უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ მოიხადა ბოდიში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში მწვავე კამათის შემდეგ, მაგრამ Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მათი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს.
როგორ ფიქრობთ რაც ოვალურ კაბინეტში მოხდა, მას შემდეგ შეიძლება თქვენი და პრეზიდენტი ტრამპის ურთიერთობა გადარჩეს?
ვოლოდიმერ ზელენსკი: მადლობა ამერიკელებს, პრეზდენტ ტრამპს და კონგრესს მხარდაჭერისთვის. სამი წლის განმავლობაში ამერიკა თავიდანვე გვეხმარებოდა გადარჩენაში. მძიმე დიალოგის მიუხედავად, ჩვენ პარტნიორები ვართ. მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპს სურს ომის დასრულება, თუმცა ეს ჩვენზე მეტად არავის უნდა, რადგან უშუალოდ ომში ვართ. ჩვენ, უბრალოდ, ვამბობ, ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ჩვენს მხარესაა. ომი რომ დასრულდეს საჭიროა პარტნიორებთან ერთად რუსეთზე ზეწოლა. ვფიქრობ, ეს დიალოგი ცოტა ადრე უნდა შემდგარიყო. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „მშვიდობა არ არის მხოლოდ ომი“. დიახ, ჩვენ ვსაურობთ ხანგრძლივ მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე. ამიტომ ვთქვი, რომ პუტინტმა 10 წლის განმავლობაში 25-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ყველა პირობა.
ბატონო პრეზიდენტო, თვილით თუ არა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ბოდიში უნდა მოუხადოთ?
- არა, მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ტრამპს და პატივს ვცემ ამერიკელ ხალხს. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ რაღაც ცუდი გავაკეთეთ. ზოგჯერ რაღაცაზე უნდა ვისაუბროთ მედიის გარეთ. ყველაზე მთავარია, რომ პარტნიორები ვართ.
ცნობილია, თქვენ გითხრეს თეთრ სახლში, რომ უნდა გაგეკეთებინათ მინერალებთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული გარიგება, რათა შემდეგ გაგრძელებულიყო მოლაპარაკება, ეს მართალია?
- რა თქმა უნდა, უნდა მოვაწეროთ ხელი ამ დოკუმენტს და ამისთვის მზად ვართ კიდეც. ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიისკენ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. შეიძლება ზოგიერთი დეტალი არ ვიცი, ვიცი ის, რომ პრეზიდენტ ტრამპს აქვს გეგმა, შეაჩეროს პუტინი. ეს შესაძლებელია მოლაპარაკებებიდან გამომდინარეობდეს. უბრალოდ, ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ჩვენი ხალხისთვის მიუღებელია. ამას ვამბობ იმ ხალხის პრეზიდენტი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ბრძოლაშია და მათ, უბრალოდ, უნდათ მოისმინონ, რომ ამერიკა ჩვენს მხარესაა. ამასთან ევროპელების დაკარგვა არ გვინდა, ისინი კარგი მოკავშირეები არიან ამერიკასთან ერთად. შეერთებული შტატები ყველაზე დიდ მხარდამჭერი და შემომწირველია.
როგორ ფიქრობთ, მედიის წინ ოვალურ კაბინეტში საჯარო ჩხუბს უკრაინელები როგორ მიიღებენ?
- ეს არც ერთი მხარისთვის არ იყო კარგი. არ შემიძლია შევცვალო ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ისინი მკვლელები არიან. ნათელია, რომ ამერიკელები საუკეთესო მეგობრები არიან. პუტინი მტერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვინდა მშვიდობა.
პრეზიდენტი ტრამპი დარწმუნებულია, რომ თქვენ არასდროს მოაწერთ ხელს ვლადიმერ პუტინთან გარიგებას, მართალია?
- ასე არ ვფიქრობ. უკრაინას სურს მშვიდობა და ამას დიპლომატური გზით მივაღწევთ. გვექნება მოლაპარაკებები. საუბარია მხოლოდ ხანგრძლვ მშვიდობაზე. მოლაარაკების მაგიდასთან უნდა იყოს რუსეთი, უკრაინა, აშშ და ევროპა. ასე რომ, მზად ვართ მშვიდობისთვის და უნდა ვიყოთ ძლიერები.
როდესაც თქვენ დატოვეთ თეთრი სახლი, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, თქვენ გსურთ ბრძოლა. გინდათ გააგრძელოთ ბრძოლა თუ გსურთ მშვიდობა? რომ გქონდეთ შესაძლებლობა დაბრუნდებით თეთრ სახლში?
- უპირველეს ყოვლისა, გვინდა მშვიდობა, ამიტომ ვესაუბრე ტრამპს. გარიგება მინერალებზე, გარანტიაა უსაფრთხოებისკენ. ჩემს ხალხს ვერ ვეტყვი, რომ გაჩერდნენ, რადგან მათ ეშინიათ რომ ხვალ პუტინი ისევ დაბრუნდება. ამიტომ გვინდა გარანტიები. მე ვთქვი, რომ თუ არა ნატო, მაშინ ამერიკის ჯარები იყვნენ უკრაინაში. ამისთვის ევროპელები მზად არიან.
შეძლებს თუ არა უკრაინა ომის მოგებას, ან შეძლებს რუსეთის გაჩერებას აშშ-ს გარეშე?
- ეს რთული იქნება ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, ამიტომ ვარ ამერიკაში. ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ ჩვენი ხალხი, არ შეგვიძლია დავკარგოთ ჩვენი თავისუფლება. რუსები ჩვენს ტერიტორიაზე მოვიდნენ და დახოცეს უამრავი ადამიანი, ეს ყველამ იცის. პუტინი შესანიშნავია? - არა, ჩვენ არ გვინდა ის. ყველას კარგად ახსოვს როგორი იყო ომის პირველი დღეები, როგორ შემოვიდნენ რუსები უკრაინაში. ამას არავინ დაივიწყებს. არავის უნდა, რომ ოკუპაციის ახალი ტალღა იყოს. ამიტომ ვამბობთ ნატოს გარეშე რა უსაფრთხოება შეიძლება გვქონდეს? ამერიკაზე ზეწოლას არ ვახდენთ.
როგორ დამთავრდება ომი? როგორ მიაღწევთ გარიგებას? თქვენ იმყოფებით იმ ადგილას, სადაც გარიგება არ შედგა...
- ვფიქრობ, ევროპა მზად არის, რომ დაგვეხმაროს ფინანსურად. ასევე გვინდა ვიპოვოთ პარტნიორები აშშ-ში, ან ამერიკამ გვითხრას უკრაინას როგორ მისცემს უსაფრთხოების გარანტიას. როდესაც ამისთვის მზად ვიქნები, მივალთ დიპლომატიამდეც. ეს არის რეალური გზა. ამ ეტაპზე საკმარისი იარაღი არ გვაქვს და ამ მხრივ ამერიკიდან დიდ მხარდაჭერას ახლა ვერ ვხედავ. როცა ნატოს ვამბობთ, ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ომზე ვართ ფოკუსირებულები, საუბარია უბრალოდ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე. თქვენ ხედავთ, რომ ნატოს არცერთი ქვეყანა არ არის თავდასხმის ქვეშ.
სენატორი ლინდსი გრეჰემი რესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან ამბობს, რომ თქვენ უნდა გადადგეთ...
- არ ვიცი, ის ჩემი სიტყვების შემდეგ იქნება თუ არა ბედნიერი. ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ.
არ აპირებთ გადადგომას თუნდაც იმიტომ რომ, სამშვიდობო შეთანხმება შედგეს?
- არა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს კარგი იდეაა. თუ ვინმე ჩემთან ერთად თავს კარგად არ გრძნობს - კარგი.
როგორ ფიქრობთ, ოვალურ კაბინეტში მოხდარი ინციდენტი წინასწარ იყო დაგეგმილი? იზიარებთ დემოკრატების ამ მოსაზრებას?
- არ ვიცი. ვფიქრობ, - არა. ეს ნამდვილი კამათი იყო.
რატომ აუწიეთ ხმის ტონს?
- როდესაც პრეზიდენტი დიქტატორს მიწოდებს და ამ დროს უკრაინაში ხალხი იხოცება, როგორი რეაქცია უნდა მქონოდა? ჩემი რეაქცია იყო ის, რომ სად გაქრა უკრაინისა და აშშ-ს მეგობრობა? ეს ტრამპთან პირველი საუბარი არ ყოფილა და ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ყოფილიყვნენ სიმართლის მხარეს. ვერ ვიქნები თავაზიანი, როდესაც ციფრებზე მესაუბრებიან, საუბრობენ მილიონობით ზარალზე, ისიც უნდა იცოდნენ, რომ ამ ზარალის პარალელურად, უკრაინაში ხალხი იღუპება.
ნანობთ რაც მოხდა?
- დიახ, ეს არ იყო კარგი, რადგან ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვქონდა. ყოველთვის მედიის იმედი მაქვს. მაგრამ, არის სენსიტიური თემები, რაზეც გულწრფელად უნდა ვისაუბროთ. უბრალოდ, მინდა ჩვენმა პარტნიორებმა სიტუაცია სწორად გაიგონ.
რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯები?
- ამერიკას ძალიან უნდოდა გარიგება და ამ გარიგების წინააღმდეგი არ ვიყავით. მესმის რა საშინელებაც მოგვიტანა ამ ომმა. ასე რომ, არ გვსურს რაიმე სიურპრიზები. გვსურს ვიყოთ სამართლიანები პარტნიორებთან, ამიტომაც ვიფქრობ, რომ გარიგებას მინისტრებმა უნდა მოაწერონ ხელი. თუმცა, არ ვიცი როდის მოხდება, ეს დამოკიდებულია ამერიკის მხარეზე.
ფიქრობთ, რომ ტრამპი პუტინთან ახლოს არის?
- ვისაუბრეთ ამაზე და პრეზიდენტი ტრამპი ხშირად ამბობდა, რომ მინდა შუამავალი ვიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგიდასთან არ დავსხდებითო. მინდა, რომ ის იყოს უფრო მეტად ჩვენს გვერდით.
ამერიკელებს აწუხებთ თუ სად წავიდა ფული, არის თუ არა აღრიცხული რაში დაიხარჯა ამერიკიდან გამოგზავნილი ფული? ეს თანხები კორუფციაში წავიდა თუ სამხედრო აღჭუვილობას მოხმარდა?
- სამი წლის განმავლობაში 100 მილიარდი მივიღეთ. ყველაფერი დოკუმენტურად გვაქვს გაწერილი - 67 მოვიდა იარაღისთვის, ეს შემოწირულობაა და ამას ვეუბნებით ამერიკულ მხარესაც. 31,5 ეს იყო პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ყველათვის ღიაა. ის დიგიტალიზებულია, ამიტომ თუ ვინმეს სურს ამის შემოწმება ღია ვართ ყველასთვის.
დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ გადაარჩინოთ თქვენი ურთიერთობა დონალდ ტრამპთან?
- დიახ, რა თქმა უნდა. ეს უფრო მეტი ურთიერთობაა, ვიდრე ორ პრეზიდენტს შორის. ჩვენს ხალხებს მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან. მადლობა ამერიკელებს ჩვენი ხალხისგან.
წყარო: https://www.foxnews.com/video/6369462611112