შსს-მ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-მ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული დავით გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 23:45 საათზე, თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე მეგობრის საცხოვრებელი სახლის მარანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1992 წელს დაბადებულ გიგა ოჩიგავას ზურგისა და ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი თბილისის ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული 14 თებერვალს თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).