ბალტიისპირეთიდან „წერონ და იკითხონ“ სანქციების ახალი ტალღა დაიძრა

ბალტიისპირეთიდან „წერონ და იკითხონ“ სანქციების ახალი ტალღა დაიძრა

ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას აგრძელებს და კონკრეტულ პირებს შეზღუდვებს უწესებეს. ლატვიამ საქართველოს 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდავი ვადით აუკრძალა. ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს იმ მოქალაქეების სია გაასაჯაროვა, რომელთაც ესტონეთში შესვლა აეკრძალათ. უფრო კონკრეტულად, უწყების ცნობით, ესტონეთში შესვლა აეკრძალათ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ასევე, მედიაპლატფორმა და პოლიტიკურ მოძრაობაალტ-ინფო“ -სთან დაკავშირებულ პირებს. გარდა ამისა, ესტონეთში შესვლის აკრძალვა ეხებათ მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციის თანამშრომლებს. რაც შეეხება ლიეტუვას, საგარეო საქმეთა სამინისტრომ 74 პირს შორის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე დასავლეთის მხრიდან ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელებას ელოდება. მისი თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა საგარეო პოლიტიკას გაატარებს აშშ- ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ძაბირაძის შეფასებით, რთულია დღეს ოცნებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარება აიძულო.

ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკამ გაზარდა დასანქიცერულთა რიცხვი და შეეხო სხვადასხვა სფეროებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამას გაგრძელება აუცილებლად ექნება. სანქციების პოლიტიკამ უახლოეს პერიოდში, არ მგონია იმოქმედოს, არ ვთვლი, რომ უახლოეს თვეეში რაღაც კარდინალურად შეიცვლება ოცნების პოზიციაში.

ქართული ოცნების პოზიცია დამყარებულია ორ ფაქტორზე: ერთ-ერთია, თუ როგორ გადაწყდება უკრაინის პრობლემა - თუ ისე გადაწყდება, როგორც დღეს ტრამპი ამბობს, ძალიან რთული იქნება, რომ ოცნებამ“, რაიმე შემხვედრი ნაბიჯები გადადგას ოპიზიციასთან და მეორე - არა იმდენად ეს სანქციები, არამედ თუ ამ სანქციებს მოჰყვება ეკონომიკური ზეწოლაც. იმ პროტესტს, რაც დღეს ქუჩაშია, თუ დაემატება ეკონომიკური კრიზისი, მაშინ ოცნება იძულებული იქნება, წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე. სხვა შემთხვევაში, ცოტა რთულია ოცნება ოპოზიციამ დაითანხმოს რიგგარეშე არჩევნებზე, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობენ, რომ რუსეთმა მათზე შური არ იძიოს.

ბალტიისპირა ქვეყნების ბიუროკრატია იბრძვის საკუთარი ხელისუფლების გადარჩენისათვის და მათ ძალიან დიდი შიში აქვთ, რომ პროცესები ბალტიისპირა ქვეყნებში ისე არ წავიდეს, რომ რუსეთმა მათზე შური იძიოს. ევრობიუროკრატიასთან ვერაფერს გააკეთებ - ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთო, დათმო საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და ქვეყანა ჩააბა ომში - სწორედ ეს არის მათი მოთხოვნა. ამის შემდეგ შეიძლება მოგვიხსნან სანქციები. წერონ და იკითხონ ეს სანქციები, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, ბალტიისპირეთის ქვენების მხრიდან დაწესებული სანქციები არაფერს ნიშნავს.

როგორც მან განაცხადა, უფრომკაცრი და მძიმე დარტყმებიშეიძლება მოხდეს მომავალში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგანმთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე“.

ეს სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს. ევრობიუროკრატებიდან, სადაცდიფ სთეითებიაჩარჩენილი, იქნება ზეწოლა, უფრო მეტიც შეიძლება იყოს, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე - ევროპელებმა, ამერიკელებმა, ქართველებმა, მათ შორის, ყველამ ერთად დავინახეთ სად არის სიმართლე.

ყველაზე ურწმუნო ადამიან კი თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს, საით არის სიმართლე და ეს სანქციები რას ემსახურება. ვიდრე სიმართლე ხელის გულზე გამოვიდოდა, ეს სანქციები არ იყო საშიში, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება თავის სიმაღლეზე იდგა, დამოუკიდებლობის ხარისხს აუმჯობესებდა, ამ ყველაფრის მიუხედავად და დღეს, მით უმეტეს, ამის პრობლემა არ არის“,- განაცხადა მდინარაძემ.