„დო-რე-მი-ფა“

„დო-რე-მი-ფა“

ქალბატონი ელენე საყვარელიძე ერთ სახალისო შემთხვევას არაერთხელ  იგონებდა:

„ერთხელ ფილმის „ქალაქი ადრე იღვიძებს“ რეჟისორმა სიკო დოლიძემ მთხოვა: წადი გახმოვანების სტუდიაში, ნახე დორე, გამოართვი ტექსტები და მომიტანეო. წავედი. კინოსტუდია დიდია. გზაში ნაცნობები შემხვდნენ,

გავჩერდით, ვილაპარაკეთ და ძლივს მივაღწიე ადგილამდე, მაგრამ ამასობაში ის სახელი, რაღაც მუსიკალური სახელი, სულ დამავიწყდა. სადაც მივედი, იქ მარტო ერთი კაცი იყო, მივჩერებივარ და ისიც მომჩერებია, უცდის რას ვეტყვი. მე კი:

- ბატონო მი-ფა.

კაცმა გაკვირვებით შემომხედა.

- მი-ფა!?

- დიახ, არა, მი-ფა კი არა, სი-დო.

- სი-დო კი არა, რე-მი!

კაცმა დამცინავად ჩაიქირქილა. ცოტა ხანს კიდევ მაწვალა და, როგორც იქნა, მომეშველა:

- დო-რე!

- დიახ, ბატონო დო-რე, ბოდიშს გიხდით, სულ დამავიწყდა, დიახ, დო-რე.

- აჰა, ტექსტები! მე დო-რე არა ვარ, შენი ბედი, რომ მასთან არ წამოგცდა მიფა და რემი, თორემ მაშინ ნახავდი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლას, შენ!“