„ედინაია როსია“ ქუთაისში ჯვრის აღმართვას აპირებს

„ედინაია როსია“ ქუთაისში ჯვრის აღმართვას აპირებს

4 ოქტომბერს ქუთაისში შეიძლება მცირე გაუგებრობა მოხდეს.

„ბალტ-ინფოს“ ცნობით, „ედინაია როსიის“ წევრები ქუთაისში, მშენებარე პარლამენტის შენობის გვერდით 3 მეტრიანი ჯვრის აღმართვას გეგმავენ.

„ედინაია როსიის“ წევრმა ვიტალი მილონოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ჯვარი საქართველოშია დამზადებული. ჯვრის აღმართვას რუსები ღამით აპირებენ.

მილონოვი აღიარებს, რომ არც მათი ვიზიტი და არც ჯვრის აღმართვა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. ამის გამო ისინი პროვოკაციას ელოდებიან.

მილონოვი დარწმუნებულია, რომ მათ ჯარიმას გადაახდევინებენ. მას იმედი აქვს, რომ ჯვრის აღმართვას მოასწრებენ.

„ედინაია როსიის“ წევრი დარწმუნებულია, რომ აღმართულ ჯვარს ქართველები მიწიდან არ ამოაძრობენ. მილონოვის თქმით. ქართველები მართლმადიდებლები არიან და ამას არ გააკეთებენ.