არმატურის იმპორტზე სპეციალური გადასახადი დაწესდა, გაძვირდება თუ არა მშენებლობა?

არმატურის იმპორტზე სპეციალური გადასახადი დაწესდა, გაძვირდება თუ არა მშენებლობა?

ადგილობრივი წარმოების დასახმარებლად იმპორტირებული არმატურა დაიბეგრება. ცვლილება 25 იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში 7 თვის განმავლობაში იქნება, რომელიც 1 ტონა არმატურაზე 420-ლარიან (148 დოლარი) გადასახადს გულისხმობს. გამორიცხული არ არის, ამან უძრავი ქონება უმნიშვნელოდ, მაგრამ მიანც გააძვიროს.

იაფი იმპორტის გამო საქართველოში არმატურის შემოტანა მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად, ადგილობრივ წარმოებას პრობლემა შეექმნა, ამიტომ გადასახადის შემოღება ადგილზე წარმოებულ სამშენებლო მასალის გაყიდვას წაახალისებს.

ერთი ტონა არმატურის იმპორტზე მოსაკრებელი 420 ლარით განისაზღვრება. გადასახადი ძალაში 25 იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე იმოქმედებს. მთავრობის ეს გადაწყვეტილება 2024 წელს არმატურის იმპორტის მკვეთრ ზრდას მოჰყვა. გასული წლის 11 თვეში იმპორტი 67%-ით - 351,671 ტონამდე გაიზარდა. იმპორტის მოცულობა 200 მილიონი დოლარი იყო. სტატისტიკის მიხედვით, შარშან არმატურის ნახევარი რუსეთიდან შემოვიდა, ირანიდან იმპორტი კი 80 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მშენებლობაში არმატურას ერთ-ერთი სერიოზული როლი ენიჭება. ამიტომ დეველოპერები მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილე რაღაც დოზით უძრავი ქონების ფასზე იმოქმედებს, თუმცა არა მნიშვნელოვნად.

კომპანიაარსისდამფუძნებლის ირაკლი როსტომაშვილის თქმით, თუ არმატურის ფასი პირობითად, 10%-ით იზრდება, ეს 1 კვ მეტრი შავ კარკასს, 2-3 %-ით აძვირებს.

ფასის მატება ასე დამოუკიდებლად არ ხდება სამშენებლო სექტორში. ბინის 1 კვ. შედგება დაახლოებით, 500 დასახელების სხვადასხვა პროდუქციისგან, რომელსაც სამშენებლო სექტორი არ აწარმოებს და ყიდულობს, დაწყებული ლურსმნიდან, დამთავრებული ელექტროგაყვანილობით. ამ 500 დასახელების პროდუქტს კომპანია რომ ყიდულობს, იმას ვიღაც აწარმოებს ან შემოაქვს. თუ აქ ფასები იზრდება, შემდეგ პროპორციულად ისახება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბიზნესის გაძვირება, როგორც წესი, მოჰყვება ხოლმე საერთო ფასების ზრდას.

მშენებლობაში არმატურას ერთ-ერთი სერიოზული როლი ენიჭება. ჩემი ვარაუდით, თუ არმატურის ფასი 10%-ით გაიზარდა, ეს 1 კვ. შავ კარკასს, 2-3 %-ით გააძვირებს. ცხადია, ეს მაშინვე არ აისახება, არსებობს მარაგები, მაგრამ როდესაც ხარჯთაღრიცხვა გაკეთდება, ახალი ფასებით დაითვლის.

1990 წელს დავაფუძნეთ, კოოპერატივი და იმის მერე მე ამ სფეროში ვმუშაობ. რაღაც გამოცდილება 1989 წლიდან დამიგროვდა, სულ ჩემი სპეციალობით ვმუშაობ და ამ პერიოდიდან ერთი მომენტი დამისახელეთ, რომ უძრავი ქონება გაიაფდა. გამორიცხულია, იყო ომი, სამაჩაბლოსი, ოსეთის, შეიცვალა საბჭოთა მანეთები, რუბლები, კუპონები, დოლარები, ლარები, რამდენიმე ხელისუფლება შეიცვალა, დამოუკიდებლობის პერიოდი, გადატრიალება, შევარდნაძის პერიოდი, ანუ, ამდენი ქარტეხილი გავიარეთ, ბინა როდისმე გაიაფებულა?! გამორიცხულია“,- განაცხადა როსტომაშვილმა.

სამშენებლო დარგის სპეციალისტი შოთა გუჯაბიძე კი ახალ გადაწყვეტილებას გარკვეულწილად დადებიად აფასებს, თუმცა ამბ ობს, რომ მაინც სიფრთხილეა საჭირო.

ბაზარზე წარმოდგენილი არმატურის ასორტიმენტი ხარისხობრივად განსხვავდება, ფასის მიხედვით. დავუშვათ, გერმანული მაღალი მარკის და სტანდატრის არმატურა იგივე ხომ არ ღირს, როგორიც ირანული. შესაბამისად, გარკვეული ხარისხის არმატურა აიტანს საიმპორტო გადასახადს, გარკვეული კი - ვერა,

ადგილობრივი წარმების არმატურის რეალიზაცია კი ნამდვილად გაიზრდება, თუმცა ეს არ არის გარანტი, რომ ხარისხიც მოიმატებს. პირიქით, როგორც გითხარით, თუ ამას არ მოჰყვა თვისობრივი გაუმჯობესება, არის რისკი იმისა, რომ ბაზრის ოლიგოპოლიისკენ წავიდეს, რადგან მარტო ადგილობრივ მწარმოებლებს ექნებათ მისაწოდებელი პროდუქტი და შესაბამისად, ფასის დაწესებასაც თავად მოისურვებენ, რადგან იმპორტული არმატურის ღირებულება ვეღარ გაუწევს მას კონკურენციას, - განაცხადა გუჯაბიძემ.

2024 წელს არმატურის იმპორტის საშუალო ფასი ტონაზე 570 დოლარს შეადგენდა, შესაბამისად მასზე 420 ლარის (148 დოლარის) გადასახადის დაწესება მის ფასს ტონაზე 718 დოლარამდე გაზრდის. თუკი 2025 წელსაც იმპორტი გაზრდილი სახით შენარჩუნდა, 25 იანვრიდან 1-ლი სექტემბრის მონაკვეთში იმპორტი დაახლოებით 127 მილიონი დოლარის (224 ათასი ტონის) ფარგლებში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 94 მილიონი ლარი შევა.