იანუკოვიჩმა მოსკოვის წინააღმდეგ გაილაშქრა

იანუკოვიჩმა მოსკოვის წინააღმდეგ გაილაშქრა

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის აშშ-ში ვიზიტს უკრაინელ პოლიტოლოგთა გამოხმაურება მოჰყვა.

პოლიტოლიგმა მარკ ვიტებსკიმ ინტერვიუ მისცა რუსულ საიტს, სადაც ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა.

ვიტებსკიმ ყურადღება გაამახვილა იანუკოვიჩის მიერ აშშ-ში ნათქვამ ფრაზაზე იმის შესახებ, რომ უკრაინას რუსეთთან პრობლემები აქვს.

პოლიტოლოგი თვლის, რომ ამ სიტყვებით იანუკოვიჩმა მესიჯი გაუგზავნა დასავლეთს იმის შესახებ, რომ ქვეყნისთვის სწორედ დასავლეთთან ურთიერთობაა პრიორიტეტული. მოსკოვი კი მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია.

ვიტებსკი თვლის, რომ თაფლობის თვე მოსკოვსა და კიევს შორის დასრულდა და მალე 2 ქვეყანას შორის ურთიერთობები გაცივდება. მოსკოვი უკრაინის პრეზიდენტის ამ გამონათქვამს უპასუხოდ არ დატოვებს.

- ალბათ რაღაც მოხდა რუსეთის და უკრაინის ხელმძღვანელებს შორის, რაც მას მედიაში არ მოხვდა, თორემ ურთიერთობები ასე უცბად არ გაფუჭდებოდა, - თვლის პოლიტოლოგი.