აშშ-ის სენატორი ერიკ შმიტი: ჯორჯ სოროსის იმპერია აფინანსებს რადიკალების დიდ ეკოსისტემას. იმ რადიკალების, რომლებიც არეულობების დროს აგურებს ისვრიან

აშშ-ის სენატორი ერიკ შმიტი: ჯორჯ სოროსის იმპერია აფინანსებს რადიკალების დიდ ეკოსისტემას. იმ რადიკალების, რომლებიც არეულობების დროს აგურებს ისვრიან

ამერიკელი სენატორი ერიკ შმიტი აცხადებს, რომ აშშ-ში ბოლო ათ წელიწადში ორგანიზებულმა, სისტემურმა პოლიტიკურმა ძალადობამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და ამ პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და აქტივისტი ჯგუფების ფართო ქსელი აფინანსებს.

სენატორმა იურიდიულ კომიტეტში გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის კეშ პატელის მოსმენის დროს განმარტა, რომ სწორედ ეს სისტემა იმალება ყველა რადიკალი მემარცხენე მოძრაობის უკან, რომელთა ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი ჯორჯ სოროსია.

ბოლო ათწლეულია პოლიტიკური ძალადობის აფეთქებას ვუყურებთ, ორგანიზებულ სისტემურ პოლიტიკურ ძალადობას ფართო მასშტაბით. ეს არის იმ ბნელი და საიდუმლო სისტემის ნაყოფი, რომელსაც ნაწილობრივ ჩვენვე ვაფინანსებთ. ეს მოიცავს ფონდების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტი ორგანიზაციების ფაქტორსაც. ეს სისტემა დგას ყველა რადიკალური მემარცხენე მოძრაობის უკან. ჯორჯ სოროსის იმპერია აფინანსებს რადიკალების დიდ ეკოსისტემას. იმ რადიკალების, რომლებიც არეულობების დროს აგურებს ისვრიან. მიზანია, რომ ჩვენს ქუჩებში გამოუშვან ძალადობრივი ანარქისტების მთელი ტალღა. ამ დროს მემარჯვენეებს გვეძახიან ექსტრემისტებს, ნაცისტებს, ფაშისტებსა და და დემოკრატიის ეგზისტენციალურ საფრთხეს“, - თქვა შმიტმა.

ტერეზა 85 ჩარლი კერკირის დაფინანსება
გამარჯობა ყველას,
უზომოდ მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ჩარლი კერკირი ჩემს გზაზე დააყენა.
მე მქვია ტერეზა და ფერმერი ვარ.
თუ რაიმე ფინანსური საჭიროება გაქვთ ან ფინანსურ სირთულეებს განიცდით, დაუკავშირდით ამ შესანიშნავ ჩარლი კერკირს და სრულად კმაყოფილი დარჩებით. მან ახლახან დამეხმარა მცირე თანხით, 50,000 ლარით, რაც ჩემთვის საკმარისზე მეტია.
ის კეთილი ადამიანია; მისი წყალობით შევძელი ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ვალების გადახდა.
თუ მცირე სესხი გჭირდებათ, დაუკავშირდით მას და იმედგაცრუებული არ დარჩებით.
თქვენი ფინანსური ტრავმა დასრულდა.
ელ. ფოსტა: charlykerkir@gmail.com
გმადლობთ

თუ საქართველოდან არ ხართ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ.
31 წუთის უკან