საქართველომ წლის პირველივე თვეში საოცარი ეკონომიკური ზრდა აჩვენა

საქართველომ წლის პირველივე თვეში საოცარი ეკონომიკური ზრდა აჩვენა

წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა. ეს ბოლო 5 თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ შედეგეით საქრთველო მინიმუმ 2-ჯერ უსწრებს რეგიონის ქვეყნებს, ხოლო ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებლენს 2.3-ჯერ.

საქსტატისთანახმად, იანვარში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.7%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში, - ნათქვამიასაქსტატისანგარიშში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ ეკონომიკური ზრდის არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, არსებულ ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობების, ტრანსპორტის და დასაწყობების, მშენებლობის, განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობის და ვაჭრობის სექტორებმა.

ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის მხრივ დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, აქ გამოვყოფდი ექსპორტის დაახლოებით 20%-იან ზრდას, რომლის მოცულობამაც 404 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია შიდა ტურიზმის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

2025 წლის იანვარში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 14.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 5,439 ერთეულს გაუტოლდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქვეყნის ეკონომიკის ზრდის განახლებულ მონაცემებ გამოეხმაურა და ყურადღება გაამხვილა გრძელვადიან ტენდენციებზე.

„2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა. ასევე, იანვარში ექსპორტი გაიზარდა 19.3%-ით და 403.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სავალუტო ფონდის თანახმად, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად, ევროპის ქვეყნებს შორის, - აღნისნა პრემიერ-მინისტრი.

საქსტატის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა.

ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკამ განვლილ პერიოდში დაადასტურა თავისი ინსტიტუციური და ორგანიზაციული მდგრადობა, განვითარების პოტენციალი, შინაგანი რესურსების უფრო ეფექტიანი და ყაირათიანი გამოყენების შესაძლებლობა, კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე და შრომის საერთაშორისო დანაწილებაში აქტიური ჩართულობა, საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციისა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელობა.

„2025 წლის იანვარში საქართველოს ეროვნულმა მეურნეობამ, მიუხედავად გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე სერიოზული რყევებისა, უზრუნველყო ეკონომიკის ზრდა 11.1 პროცენტით, რაც მას საგრძნობლად გამოარჩევს არა თუ რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბითაც. საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის იანვარში თითქმის 3.5-ჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა გლობალური ეკონომიკის 2025 წლის საპროგნოზო ზრდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ასეთი ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ყველაზე მაღალია ბოლო 5 თვეში (2024 წლის აგვისტოს შემდეგ).

იანვარში ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 175 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ - 12.2 მლრდ ლარი (+14.7%) შეადგინა. 2025 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული იქნა 1.9 მლრდ ლარზე მეტი შემოსავლები (წინა წლის იანვართან შედარებით: +4.1%). დინამიურად ვითარდება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები. იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით გაიზარდა: საქართველოს მთლიანი ექსპორტი - 19,3 პროცენტით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი - 11.6 პროცენტით, რეექსპორტი - 20.6 პროცენტით, იმპორტი კი - 45.5 პროცენტით. იმპორტის ასეთი ზრდა ძირითადად გამოწვეულია იანვარში ერთჯერადად და ექსკლუზიურად განხორციელებული 0.5 მლრდ აშშ დოლარზე მეტის სურათების, ნახატების და ხელით შესრულებული პასტელების, აგრეთვე ქანდაკებებისა და სტატუების დედნების იმპორტით. 2025 წლის იანვარში წინა წლის იანვართან შედარებით იმ სასაქონლო პოზიციების რაოდენობა, რომელთა ექსპორტი აღემატებოდა ერთ მილიონ აშშ დოლარს, გაიზარდა 27.0 პროცენტით, ხოლო თითოეული ასეთი სასაქონლო პოზიციის ღირებულებამ 7.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ეკონომიკამ განვლილ პერიოდში დაადასტურა თავისი ინსტიტუციური და ორგანიზაციული მდგრადობა, განვითარების პოტენციალი, შინაგანი რესურსების უფრო ეფექტიანი და ყაირათიანი გამოყენების შესაძლებლობა, კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე და შრომის საერთაშორისო დანაწილებაში აქტიური ჩართულობა, საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციისა და ქვეყნის, როგორც რეგიონული ჰაბის მნიშვნელობა. ყოველივე ეს ადასტურებს არა მარტო ქვეყნის შიდა ერთობლივი მოთხოვნის ზრდას, არამედ ქმნის სერიოზულ საფუძველს საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის შემდგომი ზრდისა და სტაბილური განვითარებისათვის, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ექსპერტ დავით ჩიხელიძის შეფასებით კი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რომელიც თავის თავში მშვიდობის პოლიტიკას და სწორ ეკონომიკურ გათვლებს მოიცავს.

საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით ორი პოზიტიური სიახლე აქვს, EBRD-მა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-%მდე გაზარდა (მანამდე არსებული პროგნოზი 4,6% იყო). იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა. ვფიქრობ, კითხვაზე, რატომ მშვიდობა პასუხი გაცემულია, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მმართველი გუნდის პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რომელიც თავის თავში მშვიდობის პოლიტიკას და სწორ ეკონომიკურ გათვლებს მოიცავს.

საქართველოს რეგიონის ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდასთან შედარებით თითქმის 2-ჯერ უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება! ხოლო ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაახლოებით 2.3-ჯერ უფრო მაღალი. მრავლისმთქმელი ციფრებია და ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღეს, რომელმაც გამოწვევების მიუხედავად რეგიონში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა!

რა თქმა უნდა, აქციები ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს, ყოველი გამართული აქცია ეკონომიკისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ზარალს ნიშნავს. აქციების და მსოფლიოში არსებული არასტაბილური გარემოს გათვალისწინებით, საქართველოს შედეგი კიდევ უფრო დასაფასებელი და შთამბეჭდავია!“, - აღნიშნა დავით ჩიხელიძემ.

საინტერესოა ერთი დეტალიც. ცნობილია, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა ხელოვნების ნიმუშების იმპორტის რეკორდული მოცულობა - 481 მლნ დოლარის ნახატები და 33 მილიონი დოლარის ქანდაკებების იმპორტი, რაც ჯამურად 500 მილიონ დოლარს აღემატება. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტეს, რომ ნახატების იმპორტი ზრდაზე გავლენას მოახდენდა მაშინ თუ იმპორტიორი კომპანია შემდეგ მას გაყიდდა და ამით დამატებული ღირებულება შეიქმნებოდა, თუმცა რადგან ეს არ მომხდარა, ნახატების იმპორტის გავლენა ზრდაზე ნულოვანი იყო.