კადრების დეფიციტის პერიოდი დასრულდა, ორგანიზაციები თანამშრომლების აყვანისგან თავს იკავებენ

კადრების დეფიციტის პერიოდი დასრულდა, ორგანიზაციები თანამშრომლების აყვანისგან თავს იკავებენ

შრომის ბაზარზე უკვე არა კადრების, არამედ დასაქმების ადგილების ნაკლებობაა. ბოლო პერიოდში სამსახური ბევრმ ადამიამა დაკარგა, რომელიც ძირითადად დაკავშირებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებთან. გარდა ამისა, პასიურ რეჟიმშია ბიზნესიც. განსაკუთრებით ჰორეკა სექტრორი იკავებს თავს თანამშრომლების აყვანისაგან.

„აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის პუბლიკაციაშია აღნიშნულია, რომ ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი ეძებს სამსახურს. კვლევის ავტორებს ერთ-ერთ ფაქტორად, რაც აიძულებს საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას, დასახელებული აქვთ შრომის ბაზარზე „ახალი შოკის“ არსებობა.

„მნიშვნელოვანია ახალი შოკი შრომის ბაზარზე. მრავალი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ეძებს სამსახურს იმის ფონზე, რომ არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ ინსტიტუტებში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა.

სამოქალაქო საზოგადოება: ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შემოღების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები/არასამთავრობო ორგანიზაციები რთულ მდგომარეობაში არიან, ბევრმა ორგანიზაციამ შეამცირა ან შეაჩერა აქტივობები ახალი რეგულაციებისა და სახელმწიფო ჩარევის პროტესტის ნიშნად ან ადმინისტრაციული ზომების შიშით. ეს სექტორი თბილისსა და რეგიონებში ასაქმებდა ბევრ მაღალკვალიფიციურ ადამიანს, რომლებმაც ან უკვე დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები ან დგანან სამუშაოს დაკარგვის რისკის წინაშე;

საჯარო ინსტიტუტები: ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს ან არ გაუგრძელეს ხელშეკრულება. ამ მოვლენებმა, უცხოელი დონორების მხარდაჭერის შემცირებასთან ერთად, კიდევ უფრო გააუცხოვა ახალგაზრდა პროფესიონალები, აკადემიური სექტორი და მეწარმეები, რომლებიც საკუთარ მომავალსა და პერსპექტივებს ვეღარ ხედავენ,“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.

შრომის ბაზარზე ვითარების გაუარესებას ადასტურებენ სხვა სფეროს წარმომადგენლებიც. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იურისტმა დავით კესარელმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციების ნაწილი კადრების შემცირების ეტაპზეა გადასული. ეკონომიკური და სხვა ფაქტორები გავლენას ახდენს ბიზნესის საქმიანობასა და დამსაქმებელთა გადახდისუნარიანობაზე.

„ყველა კადრების შემცირების გზებს ეძებს, ამის მიზეზი არ არის მხოლოდ ეკონომიკური. მაგალითად, არასამთავრობო სექტორში, როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ასევე საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით შეჩერებული პროექტების გამო, კადრების შემცირების საჭიროება და წინაპირობა დადგა. ახლა დღის წესრიგშია რეორგანიზაციის განხორციელება და ამ პროცესში დამსაქმებლებთან სწორი კომუნიკაცია და სასამართლო პროცესების თავიდან არიდება. ეს არის ძირითადი პროცესები, რაზეც ბოლო პერიოდია გვიწევს ადვოკატირება.

არა მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, არამედ საერთაშორისო დონეზე არსებულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ბევრი ორგანიზაცია, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლობა, თუ საქართველოში მოქმედი ჯგუფები, საკადრო მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებენ. ეს განპირობებულია როგორც დაფინანსების შეწყვეტით, ასევე სხვა გადაწყვეტილებებითაც. ფაქტი ერთია, რომ ამ ყველაფერმა გამოიწვია რეორგანიზაცია და ამ ფორმით კადრების შემცირება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ დავით კესარელმა.

ერთი შეხედვით, პრობლემა, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება, თუმცა ბიზნეს სექტორში ადასტურებენ, რომ იქაც გარკვეული დაძაბულობაა და კადრების შენარჩუნება არათუ ჭირს, ზოგან უკვე შემცირდა კიდეც. ერთ-ერთი ასეთი მომსახურების სფეროა.

ჯერჯერობით სტატისტიკურად მონაცემები ნორმის ფარგლებშია. 2024 წელს წინა, წელთან შედარებით, უმუშევრობა შემცირდა და 13.9% შეადგინა. მიუხედავად წლიური შემცირებისა, 2024 წლის კვარტალური მონაცემების მიხედვით, წლის ბოლოს უმუშევრობა გაიზარდა და ყველაზე მაღალი პროცენტი დაფიქსირდა. 2024 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობამ საქართველოში 14.2% შეადგინა. შედარებისთვის, პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 14% იყო, მეორე კვარტალში - 13.7%, ხოლო მესამე კვარტალში - 13.8%. ამასთანავე, მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უმუშევარი ადამიანების რიცხვი 8.2 ათასით გაიზარდა.

KAB ისმის კითხვა - კონკრეტულად რა სპეციალობებს ფლობენ აღნიშნული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები? სტატიაში ნახსენებია მხოლოდ მომსახურეობის სფერო.
1 დღის უკან