„მთავარი არხი“ დაიხურა - არ არის გამორიცხული, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ მისი ბედი გაიზიაროს

„მთავარი არხი“ დაიხურა - არ არის გამორიცხული, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ მისი ბედი გაიზიაროს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ირგვლივ დაწყებული რამდენიმეთვიანი დავა, საბოლოო ჯამში, ტელეკომპანიის დახურვით დასრულდა. „მთავარი არხი“ ეთერში აღარ დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია 28 აპრილს „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან შეტყობინებით მიიღეს. მან ჟურნალისტებს აუწყა, რომ 1 მაისიდან არხის მაუწყებლობა სრულად შეწყდებოდა. ჟურნალისტებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და მაყურებელს ამ ფორმით გამოემშვიდობნენ.

ბოლო რამდენიმე თვე არხზე შექმნილ კრიზისზე საუბრობდა როგორც გიორგი გაბუნია, ასევე ზაზა ოქუაშვილი. გაბუნია თანადირექტორს, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელ გოგი (გიორგი) ქურდაძეს ადანაშაულებდა და აღნიშნავდა, რომ არხზე ფინანსური კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა. თუმცა ბრალდებები ოქუაშვილის მხრიდანაც ისმოდა. მან გაბუნია და გვარამია არხის გაძარცვასა და ფულის მითვისებაში ამხილა. როგორც ოქუაშვილი ამტკიცებს, ისინი ტელეკომპანიას სხვადასხვა თანხების გათეთრებისთვის იყენებდნენ, ხოლო ტელევიზიიდან მოგებულ კოლოსალურ თანხებს ითვისებდნენ. ოქუაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამია ტელევიზიიდან ხელფასის სახით თვეში 80 ათას ლარს იღებდა. შესაბამისად, მათ ტელეკომპანია მიზანმიმართულად გააკოტრეს.

„მთავარი არხი“ მწირი საეთერო ბადით 15 თებერვლის შემდეგ მაუწყებლობდა - ტელეეთერში გადიოდა მხოლოდ სერიალები; გადაცემები კი, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გაჩერდა. მოგვიანებით შეწყდა მაუწყებლობა იმ მაყურებლისთვის, ვინც ე.წ. სახლის ანტენას იყენებდა.

„მთავარმა არხმა“ 27 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ეტაპობრივად ხურავდა არხს.

იანვრის ბოლოს ტელეკომპანია უკვე აცხადებდა, რომ არხი გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, რომლებიც სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა.

„მთავარი არხის“ განცხადებითვე, 2025 წლიდან ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, გაყიდვების სახლთან კონტრაქტის ამოწურვის გამო. არხის მენეჯმენტის თქმით, კონტრაქტების განახლების საშუალებას დირექტორი გოგი ქურდაძე ზაზა ოქუაშვილის მითითებით არ იძლეოდა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ „მთავარი არხის“ დახურვას კიდევ კარგი რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აბრალებენ და რეალური მიზეზი ყველასთვის ნათელია. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ წლებია გვესმის თითქოს საქართველოს ხელისუფლება კრიტიკულ მედიას ავიწროებს, მათი თაღლითობის გამო, რაშიც ტელევიზიებს რეალურად იყენებენ, მედიები იხურება და მისი პერსონალი უმუშევარი რჩება.

„არ დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვასა და მიტაცებაში მსჯავრდადებული ნიკა გვარამია იყო. ხოლო შარლატანობით ცნობილ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები რომ ტელევიზიაში ჩადებული თანხები მისმა მენეჯმენტმა და გვარამიამ მიიტაცეს, სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს. თუმცა, როგორც „მთავარი არხის“ უკვე ყოფილი ჟურნალისტებისგან, ასევე „ფორმულიდან“, „ტვ პირველიდან“ ინფორმაცია ჟონავს, რომ ჟურნალისტების ე.წ. პრივილეგირებული კასტას ასტრონომიულ ხელფასებს უხდიან. იმ დროს, როდესაც ტექნიკურ პერსონალს, რომელიც ტელევიზიების ხერხემალს წარმოადგენს, მიზერული ხელფასები აქვთ და იმასაც უგვიანებენ. შესაბამისად, „მთავარი არხის“ პრობლემები მენეჯმენტის ბრალია. იმ დაშვებას ვაკეთებ, რომ გიორგი გაბუნია რეალურ მენეჯერს არ წარმოადგენს. ის არ იყო განმკარგველი ქონების და თანხების. იქ მაინც ჩრდილოვანი მმართველი ნიკა გვარამია იყო. აქედან გამომდინარე, ის პრობლემები, რაც მათ გაუჩნდათ, საკუთარ სიხარბეს, მტაცებლობას და უნამუსობას დააბრალონ. გვარამია და მისი დამქაშები შეჩვეულები არიან სხვისი ქონების მიტაცებას. ასე აკეთებდნენ მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ხალხის ფულს იტაცებდნენ, იგივე გააკეთეს ახლა კერძო სექტორშიც. რასაც არიან შეჩვეულები იმას ვერ იშლიან“,-ამბობს აბაშიძე.

აბაშიძის თქმით, ეს კლასიკური და სტაჟიანი დეზინფორმატორი „მთავარი არხი“ რომ გაქრება მედია სივრციდან, ქართულ ჟურნალისტიკას წაადგება და მედიაგარემოს გაუმჯობესებისთვის ნამდვილად კარგი გარემო შეიქმნება.

„რეალურად, ხალხმაც კარგად იცის, ეს ტელევიზიები რასაც წარმოადგენენ. გადავხედოთ რეიტინგებს და ვნახავთ ვის უყურებს და ენდობა ხალხი. დღემდე „იმედი“ პირველ ადგილას არის და ამ დეზინფორმატორების შენახვა საკუთარ მეპატრონეებსაც აღარ სურთ. ჟურნალისტიკა უნდა იყოს არგუმენტირებული კრიტიკა, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და არა ის ტყუილები და ფეიკამბები, რითაც „მთავარი არხი“ და დანარჩენი ორი ოპოზიციური მედია ატყუებს ხალხს. არ გამოვრიცხოთ ისიც და დადის ამაზე უკვე მოარული ხმები, რომ მსგავსი პრობლემები შესაძლოა შეექმნას ტელეკომპანია „ფორმულას“ , რომელზეც ხელი კეზერაშვილმა საერთოდ ჩაიქნია და ურეიტინგო ტელევიზიაში ფულის ჩადება აღარ უნდა. რჩება მხოლოდ „ტვ პირველი“, რომლის მთავარი სპონსორი მამუკა ხაზარაძეა.

რას ვხედავთ ახლა, „ტვ პირველი“ უფრო აგრესიული და რადიკალურია, ვიდრე „მთავარი არხი“ და „ფორმულა“. ეს ტელეკომპანია უფრო დეზინფორმატორი და შავბნელია. არ გამოვრიცხოთ, რომ მთელი თავისი ტელებიოგრაფიიდან გამომდინარე, თაღლითმა მამუკა ხაზარაძემაც უარი თქვას ტელეპროპაგანდის დაფინანსებაზე. იქაც პრობლემები შეიქმნება. ეს კი ძალიან კარგია, რადგან როგორც დემოკრატიის განვითარებას, ასევე მედიის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. სიცარიელე არასდროს არ იქნება, ვაკუუმს შეავსებენ, როგორც კონსტრუქციული პარტიები, ასევე ნორმალური მედია საშუალებები“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ზაზა ოქუაშვილი, რომელიც მიეკუთვნება იმ ავაზაკთა ე.წ. პლიადას, რომელმაც საკუთარ მამას უძრავი ქონების გამო უჩივლა, გვარამიას და გაბუნიასაც უჩივლოს. ის კაპიკს არავის შეარჩენს. ამიტომ არაა გამორიცხული, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

მარბიელი ხვიჩიამ დააკომენტარა: "მთავარია დაიხურა" ჩაჯვი გვარამიამ უპასუხა - ხვიჩია ყლეაო; ასე ძალიან უყვარს ხვიჩია, რომ მის საოცნებოს შეადარა?
1 საათის უკან