“ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება 25 აგვისტოს, რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, რომელზეც საყოველთაო მობილიზება ჰქონდათ გამოცხადებული და აღნიშნული აქციის ამსახველ ვიდეო კადრებს აქვეყნებს.
სამხარაძე, აქციაზე მყოფ ხალხს “დაშლილებსა” და “დაქსაქსულებს” უწოდებს და მათ “ მთელი ქვეყნის ნაცელიტად” მოიხსენიებს.
“ასე დაქსაქსულები, ასე დაშლილები, ასე ჩამორჩენილები, ასე გათითოკაცებულები…
მთელი ქვეყნის ნაცელიტა”,- წერს დიმიტრი სამხარაძე.