებით ყურადღება არ უნდა მოდუნდეს.
შეიძლება, ზოგიფიქრობდეს, რომ დასავლეთი უფრო აქტიური და აგრესიული უნდა იყოს პუტინის მიმართ და თუ თანადგომაგამოუცხადა, მაშინ იარაღითაც უნდა დაიცვას უკრაინა. “თუ პუტინი აჟღარუნებს იარაღს, დასავლეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. შეეშინდათ რუსეთის, რუსეთი ხომ უძლეველია, მას ხომ ვერც ნაპოლეონმა მოუგო და ვერც - ჰიტლერმა... დასავლეთი იარაღს არ აიღებს, რატომ აირევს დალაგებულ ქვეყანას? უნდა კი უკრაინისათვის პუტინს დაუპირისპირდეს? რა თქმა უნდა, - არა. რაში აწყობს!” - ამგვარი განწყობისა და შეფასების გაზიარებაც საინფორმაციო ომის ნაწილია, რომელიც გამიზნულია ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის დემორალიზაციისკენ.
საბედნიეროდ, მსგავსი განწყობისა და შეფასების მინიმალიზაციისთვის ამოქმედებულია სხვა ბერკეტი, რომელსაც “მედიავირუსი” ჰქვია. სწორედ ეს არის ის ხვრელი, საიდანაც მკაცრი სისტემიდან გამოსვლა შეიძლება.
მედიავირუსი
მედიავირუსი მასობრივი კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომელიც საზოგადოებრივ ცნობიერებაში პირდაპირი ან ირიბი გზით მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს. ფაქტია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სტერეოტიპითა და “კლიშეებით” აზროვნებს, მითუმეტეს, პოსტსაბჭოთა სივრცეში. ასეთ სტერეოტიპსა და “კლიშეს” წარმოადგენს”უძლეველი რუსეთი”, რომელიც საშიშია და მას აუცილებლად უნდა დაემორჩილო, რომ სიცოცხლე შეინარჩუნო.
სტერეოტიპებისა და “კლიშეების” დასანგრევად მედიავირუსი ინფოსფეროში უშვებს”მემე”-ბსა და “მემოკომპლექსებს”. მაგალითისათვის მოვიყვან სოციალურ ქსელებში - “ფეისბუქსა” და “ტვიტერში” გავრცელებულ ფერადგრაფიკულ ნახატს: დიდი დათვი, რომელსაც ფერდზე საბჭოეთის სიმბოლოს - ნამგალი და უროს დამღა აქვს, ევრომაიდნელების ხიშტებზეა წამოგებული და საცოდავად ღრიალებს. ეს სურათი პირველი შეხედვისთანავე ღიმილს იწვევს, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ამით მთავრდება ყველაფერი. ფსიქოლოგებმა კარგად იციან, როგორ მუშაობს ასეთი აპლიკაციები.
დიდი დათვის სურათები სხვადასხვა პოზასა თუ მდგომარეობაში მრავლადაა სოციალურ ქსელებში და აბსოლუტურად ყველა სურათზე დათვი ან ძალიან სასაცილო მდგომარეობაშია, ან ხელჩაქნეული, ან დაღონებული და ასე შემდეგ. ზოგიერთ აპლიკაციას ახლავს ტექსტი: “აღარ მინდა, მომბეზრდა ამათთან ყოფნა!”, “მე წავედი!” და სხვა. აბსოლუტურად ყველა ტექსტში, ისევე როგორც ნახატში, იუმორი და მსუბუქი სარკაზმია. შეფასებებიც იუმორისტული ხასიათისაა: “დათვიც მიხვდა!”, “რა საყვარელია, გაუწყალეს გული, რა!”და სხვ, ანუ დათვი აღარ არის ის, თუ მოგერევა, ბაბაია რომ უნდა დაუძახო და არც რუსეთი წარმოადგენს რამეს დათვის გარეშე. სტერეოტიპი დაინგრა, უფრო სწორად,ჩამოიშალა უმტკივნეულოდ, იუმორში!
როცა ფსიქოლოგიაზე ვლაპარაკობთ, მითუმეტეს, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომზე, აქ სხვა, ძალიან დახვეწილი მაღალინტელექტუალური რესურსებით მუშაობენ. სხვათაშორის, დათვის “მემაპლიკაციას” მოჰყვა მთელი რიგი “მემკომპლექსები”, რომლებიც კრემლის იდეოლოგიას აუფასურებს, სასაცილოს და ძველმოდურს ხდის. ყველა ეს რესურსი, ანუ “მემკომპლექსი” სტერეოტიპითა და “კლიშეებით” დათრგუნულსაზოგადოებას კრემლისდა, გნებავთ, პუტინის შიშისაგან ათავისუფლებსდაყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, დიდი საინფორმაციო ომის ნაწილია.
ახლა რამდენიმე სიტყვით ამარცთუ ახალ ფენომენზე, მედია-ვირუსის “მემ”-ების მნიშვნელობაზე: “მემი” ინგლისური სიტყვიდან მოდის და კულტურული ინფორმაციის ერთეულად ითვლება. “მემად” ითვლება ნებისმიერი სიმბოლო, იდეა, მანერა, მოქმედება, ჟესტი, მელოდია, მოდადა სხვა, რომელიც შეგნებულად, ან შეუგნებლად ვრცელდება საზოგადოებაში სიტყვიერად, წერილობით, რიტუალის სახით, ვიდეორგოლით, ჟესტიკულაციით და ა.შ.”მემის” იდეა ფართოდაა გაშლილი ცნობილი მეცნიერის დუგლას რაშკოფის წიგნში - “მედიავირუსი, როგორც პოპკულტურა, რომელიც თქვენს ცნობიერებაზე მოქმედებს”. ავტორს ხაზგასმული აქვს, რომ “მემ”-ები უმთავრესად ვრცელდება მედიასივრცეში, ინტერნეტში და დიდი გავლენა აქვს პოლიტიკაზე, არჩევნებზე და, რაღა თქმა უნდა, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ “მემეტიკა”, როგორც მეცნიერება დღეს ძალიან აქტუალურიადა ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს...