ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „მონაკოს“ კარში გატანილი ბურთი საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის თებერვლის თვის საუკეთესო გოლად აღიარეს.
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ლიგა ერთის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში კონკურენტებს სოლიდური უპირატესობით აჯობა.
PSG - „მონაკოს“ მატჩი 8 თებერვალს გაიმართა და 54-ე წუთზე კვარაცხელიამ ბრედლი ბარკოლას პასის შემდეგ ეფექტური გოლი გაიტანა.
„პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 13 შეხვედრაში, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.