რუსეთთან ვაჭრობაში ჩაფლული „ოპოზიციონერი ბიზნესმენები“ იხტიბარს არ იტეხენ

რუსეთთან ვაჭრობაში ჩაფლული „ოპოზიციონერი ბიზნესმენები“ იხტიბარს არ იტეხენ

რუსეთთან ყველაზე მეტს ის ვაჭრობს, ვინც ყველაზე მეტს გაჰყვირის - ეს პოსტულატი არა მხოლოდ ევროპაში, არამდე საქართველოში მუშაობს. ქართველი ვითომდა პროევროპელი ბიზნესმენები რუსეთთან ვაჭრობით ფულს ხომ შოულობენ, პარალელურად შუბლზე ძარღვს არ იჩერებენ და რიგ შემთხვევებში, მხილების დროს, შეტევაზე იქეთ გადადიან.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, გაუგებარია, როცა ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა.

ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თვითონ არიან ამ პრაგმატული პოლიტიკით მოსარგებლეები. აქ ჩანს, რომ მათ აქვთ უბრალოდ პოლიტიკური მიკერძოება და ეს პოლიტიკური მიკერძოება არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. თან რუსეთში ვაჭრობენ და თან არ გმობენ, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლითაც არის მოთხოვნილი რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ერთადერთ რამეზე შეიძლება მიანიშნებდეს ასეთი ორმაგი სტანდარტი, მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, მათაც, ისევე, როგორც დანარჩენ 750 000 ამომრჩეველს, სურდათ, ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო კოლექტიურინაცმოძრაობა“, რასაც ვერ მიაღწიეს და ახლა ამ იმედგაცრუების გამო ორმაგი სტანდარტებით საუბრობენ.

როცა ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც პირველ რიგში, ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი, თუმცა ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა, არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც აქვთ კავშირები შესაბამის ძალებთან და ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიურინაცმოძრაობისდაბრუნებიდან, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ბიზნესის თავისუფლება ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პრემიერმა.

მწვავე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეფასებ. მისი თქმით, ბიზნესმენების ნაწილი, რომელიც თითქოს, ყველაფერ რუსულს გმობს, ხელისუფლებას ადანაშაულებს რუსულ კურსში, სინამდვილეში თავად არიან კავშირში რუსეთთან და დაფინანსებასაც იქიდან იღებენ.

ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი. ჩვენ აქეთ მოგვიწოდებენ, რომ ვითომ რუსეთისკენ მივდივართ. ამ დროს არსად მივდივართ და დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერს ვაკეთებთ. თუკი ამ მიმართულებით რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ესქართული ოცნებისპირობებში მომხდარი. მეორე მხრიდან გვაშანტაჟებენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ ის ადამიანები ან თუნდაც ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვს რუსეთთან, ყველაზე მეტჯერ არიან რუსეთში ნამყოფები, იქიდან პირდაპირ თანხებს იღებენ სხვადასხვა გზით, დაფინანსებით, ბიზნესის სახით. სწორედ ეს ადამიანები გამოდიან და გვეუბნებიან, რომ რუსეთისკენ მიდიხართო, თავად კი კარგ ბენეფიტებს იღებენ, ჯიბეებს ისქელებენ.

ქართული ოცნება“, პირველ რიგში, იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, დგამს ყველა ნაბიჯს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გარედან თავს არავის ვუხრით და ქვეყანას ვიცავთ. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ბატონყმური დამოკიდებულება გარედან, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის ვასალი არ ვართ. ვართ დამოუკიდებელი, შემდგარი და სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფერს დავიცავთ და გავამტკიცებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მართალია, რუსეთთან ვაჭრობით მჭიდროდ გადაჯაჭვული ოპოზიციური ბიზნესი გამოაშკარავებულია, მაგრამ ეს მედროვე ბიზნესმენებს მაინც არ აღელვებთ. პირიქით, ისინი უტიფრად აცხადებენ, რომ ეს ნორმალურია.

ოკუპანტ ქვეყანაში რამის გაყიდვა და იქიდან ფულის გამოტანა არ არის ცუდი ქმედება, - განუცხადაქრონიკასკომპანიავინივერიასთანადამფუძნებელმა გია პირადაშვილმა. მან მოიყვანა შედარება ჩინეთთან და განაცხადა, რომ მისთვისარც ჩინეთია მისაღები, როგორც პოლიტიკური ქვეყანა“.

საერთოდ, მერე, რა მოხდა. ოკუპანტ ქვეყანაში რამის გაყიდვა და იქიდან ფულის გამოტანა არ არის ცუდი ქმედებავისურვებდი, რომ მეტი იყოს [თანხა] - პირადად განუცხადა ჟურნალისტს პირადაშვილმა.

თქვენ ვინ გეკითხებათ, მე რა შემომაქვს და არ შემომაქვს?“, - ასე უპასუხა შეკითხვასკოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასდამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ. ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ბიზნესმესნისგან გასაკვირი არაფერი უნდა იყოს, თუმცა კითხვაზე - რამდენად სწორია პროევროპულობაზე საუბრის პარალელურად ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა - ჭყონიამ მაინც მოულოდნელი პასუხი გასცა: „აბსოლუტურად ევროპულია.

შედარებით მოზომილი იყო თავის პოზიციაში ომპანიათბილღვინოსდამფუძნებლი ზურაბ მარგველაშვილი. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის ბაზარზე, სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები პროდუქცია შეაქვს.

ჩვენ თავის დროზეც რუსეთში ძალიან ცოტას ვტვირთავდით და 2 წლის განმავლობაში საერთოდ ნული გვაქვს გადატვირთვა. ჩემი მოცულობები და ის 15 ათასი თავისთავად მეტყველებს, სად ვტვირთავ მეტს და სად ვტვირთავ ნაკლებს“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.