გლობალური ეკონომიკის რეცესიის საფრთხე აშკარა გახდა - ყველგან ოქროს მიაწყდნენ

გლობალური ეკონომიკის რეცესიის საფრთხე აშკარა გახდა - ყველგან ოქროს მიაწყდნენ

მსოფლიოში ეკონომიკური კუთხით დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. გაურკვევლობაა ყველა მიმართულებით, საერთაშორისო ბაზრები მუდმივად რყევას განიცდის. პრაქტიკულად დაწყებულია რეცესია, რომელიც სულ უფრო გამოკვეთილ ფორმებს იღებს. ასეთ პირობებში ინვესტორების ერთადერთი თავშესაფარი ოქროა, რომელზეც მოთხოვნა არანორმალურად გაიზარდა და ფასმაც დაუჯერებელ ნიშნულს მიაღწია.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია გლობალური ეკონომიკის ცვლილებებს ეხმაურება. მისი შეფასებით, მსოფლიო ფინანსურ სისტემაში დიდი ცვლილებების დრო დადგა და ეკონომიკა უამრავ ქვეყანაში მორიგი სერიოზული გადატვირთვის რეჟიმშია შესული.

ეკონომიკა ისეთი ვეღარ იქნება როგორიც იყო. საფონდო ბაზრების ინდიკატორები გვამცნობენ, რომ მხოლოდ რეცესიასთან შეიძლება არ გვქონდეს საქმე, სავსებით შესაძლებელია ეკონომიკა დეპრესიაშიც გადავიდეს. მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უკვალოდ არ ჩაივლის და დანარჩენი ქვეყნების ეკონომიკებზეც ექნება სერიოზული ზეგავლენა.

გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიო ეკონიმიკის გაურკვევლობის ინდექსი მაქსიმუმამდეა გაზრდილი, ამერიკული ბაზრის ფიუჩერსების ფასი აქციებზე ეცემა. S&P 500 ინდექსი მოყოლებული / 19 თებერვლიდან დღეის მდგომარეობთ ეცემა, მარტო ორშაბათს 5750-იანი ნიშნულიდან 5600-მდე დაეცა - იანვრიდან დღემდე 1,9% არის შემცირებული. ამის გამომწვევი მთავარი ფაქტორი აშშ- მხრიდან სატარიფო ომია, რომელიც გამოუცხადა კანადას, მექსიკა და ჩინეთს.

დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ხარჯების შემცირების საკითხი. სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორებისადმი იზრდება დავალიანებები და ამ უკანასკნელთ აღარ სურთ შეიძინონ სახელმწიფო ობლიგაციები, რომელთა შემოსავლიანობამ მოიმატა. მაგალითისათვის, იაპონიის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობამ გადააჭარბა 1,5%-, არ გამოვრიცხავთ, რომ მან 2%-საც მიაღწიოს, რაც ბლო 18-წლიანი პერიოდის მაქსიმუმი იქნება. ეს იმის მაუწყებელია, რომ იაპონიაში იაფი ფულის ეპოქა დასრულდება. აღნიშნული ასევე გამიწვევს ინვესტორების მხრიდან ამერიკული, ევროპული და სხვა ქვეყნების აქტვების გაყიდვას. გამომდინარე აქედან სახელმწიფოებს არ რჩებათ გამოსავალი გარდა იმისა, რომ შეამცირონ ხარჯები, მაგალითად, ტრამპმა განაცხადა, რომ იგი აპირებს 2 ტრილიონი დოლარით შეამციროს ხარჯი.

არ გამოვრიცხავთ, რომ სახელმწიფო ვალების შემცირების მიზნით გამოყენებულიი იყოს კრიპტოვალუტები, მათ შორის ბიტკონი. ამიტომ მოსალოდნელია, ბიტკოინის ფასი მკვეთრად გაიზარდოს და შემდეგ მასიური გაყიდვით ფასები ძალიან დაეცეს და სახელმწიფო ვალი ამით შეამცირონ.

პროგნოზები აშშ ეკონომიის მშპ- კლების შესახებ ყოველ ახლად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ისახება. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს 4%-მდე გამოაქვეყნეს მშპ- ზრდის პროგნოზი, მაგრამ ამ წლის დასაყისში შეცვალეს და 1,5%-ით შეამცირეს, ხოლო დღეს უკვე ელოდებიან ეკონომიკის ზრდას 2,4%-მდე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეული შემცირებული პროცენტი, ეს ასიათასობით უმუშევარი ადამიანია. ადვილი მისახვედია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში რა პერსპექტივები ისახება.

ყველაფერი ზემოთხენებულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ინვესტორებისათვის ამ გაურვევლობის პერიოდში მიმზიდველ აქტივებად რჩება ოქრო, სწორედ ამიტომ არის, რომ უნცია ოქროს ღირებულებამ ისტორიული მაქსიმუმები გადაწერა და ის დღეს 2925 დოლარის ნიშნულზე ივაჭრება და სავარაუდოდ, მისი ფასი 3000 დოლარსაც გაცდება, რასაც 2019 წელს ვპროგნოზირებდით.

ჩინეთის, პოლონეთის, აშშ- და სხვა ქვეყების ცენტრალური ბანკები აქტიურად ყიდულობენ ოქროს რეზერვების გასამყარებლად.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და გეოპოლიტიკური გამოწვევები აუცილებლად ზეგავლენას მოახდენს მსოფლიოს სხვა დანარჩენი ქვეყნების ონომიკურ სტაბილურობაზე და მათ შორის საქართველოზეც. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას სერიოზული გამოცდა ელოდება, რაც ეროვნულ ბანკს და მის გუნდს გამოწვევების წინაშე აყენებს, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

გამოდის, რომ ინვესტორების ერთადერთი საიმედო თავშესაფარი, ისევე როგორც ყოველთვის, ოქროა. ძვირფას ლითონზე სწორედ ახლაა გაცხოველებული მოთხოვნა. შესაბამისად, საერთაშორისო ოქროს ბირჟებზე ძვირფასი მეტალის ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და დღეისათვის, 1 უნცია ოქროს ღირებულება 2911 დოლარს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ოქროს ფასებმა შემცირება დაიწყო და მისი ღირებულება 2,868 დოლარამდეც კი ჩამოვიდა, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ოქროს გაიაფება ერთჯერადი მოვლენა იქნებოდა. რეალურად ასეც მოხდა, ახლა კი ყველა ელოდება გადალახავს თუ არა ყვითელი ლითონი 3000-დოლარიან თამასას.

როგორცბიზნესპარტნიორთანსაუბარში, Galt & Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა აღნიშნა, ბოლოდროინდელი კლება მინიმალურ კორექციად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ერთწლიან პერიოდში, ძვირფასი მეტალის ღირებულება ჯამში, 36%-ითაა გაზრდილი.

მისივე თქმით, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები ელიან, რომ ოქროს გაძვირების პროცესი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება და არ არის გამორიცხული რომ, 2025 წლის ბოლომდე, 1 უნცია ოქროს ფასმა 3000 დოლარს მიაღწიოს.

ზოგადად, ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის გააქტიურებულები არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ. შესაბამისად, ოქროზე გაზრდილი მოთხოვნა იწვევს მისი ღირებულების ზრდასაც, - აღნიშნა ყურაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს, გლობალურ ბირჟებზე გაზრდილ ფასებს, ოქროს ნაკეთობების ქართველ მწარმოებლებზე გავლენა უკვე ჰქონდა. როგორც მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, ბოლო თვეებში, შესასყიდი ოქრო, როგორც ნედლეული, 1 გრამზე 18 ლარით გაუძვირდათ. თუმცა, მწარმოელები ამბობენ, რომ ეს ჯერ ნაკეთობების ღირებულებაზე არ აუსახავთ და ცდილობენ, არსებული ფასები შეინარჩუნონ.