გახარიას შოუ ვერ შედგა, ანუ - show must not go on

გახარიას შოუ ვერ შედგა, ანუ - show must not go on

ერთ-ერთი ხმაურიანი სხდომა, რომელიც დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მოუსმინა. თავად გახარიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ჩვეულებრივი ჰიბრიდული ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური, ემოციური და ინფორმაციული ზემოქმედებისთვის. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა გიორგი გახარიას კითხვები 2019 წლის 20 ივნისი საპროტესტო აქციის დაშლაზე, სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნასა და პრემიერი-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების მიზეზებზე დაუსვეს.

გიორგი გახარიას განმარტებით 20 ივნისს აგრესიული და პარლამენტის შტურმში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება მან გასცა და დააზუსტა, რომ მხოლოდ ცრემლსადენის გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა, ხოლო სხვა სპეციალური საშუალებების, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება მას არ გაუცია. კომისიის წევრების კითხვაზე, რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით სხვამ გასცა თუ არა ბრძანება, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ამის შესახებ მან არ იცის.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ, მან ბრძანება გასცა, რომ საპოლიციო ძალებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი დაემუქრებოდათ, „პოლიციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, შეეძლოთ რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ. მისი თქმით, საპოლიციო ძალებმა რეზინის ტყვიები „თვითმოგერიების კონტექსტში“ გამოიყენეს, თუმცა იყო გადაცდომები, რის შესახებაც გამოძიება ჩატარდა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა გიორგი გახარიას კითხვები დაუსვეს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში გახსნილ საპოლიციო საგუშაგო პუნქტთან დაკავშირებით. რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ ახალი საგუშაგოს გახსნის მიზანი იყო პრეცედენტულად არ მომხდარიყო იმის დაშვება, რომ „ფეიკ რუკებით“ საოკუპაციო ხაზის გაფართოებისთვის რაიმე სამართლებრივი დასაბუთება გაჩენილიყო. მისი თქმით, ეს ქმედება შეთანხმებული იყო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ადგილზე ოპერირებდნენ და ამ პროცესში სხვადასხვა სამინისტრო იყო ჩართული.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის ნიკანორ მელიას საქმეს, რომლის დაკავების წინააღმდეგი იყო გახარია და ამ მოტივით დატოვა თანამდებობა, აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნიკანორ მელიას იმუნიტეტი მოუხსნა, მისი დაკავება ისე უნდა მომხდარიყო, რომ ამნისტიის საკითხი არ დამდგარიყო. აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უცხო ქვეყნის ელჩები არ ჩარეულან, რაზეც კომისიის წევრების მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. რასაც გიორგი გახარიასა და სოზარ სუბარს შორს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. გახარიამ სუბარს მიმართა: „რას ბოდავ“, სუბარმა კი ურჩია, რომ „წესიერი სიტყვები“ გამოეყენებინა.

„თქვენ ხომ დაადასტურეთ, რომ შეხვდით ამერიკის ელჩს - იმ შეხვედრაზე მელიაზე თუ იყო საუბარი? - ამ კითხვით მიმართა თეა წულუკიანმა გახარიას, რომელმაც უპასუხა: „იმ შეხვედრაზე საუბარი იყო ყველაფერზე, კონკრეტულად მელიაზე იყო თუ არა საუბარი, არ მახსოვს, რომც ყოფილიყო, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მელიას დაკავება მაშინ რომ მომხდარიყო ისე, როგორც ვითხოვდი ამას, არანაირი საერთაშორისო გამოხმაურება არ მოჰყვებოდა, არანაირი პრობლემა და არანაირი შეწყალება არ დასჭირდებოდა. ეს იყო ჩემი პოზიცია. აქ არის ფაქტები: დააკავეთ ისე, როგორც დააკავეთ“.

ასევე, გახარიას კითხვა დაუსვა კომისიის წევრმა სოზარ სუბარმა, კერძოდ სუბარმა გახარიას ჰკითხა, რომ ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, 17 თებერვალს, გადადგომის წინა დღეს, იყო თუ არა საუბარი მელიაზე, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ იყო ნიკა მელიაზე საუბარი და ელჩის პოზიცია იყო, რომ - „დასაკავებელი უნდა დააკავოთ“. ამის შემდეგ სუბარმა დაზუსტებისთვის ჰკითხა: „რამდენიმე დღეს რატომ ითხოვდით? რა იყო ეს რამდენიმე დღე? ევროპარლამენტარები ამბობდნენ, რომ უნდა ჩამოფრინდნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ მობილიზება უნდა მოეხდინათ...“ - სუბარის ამ კითხვას გახარიას გაღიზიანება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ნუ ღელავთ სოზარ, აქ ვარ. რას ბოდავ ახლა, სოზარ... ცოტა ემოციები მართეთ. ბოლო-ბოლო, ერთად გვიმუშავია. „ნაციონალური მოძრაობის“ მობილიზება და რაღაცებს ჰყვები. 2008 წელს შენ იყავი პირველი, რომელმაც აღიარა მიშას გაყალბებული არჩევნები. ერთი გაჩერდი, რა!“, - აღნიშნა გახარიამ.

„წესიერი სიტყვები შეარჩიე... მატყუარა ხარ“, - მიმართა სუბარმა გახარიას.

სიტყვიერ დაპირისპირებაში კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანიც ჩაერთო, რომელმაც გახარიას მოუწოდა, - „ნუ უზრდელობთ, ბატონო გიორგი“.

გიორგი გახარიამ მისი გადადგომა იმით ახსნა, რომ არავის სჭირდებოდა ისეთი პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდებიო.

„ჩემი პოზიცია იყო, რომ მელია იყო დასაკავებელი. მელია იყო დასაკავებელი, რადგან ეს ჟესტი - პრობაციის სამაჯურის სროლა - იყო სახელმწიფოს გამოწვევა და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, უნდა ემოქმედა. ეს გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო გამოეწვია. ჩვეულებრივი ხულიგანი პოლიტიკოსი მოიქცა ისე, როგორც... კიდევ ერთხელ, ვადასტურებ, რომ ამის შემდგომ მოვიდა კობახიძე, ძალიან მთხოვა, რომ მივსულიყავი, იმიტომ რომ ძალიან უჭირდა პარლამენტარებთან. მივედი, გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. ამის შემდგომ მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ, უკვე ოპერატიულად მივყვებით ამ პროცესს. დილით, ჩვეულებრივ მივედი სამსახურში, როგორც ყოველ დღე. საერთოდ არანაირი აზრი, არც გადადგომა, საერთოდ არაფერი.

პარტიაში, რამდენჯერმე შეიკრიბნენ, სადაც ნიკა მელიას დაკავების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა იყო. ქალბატონო თეა, თქვენ ამბობდით, თქვენ ცოცხალი მაგალითი ხართ, რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში, ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს, ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია. თქვენ მოიწერეთ, ვციტირებ, თუ საჭიროა, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ“, - განაცხადა გახარიამ, რაზეც წულუკიანმა ასე უპასუხა: „დღესაც მივანიჭებდი დიდი სიამოვნებით. ეს მე ვთქვი, სანამ იმუნიტეტს მოუხსნიდნენ“.

ამასთან, გახარიას თქმით, მთავრობის პოლიტსაბჭოს ბევრი წევრი, უმრავლესობა მის აზრზე იყო და ამბობდნენ, რომ დილით უნდა შეკრებილიყვნენ, თუმცა ყველა გაქრა. გახარიას განმარტებით, ამის შემდგომ ჰკითხა შს მინისტრს, თუ რა ხდებოდა გდდ-ს ძალებში, თუმცა ის, უბრალოდ, სიმართლეს ვერ ეუბნებოდა.

„მარტივი რამ მოხდა, პროცესში სამართავად შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე აიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. რას აპირებდა და როგორ მართავდა, მე წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მე ეს დადასტურებულად, ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თავის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასდროს დავბრუნდებიო, ასეთი პრემიერი არ სჭირდებოდა. მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია. მკაფიოდ გეუბნებით, ოპოზიციაში გამიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყველა შეთანხმება დაარღვია. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიასთან გასაუბრებაც ასე დასრულდა. რადიკალური ოპოზიცია თვლის, რომ კომისიაზე მისვლით გახარიამ აღიარა „არალეგიტიმური პარლამენტი“. „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, როცა ფარსში მონაწილეობ, ფარსის ნაწილი ხარ. „პარლამენტში და კომისიაში მონაწილეობა არის „ოცნების“ „გაპრავება“, წერტილი!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

როგორც ჩანს, გახარიას კომისიაზე მისვლა ძვირად დაუჯდება. რადიკალური ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ოპოზიციურ გაერთიანებაში გახარიას და მისი პარტიის ადგილი არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ გახარიამ ვერც „ოპოზიციონერობის“ პერიოდში გაბედა სიმართლის თქმა და ერთადერთი, რითაც თავს იწონებს ოპოზიციონერის რანგში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმაა. ბოკუჩავას თქმით, 20 ივნისი იყო თვითორგანიზებული სახალხო ანტირუსული აქცია და არანაირ ორგანიზებულ შტურმს ადგილი არ ჰქონდა.

„სინამდვილეში მე გეტყვით, რა მოხდა 20 ივნისს. „ნაცებით იყო გაჭედილი პარლამენტიო“, ყალბი სიყეყეჩით ხომ ბრძანებდა დღეს ბატონი გახარია? კი, მე ვიჯექი სხდომათა დარბაზში, საიდანაც სერგეი გავრილოვი პირადად გავაგდე, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, რითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ. გახარია თავიდან ფეხებამდე ოფლისგან სველი, შეშლილი თვალებით დარბოდა პარლამენტის კორიდორებში რუსთაველზე დარბევა რომ დაიწყო. რატომ? იმიტომ, რომ „სუპერძალოვან მინისტრს“ გადაახტნენ, არაფრად ჩააგდეს. თუმცა, საკუთარი თავის გადასარჩენად და, იმიტომ რომ მისი ყალბი სიყეყეჩის მიღმა იმალება საკმაოდ გაუბედავი კაცი, მან ეს არ თქვა და მოიპოვა პრემიერად დაწინაურება. უახლოეს მომავალში იხილავთ „ნაციონალური მოძრაობის“ სიმართლის კომისიას, სადაც მოისმენთ ქოცურ-რუსული პროპაგანდის საპირწონე ფაქტებს, სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს“, - წერს თინა ბოკუჩავა.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ გიორგი გახარიამ უნდა აღიაროს, ამდენი ამბავი ან უდიდესი არაკომპეტენტურობით დაემართა, ან განზრახ მოქმედება იყო, რომელიც ქართული სახელმწიფოს დასუსტების მიზნით დავალებების შესრულებას უკავშირდებოდა. უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ მელიას დაკავებაზე გაკეთებულ განცხადებას გახარიას მესამე ტყუილი უწოდა.

„ნიკა მელიაზე დღეს გავიგეთ ახალი რეალობა, რომ თურმე, წყენია, ბიძინა ივანიშვილი ჩაერია რაღაცებშიო. მესამე ტყუილი და ახლი რეალობის შექმნის რაღაც მცდელობა! წვალებით აღიარებინეს, რომ შეხვდა აშშ-ის ელჩს, ძლივს ათქმევინეს. იმ დღეებში ყველას ვხვდებოდი სხვადასხვა თემაზეო. რა სხვადასხვა თემა. იმ დღეებში ერთადერთი თემაზე იყო ატეხილი ამბავი. აღიარა, რომ დიახ, ამ თემაზე იყოო, ოღონდ რამდენი იწვალა. რამდენი დასჭირდათ კომისიის წევრებს, რომ აქამდე მისულიყო, ეს ეპასუხა და როგორც იქნა, უპასუხა და აქაც თქვა უდიდესი ტყუილი. გახარია დღეს ცდილობდა დაერწმუნებინა, მოეტყუებინა ქართული საზოგადოება, რომ თითქოს, ელჩმა უთხრა, აღასრულეთ სამართალიო და აქაც აიხლართა. რაც კი თქვა, ერთი მართალი არ უთქვამს, რაღაც მარტივ, არაფრისმომცემ დეტალებზე რომ არ შევჩერდეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თომა მასკარადი და ამომრჩეველთა აბუჩად აგდება მორიგ ჯერზე, მაგრად ჩაისვარა გუშინ ამ კომისიამ საკუთარი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ეგ მაზაკვალი და 20 ივნისის მერე დაწინაურეს პრემიერად ახლა უნდათ მთელი პასუხისმგებლობა მაგას აჰკიდონ, ქოცებო თქვენ ვინ უნდა დასაჯოთ უკვე თქვენც დასასჯელები ხართ მარტო გახარიაზე ვერ გადატყდება ჯოხი მაგ ამბავში ამდენი პრეტენზიები გქონით და მწვანე აუნთეთ მრემიერის პოსტზე, სასაცილოები ხართ. ბრძენ კაცს ვერ შეწინაღმდეგეთ და ბოლი პრემიერად დანიშნეთ! ფარისეველთა და მედროვეთა ჯოგი ხართ მთელი პოლიტიკური სპექტრი ქოც-ნაციანად. ერთნი ხართ ერთნი!!
23 საათის უკან
Aburjga Tasmanieli კოლექტიურ დასვლეთს მივმართავ, შორს საქართველოსგან თქვენი ბინძური, სისხლიანი ხელები! დაიკარგეთ აქედან თქვე მურვან ყრუს და ჯალალედინის ნათესავებო!
22 საათის უკან
Aburjga Tasmanieli რაც შეეხება გუშინდელ კომისიის სხდომას, ჩემი აზრით კომისია ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა!
22 საათის უკან
trampi ქუნემ კოლუმბი...
ნაცები რომ არ დააასჯევინეს, ეს ბარდაგი იმის ბრალია
განათლების სისტემაც მიზანმიმართულად იმათ დაგვინგრიეს...
ნარკოტიკების მიმართ ე.წ. ლიბერალური დამოკიდებულაც (ძაან არ დასაჯოთო) ძალით, დაწოლით იმათ გააკეთებინეს.... ..რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა დაღუპულიყო.............კლუბური ნარკოტიკი და ესეთი რაღაცეებიც იმათი ხელშეწყობით მოედო საქართველოს
ჩვენი ისტორიის უგულვებელყოფა და ავტორიტეტების ჩარეცხვა მაგათი დანერგილია.........
და .რომ საქართველოს ისტორია ც მხოლოდ მიშადან 2003 წლ-დან დაიწყო
არა რააა........ რაც მაგათ დაგვინგრეს--გაგვინადგურეს, იმის აღდგენას მინიმუმ 50 წელი მაინც უნდა
ამას ხშირად ვიმეორებ ხოლმე..............მარიკა ლორთქიფანიძე ამბობდა ხოლმე---ისტორიაში ამაზე მძიმე დღეებიც გვქონდა, (მაგ. მონგოლების დროს ერი თითქმის განადგურებული იყო), მაგრამ იქიდან მაინც ამოვდიოდით ხოლმეო, იმიტომ რომ მაშინ ყველაფრის მიუხედავად ერის სულიერი--ზნეობრივი ფასეულობები(მენტალობა) ძირითადა ხელშეუხებელი რჩებოდა ხოლმეო და ამის საფუძველზე ერი თავს ისევ იღდგენდაო
ეხლა ეს ჯიშგასაწყვეტი ,,მეგობრები,, ჯერ თავიაანთ წესებს გიწესებენ, გვიქმნიან სათავისო(გადაჯიშების) გარემოს და მერე კი ძირითადად სწორედ აი იმ ფასეულობებს(ზნეობრივ--მორალურს) ურტყამენ ძირში რაზეც საერთოდ ერი დგას... ანუ მაქსიმალურად ცდილობენ ერის მენტალიტეტის შეცვლა--გადაკეთება--განადგურებას
..და ამ ახალგაზრდებს რომ ვუყურებ თითქმის აღწევენ კიდეც...
მოკლედ ძაან მძიმე პერიოდი გვაქვს ძაან..... ერთი მარტო გენის იმედი--ღა მაქვს, მარტო გენის, თორემ მოგვერივნენ ის ჩათლახები მოგვერივნენ და ეგაა
..ვნახოთ ბერიტაშვილი აჯობებს თუ პავლვი.....წესით ბერიტაშვილმა უნდა აჯობოს ანუ გენმა.....
მე ეგრე მჯერა
.......დანარჩენი კიდევ მერე
21 საათის უკან
Gami პრემიერობამდე ორგზის მინისტრი რომ იყო, ვერ ხვდებოდა რომ ივანიშვილი " მართავდა"? საინტერესოა, როგორ აპირებდა სირთაოზას დაჭერას? არ თქვა...
21 საათის უკან
Serapina trampi ამ, ყველა უკუღმართობის შედეგებზე რამდენი წლის წინ იწერებოდა აქ კომენტარებში!
აქ, საუკუნეა არც შემოვდივარ...
უბრალოდ გამიხარდა რომ "დაგინახე".
... მაშინ სხვა სენი გვჭირდა(ქვეყანაში) ...ახლა, სხვა გვჭირს! ...უბრალოდ, ჯანსაღ გზაზე სიარული მაინც არ გვეღირსა.
პ.ს. მერამდენე (პოლიტ)ტელესერიალია , ხალხს რომ გვაყურებიებენ, აღარც გვახსოვს... ბოლო სერიაში, ვინ ვის დაასწრებს დამკვეთის გამოაშკარავებას, ეს დარჩება მხოლოდ... მანამდე, გადალაგდებიან, გადმოლაგდებიან, პოლიტიკურად დაქორწინდებიან/ განქორწინდებიან... პოლიტ ტელესერიალების პორნოგრაფიული ვერსიებიც მოგვესწროს იქნება... წაღმა სიარულის, რა მოგახსენოთ?!
10 საათის უკან