ავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს,

ავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს, "ბას ლეინზე" შეეჯახა - დაშავდა ორი ადამიანი, თბილისის რომელ უბანში მოხდა შემთხვევა?

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, BUS LANE-ზე ავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების, მეხანძრე მაშველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.