ძალიან იღლებით სახლშიც და სამსახურშიც და დროს ვერ პოულობთ, რომ დაისვენოთ და გახალისდეთ? ასე ხომ, ერთი ნაბიჯი გრჩებათ დეპრესიამდე! ეს რომ არ მოხდეს, აუცილებლად უნდა გამოსტყუოთ დღეში ერთი-ორი საათი საკუთარ თავს... საკუთარი თავისთვის და ნელ-ნელა ყველაფერი მოწესრიგდება:
1) გამოძებნეთ თავისუფალი ნახევარი საათი (თუნდაც გვიან საღამოს) სპორტისთვის. თუ ვარჯიშისთვის ვერ იცლით ან გეზარებათ, დილის ან საღამოს მოციონი (ოღონდ, სწრაფი ნაბიჯით უნდა იაროთ) ნამდვილად შეგმატებთ მხნეობას.
2) შეადგინეთ მთელი დღის სამოქმედო გეგმა და ჩაიწერეთ ბლოკნოტში. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ყოველი ჩაწერილი პუნქტის გასწვრივ მონიშნული პლუსი (ანუ – „შესრულებულია“) საოცარ სიამოვნებას განგვაცდევინებს და კარგ ხასიათზე გვაყენებს.
3) იარეთ სწრაფად, თუნდაც არსად გაგვიანდებოდეთ. სწრაფი სიარულის დროს ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა და მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობთ.
4) ხშირად შეხვდით მეგობრებს – ეს არის სტრესისა და დაღლილობის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ფლირტს წამოიწყებთ და პაემნებზეც ივლით.
5) ხშირად გაიღიმეთ: უყურეთ კინოკომედიებს, იკითხეთ იუმორისტული წიგნები, უსმინეთ მუსიკას, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.
6) იხარეთ ყოველი დღით – ისწავლეთ, ყველაფერში კარგი დაინახოთ და ხშირად გაიხსენეთ ბედნიერი წუთები.
7) თვეში ერთხელ მაინც დაპატიჟეთ მეგობრები ფინჯან ჩაიზე და უფლება მიეცით თავს, იმხიარულოთ.
8) განწყობის ასამაღლებლად, შეგიძლიათ, კერძში ჩაამატოთ ცოტა მწარე წიწაკა. ან, თუ გსურს, ახალი ემოციები, აანთეთ სურნელოვანი სანთლები, მიირთვით კარკადეს ჩაი და ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა.
9) თუ სამუშაო დღის განმავლობაში დაღლილობა იგრძენით, მიირთვით მწარე (შავი) შოკოლადის ნატეხი – ის ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
10) თვეში ერთ-ორჯერ მაინც გაატარეთ საღამო თქვენს უახლოეს ადამიანთან ერთად (თუნდაც ის ადამიანი თქვენი მეუღლე იყოს).