„2024 წლის მთავარი მოვლენა - სახელმწიფომ გაუძლო სპეციალურ საინფორმაციო პოლიტიკურ ოპერაციას საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ“

„2024 წლის მთავარი მოვლენა - სახელმწიფომ გაუძლო სპეციალურ საინფორმაციო პოლიტიკურ ოპერაციას საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ“

როგორი იქნება 2025 წელი, ამის განჭვრეტა ნაწილობრივ შეიძლება თუნდაც იმით, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის თავზე აღმართულ ლგბტ ფერად დროშას ჩამოხსნის.

იმ დროს, როცა ბაიდენი მთელ მსოფლიოს აბოლებს, რომ ტრანსგენდერები ამერიკის სულს აყალიბებენ, ტრამპი პირობას დებს, რომ შეაჩერებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს.

2024 წელი მეტად დატვირთული იყო პოლიტიკური მოვლენებით. მთელი მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევა იყო ამერიკის გლობალურ არჩევნებში გამარჯვებული ტრამპი. ეს მართლაც გლობალური და არა ლოკალური არჩევნები იყო, რადგან აშშ-ის არჩევნებმა მთელი მსოფლიოს პოლიტიკა უნდა განსაზღვროს.

დაუბრუნდება თუ არა ამერიკას ოქროს ხანა, ეს ტრამპის პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც პირობას დებს, რომ ქვეყანას განკურნებაში დაეხმარება. განკურნება კი ნამდვილად სჭირდება ლგბტ პროპაგანდისგან შეშლილ ამერიკას, სადაც ჯო ბაიდენის პირობებში, ჯერ კიდევ 2021 წლიდან პირველად დაიწყო ამერიკული პასპორტების გაცემა გენდერული ნიშნით X, რომელიც გენდერულად შეუსაბამოებისთვის იყო განკუთვნილი.

ბაიდენის ადმინისტრაციისგან თავსმოხვეული პროპაგანდა მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ აიტაცა, რისი დასტურიც იყო 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა, რომელმაც სოდომური ქკანალიით უფრო დაგვამახსოვრა თავი, ვიდრე სპორტული ღონისძიებებით.

წვერებიანი დედაკაცი, ცისფრად შეღებილი მამაკაცი, საიდუმლო სერობის პაროდია და ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფა, ამ ყველაფრის გვირგვინი კი იყო საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის მიერ წარმოთქმული ქება პარიზის ოლიმპიადის რეჟისორის მიმართ - თქვენი გადაწყვეტილებით ყველა ფრანგი ამაყობს.

მესამე მსოფლიო ომის აცილება, უკრაინაში ომის დასრულება, ქაოსის შეჩერება ახლო აღმოსავლეთში, - გლობალური გამოწვევები უხვად დაუტოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ ტრამპის ადმინისტრაციას.

რაც შეეხება საქართველოს, მოვლენებმა აქ შიდა და გარე რყევების ფონზე ჩაიარა. ამ არჩევნებზე ქართული ოცნების გამარჯვებამ ყველზე მეტად დასავლეთში გარკვეული ძალები გაანაწყენა. ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციებზე ქართველი ხალხი ნაკლებად ჩანდა, სამაგიეროდ, აქ იყვნენ განაწყენებული არასამთავრობოები, პოლიტიკოსები და ჟიგიმანტას პავილიონისები. ოპოზიციის წლის მეგობრის- მიხაილ როთის წინ და უკან სირბილმა კი, მგონი, თვითონ ოპოზიციაც გაანულა და შეურაცხყო.

ცეცხლწაკიდებული რუსთაველი, რომელიც რატომღაც მშვიდობიან აქციად მოინათლა ოპოზიციის მხრიდან, შავ ლაბადებში ჩაცმული რეინკარნირებული ბოლშევიკები, რომლებიც აგრესიას აფრქვევდნენ საკუთარი დედაქალაქის მიმართ, ყველაფერში იგრძნობოდა რევოლუციების მამის- აკერმანის ხელწერა. ეს ხელწერა მართავდა ახალგაზრდებს მაშინ, როცა მათი ლიდერები თბილ ოფისებში მოკალათებულიყვნენ და იქიდან ელოდნენ ბავშვების მიერ მოწყობილი რევოლუციის შედეგებს, რომ გამარჯვება ჩაებარებინათ.

სხვათა შორის, იმ დღეებში კარგი ინსტრუქცია შეიმუშავა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა სააჯანყოდ გამოსული მოზარდებისთვის. კერძოდ, ახალგაზრდები უნდა დაფიქრებულიყვნენ, ღირდა თუ არა სხვის რევოლუციაში მონაწილეობა და საკუთარი სიცოცხლის რისკზე შეგდება, როდესაც იმ კრიტიკულ წუთებში საკუთარ ლიდერებს ვერც კი პოულობდნენ ახალგაზრდები რუსთაველზე. ეს მაშინ, როცა ლიდერი ყველასათვის გამოსაჩენ ადგილას, იოლად ამოსაცნობი ტანსაცმლით უნდა ყოფილიყო, რათა მისი პოვნა მიტინგის მონაწილეებს არ გასჭირვებოდათ.

რა იყო 2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენა?

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე დიდი მოვლენა მთლიანად 2024 წელი იყო, რადგან ამისთანა რამ, რაც ქართველმა ხალხმა გადაიტანა ამ წელს და გაუძლო მთელი კოლექტიური დასავლური ლიბერალური ფაშიზმის შემოტევას, ისტორიას არ ახსოვს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ოქროს ასოებით ჩაიწერება მსოფლიოს ისტორიაში, რომ ამ პატარა ქვეყანამ, მცირერიცხოვანმა ხალხმა, რომლის რაოდენობაც მსოფლიოს დიდი ქალაქების მცხოვრებთა ერთ უბანსაც კი არ შეადგენს, შეძლო ის, რომ უმძიმესი დაპირისპირების პირობებში შეენარჩუნებინა მდგრადობა, მშვიდობა და ხმა მიეცა იმ ძალისთვის, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება, რომელიც გაიგივებულია საქართველოში მშვიდობასა და წინსვლასთან.

მილიონ 200 ათასი ქართველი ამომრჩეველი შეეწინააღმდეგა მსოფლიოს უბოროტეს ძალებს. ამ აქციებზე აშკარა იყო საქართველოში ნეოტროცკიზმის რეინკარნაციის მცდელობა. ესენი არიან ნეოტროცკისტები, საქართველოში ჩამოსული მიხაილ როთები, კუბილიუსები, ფონ ლაიენები ნეოტროცკისტები არიან, მათი იდეაა ტროცკიზმი, ისინი იბრძვიან ყოველგვარი ადამიანურის, რელიგიურის, სიკეთის განადგურებისთვის. ეს მათ ვერ შეძლეს საქართველოში და ვერც ვერასდროს შეძლებენ. ტროცკის ბოლშევიზმი, ანუ ტროცკიზმი დამარცხდა ზუსტად ასი წლის წინ, ასი წლის შემდეგაც სცადეს მისი რეინკარნაცია, მაგრამ მან სამარცხვინო მარცხი განიცადა საქართველოში. ყველამ იცოდეს, რომ ლიბერალური ფაშიზმის მარცხი დაიწყო საქართველოში. ამის ნომერ პირველი გამოვლინება იყო წლევანდელი წლის 17 მაისს, - მიიჩნევს ედიშერ გვენეტაძე და დასძენს, რომ საბჭოთა კავშირის რღვევა პირველად სწორედ საქართველოდან დაიწყო. როგორც 9 აპრილმა საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა კავშირის რღვევას და მერე დანარჩენმა სახელმწიფოებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს, ალბათ, ღვთის ნებაა, რომ 17 მაისი ჩავთვალოთ იმის საყრდენ წერტილად, რომ გამოვლინდა ქართველი ერის ნება მამულის, ენის და სარწმუნოების დასაცავად.

მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ 2024 წლის მთავარი მოვლენა არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფომ და მმართველმა პარტიამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაუძლო სპეციალურ საინფორმაციო პოლიტიკურ ოპერაციას, რომელიც განხორციელდა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ეს საინფორმაციო პოლიტიკური ოპერაცია დღესაც ხორციელდება, მაგრამ ძირითადი უკვე ჩავლილია.

მთელ ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილი გამოიკვეთა, როგორც უდავო ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე, რომელსაც შეუძლია, ექსკლუზიური უფლებით წარადგინოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც, თავის მხრივ, წარადგენს მთელ მთავრობას. სიძულვილის და ცილისწამების ფრქვევის რეჟიმში არიან ზოგიერთი დასავლელი ლიდერები. ამ ყველაფერში ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები დიდ დარტყმას იღებენ საკუთარ თავზე - პაპუაშვილი, კობახიძე, მდინარაძე და სხვები, ყველა მათგანმა შეინარჩუნა სახელისუფლებო ინსტიტუტების სიმტკიცე და ერთიანობა, - აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება წლის აღმოჩენას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ მხრივ მისთვის არანაირი სიურპრიზი არ ყოფილა ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი, ის აფრთხილებდა კიდეც ქართულ ოცნებას 6 წლის წინ ამ ქალბატონის შესახებ, მაგრამ თავისი აქტიურობით, შეურაცხადობით, პათოლოგიური ეგოიზმისა და ეგოცენტრიზმის დემონსტრირებით ზურაბიშვილმა ნამდვილად მიიპყრო ყურადღება და საქართველოსთვის დამანგრეველი მოვლენების წინა ხაზზე აღმოჩნდა.

ლაზი 2024 საქართველოსთვის გაძლების წელი იყო. არც 2025 იქნება სიმშვიდის სავანე. შინაურ და გარეულ მტრებს რა გამოულევს ამ ქვეყანას.
1 დღის უკან