იაპონურმა ელექტროტექნიკურმა კონცერნმა NEC დაამუშავა უკონტაქტო თერმომეტრი ჩვეულებრივი მაგიდის სარკის სახით.
საკმარისია ადამიანმა, უბრალოდ, ჩაიხედოს სარკეში, ისე, რომ არც შეეხოს მას, რამდენიმე წამში, მის ზედაპირზე გამოისახება შედეგი. თუ ტემპერატურა ძალზე მაღალი აღმოჩნდება, სარკე შემაშფოთებელ სიგნალს გამოსცემს.
გამომგონებელთა აზრით, მათ მიერ შექმნილი თერმომეტრი შეიძლება, ეფექტურად გამოვიყენოთ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი შემოწმებისთვის ნებისმიერ საზოგადოებრივ ადგილას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა გრიპის ეპიდემიის დროს.
კონცერნი NEC გეგმავს, მიმდინარე წელს გაყიდოს ხუთი ათასზე მეტი ასეთი თერმომეტრი, რომელსაც ორ ვარიანტად გამოუშვებს და 98-დან 120 ათასი იენი, დაახლოებით ათასიდან 1,4 ათასი დოლარი ეღირება.