დიდი რყვების მიუხედავად, ქვეყანაში ფასების სტაბილურობა მთელი წელი შენარჩუნდა

დიდი რყვების მიუხედავად, ქვეყანაში ფასების სტაბილურობა მთელი წელი შენარჩუნდა

მიუხედავად არაერთგზის დაძაბულობისა, წელს ინფლაცია სტაბილურად დაბალ ნიშნულზეა და არც მომავალშია რაიმე საფრთხე მოსალოდნელი. ქვეყანაში ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილია, თანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე დიდი პოლიტიკური რისკის ქვეშ დადგა.

დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2%- გაუტოლდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზიც იდენტურია. სსფ- დაკვირვებით, 2024 წელს საქართველოში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 1.11% იქნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 190 ქვეყანას შორის საქართველოზე უფრო დაბალი ინფლაცია მხოლოდ 12 ქვეყანაში არის მოსალოდნელი.

ფაქტია, რომ ფასების სტაბილურობას საფთხე ჯერჯერობით არ ემუქრება. საქართველში 2024 წელს არაერთხელ ყოფილა პოლიტიკური დაძაბულობა და არეულობა, მაგრამ სებ-მა მიმდინარე წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა რამდენჯერმე შეარბილა, რაც დიდწილად წლის პირველ ნახევარში მოხდა. უკვე მეხუთე სხდომაა, რაც სებ- რეფინანსირების განაკვეთს 8%-ზე ტოვებს. საბოლოო ჯამში, მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკა 9%-დან 8%-მდე შემცირდა.

სამომხმარებლო ბაზარზე არსებული სტაბილურობიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი სამომვალოდ რეფინანსირების განაკვეთის 7%-მდე შემცირებასაც განიხილავს, მაგრამ ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე, ეს ეკონომისტებს უკვე საეჭვოდ ეჩვენებათ. სტატისტიკოს გივი მომცელიძის შეფასებით, ეს განცხადება სებ-მა ვიღაცების დასაწყნარებლად გაკეთდა.

„რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვეს და ეროვნული ბანკის განცხადება, რომ სამომავლოდ 7%-ზე ჩამოიყვანენ, არის მოტყუება და იმის ჩვენება, რომ ყველაფერი კარგადაა. რადგან ამბობენ, რომ მომავალში 7%-ზე დაწევენ რეფინანსირების განაკვეთს, სიტყვაზე, ეს ვიღაცამ უცხოელმა, ვინც არ არის ჩახედული დღევანდელ სიტუაციაში, იფიქროს, რომ თუ რამდენიმე თვეში მონეტარული პოლიტიკა 1%-ით შერბილდება, მაშინ საქართველო სტაბილიზაციისკენ მიდის.

ეკონომიკურ თემაზე პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია, მაგრამ რეფინანსირების განაკვეთის 7%-ზე ჩამოყვანის განცხადება, ბლეფი მგონია. ეს გაკეთდა ვიღაცების დასანახად და დასაწყნარებლად, შეიძლება გარე ბიზნეს აქტორებისთვისაც და შიგნით ხელისუფლებასთან შეზრდილ მსხვილი ბიზნესისთვისაც”, - განაცხადა მომცელიძემ.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ვარაუდობენ არც გავლენიანი სარეიტინგი ორგანიზაციები, მაგრამ ინფლაციის მხრივ მომავალშიც სტაბილურობას ელიან. fitch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო წლებში დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება და საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება, დაახლოებით, 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.

„2024 წლის იანვარ-ნოემბერში ინფლაციამ, საშუალოდ, 1% შეადგინა, რაც 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია, ადგილობრივი ფასების შესუსტებული ინფლაციის გამო“, - ნათქვამია fitch-ის ანგარიშში.

მათივე პროგნოზით, მომდევნო წლებში ინფლაცია კვლავ მიზნობრივზე დაბლა შენარჩუნდება. სააგენტოს ვარაუდით, 2025 წელს ინფლაცია - 2.1%, ხოლო 2026 წელს 2.3% იქნება.

მიუხედავად რეზერვების შემცირებასთან დაკავშირებული რისკებისა, fitch- პოზიტიურად აფასებს სებ-ის მიერ მიღებულ ზომებს აღნიშნული რისკების შერბილების მიმართულებით და აღნიშნავს, რომ ნოემბერში სებ-მა რეზერვების შევსების მიზნით 124.5 მილიონი დოლარი შეიძინა.

ანგარიშის თანახმად, გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ განიცდის სოლიდურ ეკონომიკურ ზრდას. სააგენტოს შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში კვლავ სახეზე იქნება მშპ-ის დადებითი ზრდის ტემპი და იგი 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება.