კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მოქმედება - დაყადაღებულია 5 საქველმოქმედო ფონდი... ნანუკა ჟორჟოლიანი დაკავების მოლოდინშია  

კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მოქმედება - დაყადაღებულია 5 საქველმოქმედო ფონდი... ნანუკა ჟორჟოლიანი დაკავების მოლოდინშია  

საბოტაჟი და კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ დაწყებული საქმიანობა - ეს ის ორი მძიმე ბრალდებაა, რომელსაც საქართველოში მოქმედ ხუთ საქველმოქმედო ფონდს უყენებენ და ანგარიშებს უყინავენ.

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, სადაც პროკურატურამ 5 ფონდი დააყადაღა, რომელთა ბოლო 4 თვეში 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითი ჯორჯიასადა ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.

გამოძიების ფარგლებში დეტალურად შეისწავლეს იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციები. გამოძიების ინფორმაციით, ტრანზაქციების დროს დანიშნულებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ფონდები ახალისებდნენ კანონდარღვევებს, ყიდულობდნენ სხვადასხვა აღჭურვილობას საპროტესტო აქციებისთვის და დემონსტრანტებისთვის.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლის ფონდიც არის დაყადაღებული, არ გამორიცხავს, რომ მას ბრალი წაუყენონ და დააკავონ.

პროკურატურა ოფიციალურად არ მატყობინებს, რა იყო მათი საფუძველი, რის შედეგადაც მიიღეს ფონდის დაყადაღების გადაწყვეტილება - ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც“, - ამბობს ჟორჟოლიანი.

ძალიან არასწორი ადრესატია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და თუ ხელისუფლება ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით რაიმეს გეგმავს, ისინი არც მას და არც ფონდებს არ დათმობენ“, - ასე ეხმაურებაკოალიცია ცვლილებისთვისლიდერი, ნიკა გვარამიაფონდების საქმესდა მოლოდინი აქვს, რომ აღნიშნულზე პოლიტიკოსები და არასამთავრობო იქნებიან დადანაშაულებული.

საზოგადოებრივი მოძრაობისერთიანი ნეიტრალური საქართველოდამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, რომელიც ერთ-ერთია იმ პირებს შორის, რომელმაც პროკურატურას ფონდებთან დაკავშირებით გამოძიების მოთხოვნით მიმართა, ამბობს, რომ იქმნება პრეცედენტი, ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა და ამისთვის ფინანსების მობილიზება დასჯადი გახდეს.

საჯაროდ, ღია წყაროებში მოიძებნება არაერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფონდები ხელს უწყობდნენ, აფინანსებდნენ, აორგანიზებდნენ და ახალისებდნენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებს. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ ადამიანებს, წასულიყვნენ კანონგარეშე ქმედებებზე და შემდეგ ისინი ჰპირდებოდნენ მათ .. დაზღვევას, ისინი იხდიდნენ მათ ჯარიმებს, ჰპირდებოდნენ სხვა სახის ფინანსურ კომპენსაციებსაც. ჩვენს გმირ პოლიციელებს ცოცხლად რომ წვავდნენ და პიროტექნიკას უმიზნებდნენ სახისა და ტანის არეში და იცით, რომ მძიმე დაზიანებები მიიღეს, რამდენიმე მათგანს ამპუტაციაც კი დასჭირდა, სწორედ ამ პიროტექნიკის შეძენისთვის იხარჯებოდა და სხვა მატერიალურ ტექნიკური საშუალებების შეძენას ხმარდებოდა ფონდიდან თანხები, რომელიც საჭირო იყო აგრესიული, ძალადობრივი აქციების ორგანიზებისა და წარმართვისათვის“, - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის ქმედება სრულიად სამართლიანია.

ნათლად იკვეთება, რომ კონკრეტული ფონდები აფინანსებენ დანაშაულებრივ ქმედებებს, დესტრუქციას, იარაღის და იმ მასალის შეძენას, რითაც ხდებოდა რამდენიმე დღე ცნობილი მოვლენები საქართველოს პარლამენტის წინ, ფაქტობრივად ომის იმიტაცია რომ მოაწყო რადიკალურმა ოპოზიციამ და ენჯეო სექტორმა.

ბუნებრივია კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - ფაქტობრივად, სახელმწიფო მართლმსაჯულების სისტემის ჩამოქცევის სურვილი, როდესაც რომელიმე კონკრეტულ პირს, სახელმწიფო, სამართალდარღვევის ან რაიმე სხვა შესაბამისი გადაცდომის გამო მიუსჯის ჯარიმას, ხოლო ეს ფონდები ფულს უგროვებენ და უხდიან ამ ჯარიმას, ეს არის წარმოუდგენელი რამ, სრულიად დემოკრატიული სამყაროსთვის გაუგებარი და ზღვარს გადასული. ამიტომ, ბუნებრივია, რომ პროკურატურის ქმედება არის სრულიად სამართლიანი“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ხალხის ძალისწევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან ამბობს, რომ სწორედ ამ მოტივით იყო გამჭვირვალობის კანონი მიღებული, რომელიც საკმაოდ ლიბერალური იყო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანხების გამჭვირვალობა მოეთხოვებოდათ. ქართველიშვილი ამბობს, რომ მათ თავისი ურჩობით და ანტიკანონიერებით მიაღწიეს იმას, რომ ახლა გაცილებით უფრო მკაცრ ამერიკულ კანონს მიიღებს ხელისუფლება, რომელსაც ვეღარავინ რუსულს ვეღარ დაუძახებს.

დღეს დაყადაღებულია ზუსტად იმ ფონდების ანგარიშები, რომელიც არ იძლეოდა ამ გამჭვირვალობის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო გარკვეულიყო, რასთან აქვთ საქმე. ამიტომ დააბრალონ თავის თავს და სახელმწიფოს ნუ დაადანაშაულებენ ნურაფერში. მათ მიეცათ საშუალება, რომ საკუთარი კეთილი განზრახვების შესახებ დეკლარაციაში დაეფიქსირებინათ, აეხსნათ, რა თანხებს და რისთვის ხარჯავდნენ. როგორც ჩანს, ზუსტად იმ ტიპის დანაშაულთან და თანხების დამალვასთან გვაქვს საქმე, რომლის გამოაშკარავებაც უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნებოდა, ვიდრე გულწრფელი აღიარება სახელმწიფოსა და კანონის მიმართ. ასე დაემართება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, საქველმოქმედო ფონდს, ორგანიზაციას, რომელიც შეეცდება სახელმწიფოს და კანონის წინააღმდეგ მოქმედ ადამიანებს ჯარიმები დაუფაროს.

გვახსოვს შარშანიუესაიდმადა სხვა მისმა დონორმა ფონდებმა საქართველოს სახელმწიფოს ღია ომი გამოუცხადა. გვახსოვს, როგორ უხდიდა კანონის დამრღვევებს ჯარიმებს და ხდებოდა წახალისება ადამიანების, რომ მათთვის სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა და კანონის უგულებელყოფა არ ყოფილიყო დასჯადი. ეს ფონდები ქმნიდნენ პრეცედენტს, რომ დანაშაული დაუსჯელი ყოფილიყო. ახალისებდნენ ადამიანებს - არაუშავს, წადით, სახელმწიფოს და კანონის წინააღმდეგ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ ამისთვის პასუხი არ აგოთ. საქართველომ ამერიკის სახელმწიფოს გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს და ამ ფონდებს მოსთხოვოს კანონის ჩარჩოებში დაბრუნება, გამჭვირვალობა, თუ საიდან, ვისგან ფინანსდებიან და ამ თანხებს რაში იყენებენ. ვინც არ უნდა იყოს მისი დამფუძნებელი, არავის აქვს უფლება ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქალაქეები წააქეზოს“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, გამოვლენილი უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ფონდებში თანხებს რიცხავენ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას ხელს უწყობენ.

ძალიან კარგი და მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს ღალატის მუხლი ბრუნდება და შესაძლებლობა იქნება იმის, რომ გამოავლინონ ძალოვანმა უწყებებმა ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, იქნება ეს ფინანსური მხარდაჭერა თუ იდეოლოგიური წაქეზება ან მოქმედება. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის მიერ არის ფინანსურად წახალისებული ანტიკონსტიტუციური ქმედებები. სახელმწიფოს წინააღმდეგ გადატრიალების მოქმედებები. ადამიანს არ ეშინია არაფრის, როცა ის დამნაშავე არაა. გვარამიას, ჟორჟოლიანის განცხადებები მოწმობს იმას, რომ იმაზე უფრო მნიშვნელოვანს მალავენ, ვიდრე ჯერ კიდევ ზედაპირზე ჩანს. ამიტომ მათ მსგავსად მეც, არა თუ ველოდები კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემას, არამედ მივიჩნევ, რომ ეს ასე უნდა მოხდეს. უნდა აგონ პასუხი ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებისთვის. მართალია, სამართალი ურმით დადის, მაგრამ მაინც მიდის ადრესატამდე. ასე მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში და ასე მოხდება დანარჩენი სხვა პირების მიმართაც, იქნება გვარამია, კეზერაშვილი, ჟორჟოლიანი თუ სხვები, მაგალითად, როგორც დააკავეს ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლებასთან დანაშაულებრივ საქმიანობაში ედება ბრალი “, - ამბობს ქართველიშვილი.