Deep State vs ნაცარქექია

Deep State vs ნაცარქექია

ამ წერილის დაწერა, შექმნილმა ვითარებამ გადამაწყვეტინა, რადგან ჩემი ზოგიერთი თანამემამულე ერთმანეთისაგან გმირსა და ანტიგმირს ვერ არჩევს. მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი და დაკვირვება გავუზიარო მკითხველს. შესაძლებელია ვცდებოდე, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო მეტად მიმყარდება შეხედულება იმ საკითხზე, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ.

პრემიერ მინისტრ რაკლი კობახიძის 23 იანვრის ბრიფინგზე BMG- ახალგაზრდა ჟურნალისტმა .ბენიამ შემდეგი კითხვა დაუსვა პრემიერს - Deep State-ის რა სცენარი ვერ აიცილა უკრაინამ, რის გამოც განადგურდა? ჟურნალისტი პრემიერის შეფასებას დაეყრდნო და კითხვა ამგვარად შეუბრუნა. პრემიერმა, როგორც ყოველთვის, მშვიდი, უემოციო და დაბალანსებული პასუხი გასცა, მაგრამ ამ საკითხზე იმდენი აზრი, ჭორი და ნარატივი ტრიალებს, რომ ჩვეულებრივი მოკვდავი თავს და ბოლოს ვერ არჩევს. იმისათვის, რომ მეტ-ნაკლებად ცხადი სურათი გვქონდეს და პოსტსაბჭოთა სივრცისათვის დაწერილ სცენარებში გავერკვეთ, ცოტა უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ არსებული პრობლემატიკის სიღრმეებში. შევეცდები, რომ სოციოლოგის თვალით შევხედო ამ სიტუაციას და ერთ მნიშვნელოვან სეგმენტზე გავამახვილო მკითხველის ყურადღება. ჭეშმარიტებაზე პრეტენზია ნამდვილად არ გამაჩნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის სცენარი, ომელი უკრაინისათვის დაიწერა და განხორციელდა, ჩემი აზრით, „ქართული ოცნების გუნდის დიდი ძალისხმევი იქნა თავიდან აცილებული. სამწუხაროდ, ჯერ ყველაფერი ბოლომდე დასრულებული არ არის და მაქსიმალური ყურადღება გვამართებს!

ახლა კი, იმისათვის, რომ სათქმელი მკაფიოდ მივიტანო მკითხველამდე, ჩვენი სივრციდან 1971 წლის ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გადავინაცვლოთ. ერთ კონკრეტულ მოვლენას მოკლედ შევეხები და ამისათვის, პოსტმოდერნისტი ფილოსოფოსის ჟან ბოდრიარის გახმაურებული წიგნიდან  სიმულაცია და სიმულაკრები ერთ პასაჟზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. საქმე ეხება, ჩვენი თანამედროვე ეპოქის პირველ რეალითი შოუს, რომელიც TV Verite- (ჭეშმარიტება ტვ) ეთერში, შვიდი თვის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში 20 მილიონი მაყურებლის თვალწინ გადაიცემოდა. ეს რეალითი შოუ, არც მეტი არც ნაკლები, წარმატებულ, პურიტანულ, საშუალოზე მდიდარ და მრავალშვილიან ლაუდების ოჯხზე გადაიცემოდა. არც სცენარი და არც არავითარი სიუჟეტი, უბრალოდ, ოჯახის ყოველდღიურობა. მილიონობით ადამიანი არჩევდა ოჯახის საქმეებს. ყურადღება მახვილდებოდა ისეთ დეტალებზე, რაზეც ადრე არავის უფიქრია. გამომზეურდა ბინძური საცვლები და საბოლოო ჯამში, ოჯახი Live რეჟიმში დაინგრა. ატყდა სკანდალი მასზედ, რომ დამნაშავეა თუ არა ოჯახის დანგრევაში ტელევიზია? საზოგადოებამ დაიწყო ბჭობა - რა მოხდებოდა თუ იქ არ იქნებოდა ტელევიზია? იქნებოდა იქ ხილულად ტელევიზია თუ წარმოებული იქნებოდა ფარული გადაღება, რა ბედი ეწეოდა ოჯახს? ეს დისკუსია უტოპიურობამდე მივიდა. იდეალური ოჯახის (რიკული ოცნებისა და იქაური ცხოვრების წესის სამაგალითო სუბიექტი) დანგრევის ფაქტი შედგა. ბოდრიარის აზრით, მილიონობით ადამიანის ლაუდების პირად ცხოვრებაში შეჭრამ კი არა, რაიმე საიდუმლომ ან პერვერსიებმა კი არ მონუსხა, არამედ ამ უტოპიურობამ და პარადოქსმა, რომელიც რეალობის ვიბრაციითა და ჰიპერრეალურის ესთეტიკით იქნა გამოწვეული; თავბრუდამხვევი სინამდვილისა, რომელიც სიმულაციად გეჩვენება; მაშტაბის გამრუდება და ერთდროულად მოახლოვება და დაშორება; ჭარბი ტრანსფარენტულობა, რომელიც გადაღების რაკურსის დამსახურებაა. თითოეული ხედავს იმას, რაც მის აღქმაშია. თითქოს ლაუდების ოჯახის წევრი იყოს და სიამოვნებას ღებულობს, მიკროსკოპული სიმულაციისაგან, რომელიც რეალურს ჰიპერრეალურად აქცევს. ბოდრიარი ამბობს, რომ მედიუმი/მედია შეერია მესიჯს/გზავნილს. (The medium is the massage. H.M.McLuhanჩვენ კი არ ვუყურებთ ტელევიზიას, არამედ ტელევიზია გვიყურებს ჩვენ. იგი ასევე განმარტავს, რომ როდესაც ასეთი ვირუსული, ქრონიკული, პანიკური შემოღწევა ხდება მედიისა ადამიანის ცხოვრებაში, ტელევიზიის გათქვეფა ცხოვრებაში და ცხოვრების ტელევიზიაში, ამ ჰომოგენური ქიმიური ხსნარისა, მაშინ ჩვენ ყველანი განწირულები ვართ, რომ გავხდეთ ლაუდები... 

რატომ გავაკეთე ასეთი შესავალი? იმიტომ, რომ კარგად გავიაზროთ თუ როდიდან დაიწყო სგავსი ექსპერიმენტები და რა გავლენები მოახდინა ტელევიზიამ, როგორც კონკრეტული ადამიანების ბედ-იღბალზე, ასევე ფართმასების ცნობიერებაზე. დღეს 21- საუკუნეა და ადამიანის ცნობიერზე მანიპულირების ტექნოლოგიები ასმაგად დაიხვეწა. რეალითი შოუ იმდენად აქტუალური აღარ არის, იგი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ სიახლე გვაქვს სერიალების სახით. თუ ჰოლივუდმა დიდი როლი ითამაშა თავისი სრულმეტრაჟიანი ფილმებით, როგორც ამერიკული რბილი ძალის მედროშემ, დღეს თანამედროვე სტილის სეიალები ახალი სიტყვაა ჩვენს დროებაში. სერიალი უფრო მიმზიდველია და ეკრანთან მიმჯაჭველი ძალა გააჩნია, სოციალური ინჟინერიის მნიშვნელოვანი სეგმენტია და ძალიან ამართლებს მოწყვლადი საზოგადოების შემთხვევაში.

სერიალი, რომელზეც მინდა მკითხველის ყურადღება შევაჩერო, გახლავათ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში გადაღებული Слуга народа-ხალხის მსახური. ეს სერიალი, როგორც ცნობილია, ებრაული წარმოშობის უკრაინელმა ოლიგარქმა . კოლომოისკიმ დააფინანსა. სერიალის მთავარი მოქმედი გმირი, ისტორიის მასწავლებელი ვასილი გოლობოროდკოა, ვის როლსაც, ყველასათვის კარგად ცნობილი ვლადიმერ ზელენსკი ასრულებს. სერიალი გრძელია და ბუნებრივია, რომ მის სრულ გარჩევას არ შევუდგები. უბრალოდ, სერიალის საკვანძო მომენტებზე (რაც ჩემი აზრით საკვანძოა) გავამახვილებ ყურადღებას. სიუჟეტში ნაჩვენებია ისტორიის ახალგაზრდა პედაგოგი, რომელიც თავის კოლეგას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრება. ეს საუბარი მიმდინარეობს ემოციურად, სადაც ჩვენი გმირი .. Русский мат- იყენებს. სიმართლეს საუბრობს და გინებასაც არ აკლებს თავის პოზიციას. ამ საუბარს, მოსწავლე ჩაიწეს ჩუმად მობილური ტელეფონის მეშვეობით და ვიდეო ვირუსულად ვრცელდება უკრაინულ სოც-ქსელებში. აქდან იწყება თავბრუდამხვევი კარიერული აღმასვლა წესიერი და სიმართლისმთქმელი კაცისა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი ხდება. მის მიერ ნათქვამი სიმართლე, თვითკრიტიკა და შიდა პრობლემებზე ღიად,საჯაროდ საუბარი, თითოეული უკრაინელის გულამდე აღწევს. ყველა აღრფთოვანებულია მისით. მასში ხედავენ იმ გმირს, რომელსაც ამდენ ხანს ელოდა უკრაინელი ხალხი.

BBC- ამ რეპორტაჟში, უკვე სინამდვილეში პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ უკრაინელ ხალხს სურს, რომ იხილოს ზუსტად ისეთი პრეზიდენტი, როგორიც სერიალის გმირი გოლობოროდკოა, მისი მორალური თვისებებითა და ხასიათით. ინტერვიუს დროს საინტერესო შეკითხვამს უსვამს ჟურნალისტი პრეზიდენტობის კანდიდატს.

ჟურნალისტი: თქვენ პრინციპების ადამიანი ხართ?

ზელენსკი: დიახ

ჟურნალისტი: მაშ რატომ მუშაობთ ისეთ პიროვნებაზე, რომელსაც ანტიკორუციული სამსახური ხალხის ფულის მოპარვაშ ადანაშაულებს?

ზელენსკი: ყველა ტელევიზია და ყველა დიდი კომპანია, აქ ოლიგარქებს ეკუთვნის. მაშ, რა გამოდის, ყველა ვინ მათზე მუშაობს, 40 მილიონი ადამიანი, ყველანი უპრინციპოა?.

ასეთი პასუხის განსჯა, პატივცემული მკითხველისათვის მიმინდვია.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა და ამომრჩეველთ 73,23% მიიღო. როგორ მოახერხა კომიკოსმა და შოუმენმა ამდენი ხალხის გულის მოგება? რა დაჰპირდა ისეთი, რამაც ასეთი შედეგი მოუტანა მას? რა დაჰპირდა და მშვიდობა დაპირდა. რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებადაჰპირდა.

Я очень хочу обратиться к господину Путину. Уважаемый Владимир Владимирович! Не допустите со своей стороны даже намека на военный конфликт. Потому что Россия и Украина — действительно братские народы. (...) Если вы хотите, я могу вас умолять на коленях. Но не ставьте на колени, пожалуйста, наш народ

მუხლებზე დგომის მზაობაც გამოაცხადა პუტინის წინაშე, ოღონდაც უკრაინელი ხალხი არ დაეყენებინა პუტინს მუხლებზე. ამავე დროს, მისი წინამორბედი პოროშენკო უარს აცხადებდა მუხლებზე დგომაზე და ირიბად აკრიტიკებდა მის კონკურენტს.

სერიალში მამაცი, მტერთან შეუპოვარი გმირი, ხოლო რეალურ პოლიტიკაში გაწონასწორებული, რაციონალური და საკუთარი ხალხის ბედ-იღბალზე მზრუნველი პოლიტიკოსი, რომელიც მზად არის დათრგუნოს ყოველგვარი ამპარტავნება, რაც ქვეყნის პირველ პირს შეიძლება გააჩნდეს და თავი დაიმციროს მტრის წინაშე, ოღონდ გადაარჩინოს ადამიანთა სიცოცხლე. ქართველებისათვის კარგად არის ცნობილი მსგავსი პიროვნებები, ჩვენი საკუთარი ისტორიიდან. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ჩვენი მოძმე მართლმადიდებელი უკრაინელების სურვილი, ასეთი თავდადებული წინამძღოლის ყოლისა.

სოციალური ინჟინერიის მეშვეობით, საშუალო სტატისტიკური უკრაინელის ცნობიერისა და ქვეცნობიერის კომბინაციის შედეგად, ბოდრიარისეული Simulacrum-სიმულაკრი მიიღო უკრაინის სახელმწიფომ მეთაურად. ზელენსკი არის კლასიკური სიმულაკრი ბოდრიარისეული გაგებით. სიმულაკრი, ეს არის ასლი ორიგინალის გარეშე. ზელენსკი აკეთებს კოპირებას არა რომელიმე წინამორბედი პრეზიდენტის, ან რომელიმე უკრაინელი ან ზოგადად ისტორიული პიროვნების, არამედ ტელესერიალის გმირის, რომლის სცენარის შექმნის ადგილი დაუდგენელია. ის, რომ კომიკოსი კოპირებას აკეთებს თავისი გმირისა, ეს ლექს ფრიდმანის სამ საათიან ინტერვიუში გამოჩნდა, როდესაც მან, .. Русский мат გამოიყენა, ზუსტად ისე, როგორც სერიალში. ემოციებითა და ბილწი სიტყვით ნათქვამი სიმართლე, ისევე დასაჯერებელია მავანისათვის ცხადში, როგორც სერიალში ნაჩვენები გულჩვილი უკრაინელებისათვის. ალბათ მეტის დაწერა ამ სერიალზე და მის შედეგებზე აღარ ღირს. ყველა ხედავს მიმდინარე ვითარებასუფრო სწორად ყველა ვერ ხედავსმაგარამ ერთი რამ კი, ნამდვილად მინდა, რომ აღვნიშნო. თავს უფლებას მივცემ და დიდი მოწიწებით შევეკამათები ჟან ბოდრიარს. ზელენსკი სიმულაკრი იყო მანამ, სანამ იგი პრეზიდენტობის კანდიდატი გახლდათ. მას შემდეგ, რაც იგი არჩეული იქნა სახელმწიფოს მეთაურად, მან პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ძალაუფლება მიიღო. დღეს მასზე წარმოდგენა ორად არის გაყოფილი. ზოგი ამბობს, რომ გოლიათთან მებრძოლი დავითია (ესეც მედია მანიპულაციის ხრიკა შეიძლება მივიჩნიოთ), ზოგიც ამბობს, რომ მარიონეტია ძლიერთა ხელში. ჩემი აზრით, იგი 21- საუკუნის ყველაზე დიდი ტელე-აფიორაა, რომელიც უკრაინაში განხორციელდა. მაგრამ დღეს ეს კაცი, ყველას მხრიდან და ყველა შემთხვევაში განწირულიაბოლო შემთხვევა, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მოხდა, ეს არის სრული კრახი უკრაინის სახელმწიფოსათვის. მისმა პრეზიდენტმა იმ ხელს დაუწყო კბენა, რომელიც მას კვებავს და ასულდგმულებს. აქაც იკვეთება, რომ ეს ადამიანი არ არის დამოუკიდებელი და მის უკან გლობალისტური ძალები დგანან, რომელიც დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას უპირისპირდებიან. ზელენსკი რომ მარტო კაცი ყოფილიყო და მის უკან არ იდგეს Deep State, არც ტრამპი და არც ვენსი, მას ასე არ გადაუვლიდნენ. (სხვათა შორის ვენსის წინააღმდეგაც გამოიყენა Русский мат) მას ნათლად უთხრა ამერიკის პრეზიდენტმაYou are in no position to dictate what we’re going to feel“. ეს სიტყვები უფრო იმ ძალების მისამართით იყო ნათქვამი, ვიდრე იმ ტელე-აფიორის, ვინც მათ წინ იჯდა. უბედურება ის არის, რომ ამ ტელე-აფიორისდამოუკიდებელ“ ნაბიჯებს ულამაზესი და უმდიდრესი სახელმწიფო ეწირება - უამრავი ვაჟკაცი იღუპება, ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა აღარასოდეს დაბრუნდება უკან, ის ვინც ომს გადაურჩება, საკუთარ ოჯახის წევრებს შეუერთდებიან საზღვარგარეთ. ქვეყანა ისევე განწირული ჩანს, როგორც მისი პრეზიდენტი. ეს არის ჩემი შეხედულება და გულის ტკივილი. იმედი მაქვს, რომ ვცდები ამ საკითხში.

ახლა კი, თუ რატომ დავასათაურე წერილიDeep State vs ნაცარქექია“. ბევრს გაუკვირდება თუ რა შუაშია აქ ქართული ხალხური ზღაპრის გმირი? იმ შუაშია, რომ როდესაც ამერიკის გავლენა გაძლიერდა ჩვენს ქვეყანაზე, დრო და დრო ჩნდებოდნენ ადამიანები, რომელნიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნექართულ ზღაპრების, ტრადიციების, ლიტერატურის და .. ავ-კარგიანობას. პირადად ბევრჯერ მომისმენია, როდესაც აუგად მოიხსენიებდნენ ზღაპარს ჩიტი ჩიორას შესახებ, თითქოს მელიასათვის ბარტყების გადაგდება, საკუთარი თავის გადარჩენით იყო ნაკარნახევისაბჭოეთის დანგრევის შედეგად ხელმოცარულ მამაკაცებს, ნაცარქექიებს უწოდებდნენ და .. ყველაფერი ქართულის დეკონსტრუქციის მცდელობებმა ისეთი კამპანიური ხასიათი მიიღო, რომ ბოლო დროს წმინდანებიც გამოგვისახეს პრეზერვატივებზე და ათასი სხვა უმსგავსობა ჩაიდინეს. დღეს ბევრი რამ იცვლება ჩვენს პლანეტაზე. ყველაფერს ნათელი ეფინება და რასაც წლებია ქართველი ხალხი აპროტესტებდა, დღეს თავად ლიბერალიზმის მედროშე ქვეყანაში ებრძვიან, სადაც მიმდინარეობს კულტურულ-იდეოლოგიური რევოლუცია და ის, რასაც საქართველოში ხმამაღლა ბობდნენ თამამი ადამიანები, ამერიკის სახელმწიფოშიც მჭექარედ ისმის. მავნებელი იდეოლოგიის გამავრცელებელ USAID- შეუდგა წყალი. დაფინანსება უჩერდება ანტიეროვნული ფასეულობების მქონე NGO-ებს. ყველაფერს ნათელი ეფინება და ხალხი ნელ-ნელა ფხიზლდება.

მოდით მივუბრუნდეთ ნაცარქექიას. ხალხური ზღაპრის ეს გმირი, ჩემი და უფროსი თაობის ხალხმა ყველამ ვიცით. შეიძლება ახალგზარდებმა არ იციან, რადგან მულფილმი აღარ გადაღებულა, რომ ბავშვებს ენახათ და შეიძლება იდეოლოგიამაც იმუშავა, როგორც უკვე აღვნიშნე ახალგაზრდა ქართველებზე და ეს გმირი დავიწყებას მიეცა. არადა რამდენად ღრმაა იგიცეცხლისა და ნაცრის ფენომენი, აღმოსავლურ მისტერიებშიც გვხვდება და დასავლეთის გამორჩეულ მოაზროვნეთა ნაშრომებში. როგორიც არის .ნიჩშე, .იუნგი, .კამიუ და სხვანი. ჩვენ კი, ქართველებს, პირდაპირ ერის წიაღიდან წამოსული გმირი გვყავს, რომელიც მჭვრეტელობითი პრაქტიკებით არის დაკავებული. ცეცხლი, როგორც სიმბოლო სიცოცხლის, მომავლის, სითბოსა და სინათლის, ხოლო ნაცარი, წარსულის, სიბრძნის, იდუმალების და ძიებისა. ამ სიმბოლოებთან და ნიშნებთან ურთიერთობს ნაცარქექია და აგებს თავის ტაქტიკა-სტრატეგიას იმ დროის და სივრცის გათვალისწინებით, რომელშიც მას უწევს ყოფა. უკმეხი რძალი (ფრიად საინტერესოა მეზღაპრის ასეთი გადაწყვეტილება. ალბათ უფროსი ძმის ცოლი…) მას მოცალეობის გამო ეჩხუბება დანამდვილ“ საქმეზე ხელის მოკიდებას აიძულებს. რომ არა მოცალეობა, ნაცარქექია ნაცრის ქექვას ვერ შეძლებდა. ნაცრის ქექვა კი, როგორც მოგახსენეთ, ჭვრეტის, ძიებისა და ამოხსნის ხატსახე გახლავთ. მოცალეობაში მჭვრეტელობით დაკავებული ნაცარქექია, ფიზიკური გადარჩენის საშუალებებს უნდა ეძიებდეს, დევებით სავსე გარემოში. როგორც ვიცით, იგი წარმატებით ართმევს თავს ამ ამოცანას. იმის თქმა მინდა, რომ დაღუპვის პირას მყოფ ქართველ ერში ნაცარქექიას გენეტიკა იჩენს თავს და სამშვიდობოს გასვლას ახერხებს. ასეთ ადამიანებსაც მოუვლენს ხოლმე განგება ჩვე მრავალტანჯულ ქვეყანას. ასეთ ქვეყანას, მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით, მტერი სოციო-პოლიტიკური ინჟინერიით, TV-Show-თი და სერიალებით ვერ გააცურებს. თუმცა, მცდელობა არც ჩვენთან დააკლეს. ქართველისთვის სერილის მეშვეობით ტვინის გადაბრუნება ჩვენშიც სცადეს. ალბათ, მიხვდით რომელ სერიალსაც ვგულისხმობ?! სწორად მიხვდა გონიერი მკითხველი, ეს არისჩემი ცოლის დაქალები“. ეს სერიალი 2011 წელს დაიწყო და 19 სეზონი ჩაატარა. ემიგრაციაში ყველაფერი ქართული ინტერესს იწვევს და მეც თვალს ვადევნებდიჩცდ“-. ბევრი რამ კარგად იყო ნაჩვენები. საკმაოდ ფაქიზი კრიტიკა და სატირა გარკვეულ სოციალურ ჯგუფებზე, რეგიონალურ თავისებურებებზე თუ დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში მაცხოვრებელთა სნობიზმზეერთი სიტყვით საინტერესო და სახალისო სერიალი იყო მანამ, სანამ ნეოლიბერალური იდეოლოგიის ინდოქტრინაციის ელემენტები არ შემოეპარა. გამოჩნდა მარიხუანის მოხმარების სცენები, ტრანსგენდერების მიმღებლობა-მიუღებლობის დრამატული სერიები და, რა თქმა უნდა, სერიალში გამოჩნდნენ პერსონაჟები, რომლნიც ირიბად, საზოგადოებისათვის ცნობილ პიროვნებეს განასახიერებდნენ. მაგალითად, მირიან ბარათეონი, რომელსაც მსახიობი . დარჩია ასრულებს. ბარათეონში საზოგადოების ნაწილმა ბიზნესმენი .ვასაძე ამოიცნო, სხვებმა კი, .ბაგრატიონი. ბარათეონი თავად გროტესკული პერსონაჟია და სცენარისტი მას, გარკვეულწილად ტრადიციული ელემენტებით ამკობს, დასცინის და საერთო ჯამში, ყველა იმ ქართველეთან აიგივებს, ვისაც ტრადიციულობაზე და მათ დაცვაზე აქვს პრეტენზია. თუ რა გავლენა მოახდინა ტრადიციების მოყვარულების შეხედულებებზე და ამ შეხედულების შერყევაზე, ამას ცალკე კვლევა ესაჭიროება. თუმცა, ვფიქრობ რომ დაღვინებულ ქართველზე ვერ იქონია ეფექტი, რასაც ვერ ვიტყვით ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილზე.

ასევე სერიალში სხვა გმირი ჩნდება, რომელიც ერთი ჩვეულებრივი, არავისაგან გამორჩეული სოფლელი ბიჭია, რომელიც ცოტა უჭკუო და უხიაგი ვინმეა. დედის კალთას გამოკერებული მოზარდი. პერსონაჟი სწრაფად ვითარდება, ცხოვრებას ალღოს უღებს და თავის ბიზნეს პარტნიორთან ერთად, მდიდრდება კიდეც. ეს არის ბაქარ ორჯონიკიძე, მის როლს .მირცხულავა ასრულებს.

ბაქარი პრაგმატულად მოაზროვნე და გონებამახვილ ახალგაზრდად გვევლინება. ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით დასავლური სამყაროს ფილოსოფოსთა ნაშრომებს, რაც ძალიან ადგება ადამიანებთან ურთიერთობაში, მათთან სიტყვიერ პაექრობაში. ბაქარი თავის თანასოფლელებს ეხმარება და დროთა განმავლობაში პოლიტიკურ კარიერაზეც იწყებს ფიქრს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბაქარი მიუხედავად ნაკითხობისა, ქველმოქმედებისა და სხვა დადებითი საქმიანობისა, არის ბოღმიანი, დაკომპლექსებული, მეგობრის ცოლისაკენ გამხედავი და ერთი სიტყვით, ბინძური ადამიანი, რომელიც მზად არის გვამებზეც გადაიაროს, ოღონდაც საწადელს მიაღწიოს. გვარიც შეურჩიეს ისეთი, რომელიც სამშობლოს მოღალატე სერგო ორჯონიკიძესთან აიგივებს. რთული გამოსაცნობი არ არის, რომქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ცდილობენ ორჯონიკიძის პერსონაჟის გაიგივებას. რამაც გაამართლა უკრაინაში, არ გაამართლა საქართველოში. თუკი ზელენსკიმ КВН- გუნდის 95 квартал, ნახევარზე მეტი უკრაინის მთავრობაში წაიყვანა, ჩცდ- თითქმის მთელი სამსახიობო ჯგუფი, ანტისამთავრობო აქციებზე დგას. ერთი სიტყვით, ბევრი იწვალეს სერიალის შემქმნელებმაც და (ჩემი აზრით) მათმა დამკვეთებმაც, მაგრამ საქართველოსკოგნიტური“ უკრაინიზაცია არ გამოვიდა. ქართველი ხალხის უმრავლესობა, თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბრძენი აღმოჩნდა იმისათვის, რომ თვითმკვლელობის აქტი არ ჩაედინა საარჩევნო ყუთთან მდგომს. ქართველი ხალხის რჩეულმა მთავრობამ, კარგად განჭვრიტა თუ რა სტრატეგიის ნაწილად ესახებოდათ საქართველო და ხელი არ მოაწერა ქვეყნის განადგურებაზე. ერთი რამ არის ცხადი, რომ სამოთხე დედამიწაზე არ არსებობს და ვინც არ უნდა დაგვპირდეს მის აშენებას, ბრმად არ უნდა მივენდოთ. მუდამ ეჭვიანი და კრიტიკული უნდა იყოს ამომრჩეველი, როდესაც ქვეყნის მმართველ ძალას ირჩევს. ახლა ისეთი რთული საუკუნე დგება, რომ სწორედ მშვიდობა იქნება ყველაზე დიდი ფუფუნება. მატერიალური კეთილდღეობა, მხოლოდ მშვიდობის დროს მიიღწევა. მშვიდობა კი, როგორც ყველანი დავრწმუნდით, მხოლოდ სუვერენული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი ნაბიჯებით არის შესაძლებელი. რომ არა ივანიშვილის იმერული სიბრძნე, ღარიბაშვილის კახური სიხისტე და კობახიძის რაჭული სიდინჯე, ნამდვილად გავიჭყლიტებოდით დევების დაპირისპირებაში. მე ვფიქრობ, რომ ნაცარქექიას გენეტიკამ, კოლექტიურად გაიღვიძა ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ ბირთვში და ქვეყანა, დროის ამ მონაკვეთში გადაურჩა უბედურებას. წინ კიდევ ბევრი გამოწვევა გველის და მიმაჩნია, რომ ერი შინ და გარეთ უნდა გაერთიანდეს. ვინც ცდებოდა, ვაჟკაცურად უნდა აღიაროს თავისი შეცდომა, თავმდაბლობით შეიმოსოს და სხვებთან ერთად, ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა. თვალწინ გვაქვს უკრაინის მაგალითი - მათი მოტყუებული მოსახლეობა, დანგრეული ქალაქები და ეკონომიკა, უამრავი მსხვერპლი და, ალბათ, სამუდამოდ დაკარგული ტერიტორიები. ასე ხდება მაშინ, როდესაც ირჩევ არასწორ ხელისუფალს. ასე ხდება მაშინ, როდესაც კარგავ პოლიტიკურ სუბიექტობას. BOJO- (ბორის ჯონსონი) კარნახით შლი სტამბულის მოლაპარაკებებს (რაც უდიდეს მსხვერპლს და ტერიტორიულ დანაკარგებააცილებდა უკრაინას) და შენი ქვეყანა ან სამხედრო აგრესორის ხელში ვარდება, ან ცივსისხლიანი სპეკულიანტების ხელში აღმოჩნდება, რომელნიც მას ლიმონივით გამოწურავენ. ასე ხდება მაშინაც, როდესაც ხალხს საკრალურ საფუძველს, ტრადიციულ რელიგიას გამოაცლი და გაურკვეველი სუროგატით ჩაუნაცვლებ, მაშინ, როდესაც ქვეყანა უთანასწორო ომშია და უთანასწორომში მყოფი ჯარისკაცისასთვის, ღმერთის რწმენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

ტყუილად არ წერია ძველი აღთქმის 126 ფსალმუნშითუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი“.

საბედნიეროდ ასე არ მოხდა ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ერი და ბერი გაერთიანდა. მიუხედავად მუხლჩაუხრელი შრომისა, USAID-მა და მათმა მსტოვრებმა ვერ შეძლეს ქართული მართლმადიდებელური ეკლესიის დისკრედიტაცია და მისი მრევლის, ქართული მოსახლეობის 80% პროცენტის სასოწარკვეთაში ჩაგდება. Deep State- გეოსტრატეგიული გეგმის რღვევა, სწორედ საქართველოს გაურჩების, თვითმყოფადი ნაბიჯების შედეგად დაიწყო.

საქართველოში ნაცარქექიამ Deep State დაამარცხა!

 

 

 

 

 

 

 

ლევკოთეა თვის დროზე, ძალიან გამიკვირდა, კომიკოსი რომ წამოაყენეს პრეზიდენტობის კანდიდატად უკრაინაში. მაგრამ როცა გავიგე ამ უკრაინული სერიალის შესახებ, მივხვდი, რომ მოსახლეობა უკვე შემზადებული ჰყავდათ მის ასარჩევად.
ეს ჩვენი ადგილობრივი იდიოტი რომაა, გოგიძე, ეგეც თამაშობს რომელიღაც სერიალში მსგავს როლს და იმედია, მაგასაც არ გაუჩნდება საპრეზიდენტო ამბიცია. :)
35 წუთის უკან