მიწის თხილი ინფარქტის რისკს ამცირებს

მიწის თხილი ინფარქტის რისკს ამცირებს

მიწის თხილი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის საერთო მდგომარეობაზე, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებს ანთებითი პროცესების ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე.

მიწის თხილს აქვს უნარი, დაიცვას გულის ფუნქციები დაზიანებისგან. ის ამცირებს ინფარქტის შესაძლო რისკს და შემდგომი რეაბილიტაციის დროსაც ძალიან ეფექტურია.

არაქისი შეიცავს უამრავ მნიშვნელოვან და სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს. ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.

არაქისის ჭამა 30 წლის ზემოთ აუცილებელიც კია, რათა ადამიანმა აკონტროლოს ქოლესტერინის, ლიპიდების, სისხლის შემადგენელი ნაწილაკების დონე; ასევე, არტერიული წნევა, გულის რიტმი და სისხლის მიმოქცევა არტერიებში. მისი მირთმევის შემდეგ ორგანიზმი ადვილად ებრძვის ანთების გამომწვევ მიზეზებს. ყოველდღიურ რაციონში მიწის თხილის შეტანა ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის, მავნე ცხიმების, სისხლში შაქრის შემცველობის, არტერიული წნევის მაჩვენებლების მკვეთრ დაქვეითებას. ასევე, ამცირებს ანთებით პროცესებს უჯრედის დონეზე.