კოლუმბიის უნივერსიტეტის „მდგრადი განვითარების ცენტრის“ დირექტორის ჯეფრი საქსის ინტერვიუ, სადაც ის საქართველოში, რუმინეთში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარ მოვლენებზე საუბრობს.
დავიწყოთ რუსი გენერლის მკვლელობთ. ამ სურათს ემატება სირიაში ასადის მთავრობის დამხობა, საქართველოში და რუმინეთში მიმდინარე მოვლენები, ამ ყველაფერს უკრანის ომის ახალ ესკალაციამდე მივყავართ თუ არა?
ჯეფრი საქსი: ჩვენ ვართ ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო „გასროლაში“, რომლის მიზანიც არის მოახდინოს პროვოცირება. იმედი მაქვს, რომ როდესაც დონალდ ტრამპი მოვა, ის რაღაც განსხვავებულს გააკეთებს. ვფიქრობ, ეს მოვლენები დაუფქრებელი ნაბიჯების გამო ხდება. საქართველოში დასავლეთის უხეში ჩარევის მცდელობაა, რათა მოახდინოს კიდევ ფერადი რევოლუცია. რა თქმა უნდა, ეს წარუმატებელი მცდელობაა, მაგრამ ძალიან უხეშად ერევიან. ჩვენ ამას ვხედავთ რუმინეთშიც, რასაც არჩევნების შედეგების გაუქმება მოჰყვა. პოლიტიკური მკვლელობა რუსეთში, რომელსაც დასავლური სადაზვერვო სააგენტოები თვეების განმავლობაში აწარმოებენ, რა თქმა უნდა, დაუფქრებელი და სახიფათო ნაბიჯებია. ამ ყველაფერს ბაიდენი ან ბაიდენს სახელით მისი ადმინისტრაცია აწარმოებს. ბოლო დროს უშუალოდ ბაიდენის შესახებ აღარაფერი გვსმენა, მაგრამ მისი ადმნისტრაციისგან ვხედავთ ქმედებებს, მაგალითად, რუსეთში შორს მანძილზე რაკეტების დარტყმის განხორციელების თანხმობა, რაც სამხედრო თვალსაზრისით უგუნური და უაზრო საქციელია. გეოპოლიტიკურად აბსოლუტურად საშინელი და უპასუხისმგებლო საქციელია ბაიდენის ადმინისტრაციის მხირდან.
ხალხი შეშფოთებულია ტაქტიკური ბირთვული ბომბების გამოყენებით. მის გამოყენებაზე ჯო ბაიდენის ოფისში შეშფოთება რატომ არაა?
- ეს იყო კატასტროფა და სრულიად წარუმატებელი ქმედება, რადგან ასეთი ქმედება ომის ესკალაციას უწყობს ხელს. ომის დასრულებას მხოლოდ დიპლომატია უწყობს ხელს, დანარჩენ ქმედებებს ბირთვულ ომამდე მივყავართ.
ნება მომეცით ჯეიკ სალივანის ინტერვიუს ფრაგმენტი მოგასმენინოთ, რომელიც საუბრობს უკრაინის კონფლიქტზე და საინტერესოა თქვენი აზრი. (ინტერვიუდან ფრაგმენტი: „ვფიქრობ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ცოტა რამეს ვაკეთებთ, ამ დროს დიქტატარები სტრატეგიულად მუშაობენ. რუსები მშვენივრად მუშაობენ. ისინი მიზნად სტრატეგიულ გეგმას ისახავენ - შეიძლება უკრაინა რუკიდან არ წაშალოს, მაგრამ გახდეს რუსეთის ვასალური სახელმწიფო)
- საბედნიეროდ, სალივანი თანამდებობას მალე დატოვებს. ის არის სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანი. რასაც ის ამბობს, ჩემთვის შემაშფოთებელია. მას 2021 წელს ვესაუბრე, რა დროსაც მან მითხრა: „ნუ ღელავ მისტერ საქს, ომი არ იქნება, არ ინერვიულო, ნატო არ გაფართოვდება. ახლა, სრულიად კატასტროფულად მსჯელობს. ის ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი თამაშია. ფაქტია, რომ დიპლომატია სრულიად უგულებელყოფილია. მას არ ჰქონდა საშუალება, ეთქვა, რომ მოდი ავირიდოთ ეს ომი, რადგან აშშ-ს თამაშებს თამაშობს. როდესაც სალივანი იყო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და ასევე ვიცე-პრეზიდენტი, 2014 წელს, მან უკრაინის გადატრიალებაში მონაწილეობა მიიღო და იანუკოვიჩი ჩამოაგდეს. ამიტომ, სალივანი, უბრალოდ, საშინელი პერსონაა. ის ვერ ხედავს მომხდარ ტრაგედიას. მისი თითოეული სიტყვა ყალბია და ეს ძალიან კარგად იცის. სიმართლე არის ის, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიზანი იყო უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა. მოლაპარაკება უნდა ყოფილიყო ნატოს გაფართოვების შეჩერებაზე. აღნიშნული მოლაპარაკება სამხედრო ოპერაციის გახსნიდან რამდენიმე დღეში უნდა შემდგარიყო. ანუ, მოლაპარაკება უნდა გამართულიყო 2022 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც უკრაინა ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო, რუსეთს ოთხი რეგიონის ანექსია ჯერ არ ჰქონდა გაკეთებული. წლის ბოლოს კი ანექსია მოხდა. 2022 წელს მათ ხელი მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას და შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა ეს სალივანის დახმარებით, ეს იყო კატასტროფა.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე რას იტყვით. როგორც ჩანს, ისრაელში ფიქრობენ ირანზე თავდასხმაზე, ვიდრე დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა. ახლა ისრაელისთვის მთავარი მტერი ირანია?
- მათზე თავდახმა შეიძლება იყოს. ფაქტია, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელს და მათ გენოციდს ღაზაში, ასევე მხარს უჭერს მის შეჭრას სირიაში. მაგრამ, ჩვენ ასევე ვხედავთ ღაზას გენოციდსაც. განადგურებულია ყველა ჰუმანიტარული ობიექტი, რომლითაც მშვიდობიანი მოსახლეობა სარგებლობდა. ის შოკისმომგვრველი კადრები, რომელსაც ღაზაში ვხედავთ, განიხილება, როგორც ჩვეულებრივი საქმე. ნეთანიაჰუს უნდა ახსოვდეს, რომ მას კაცობრიობის წინაშე საერთაშორისო სისხლის სამართლის ბრალდება აქვს. ამავდროულად, ის კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს შეერთებულ შტატებთან. ამერიკა ისრაელის პრეზიდენტს მხარს უჭერს, აფინანსებს და საბრძოლო მასალას აძლევს, რომელსაც შემდეგ ომისთვის იყენებს. ასე რომ, შესაძლებელია მათ უგუნური რამ გააკეთონ, ამიტომ ირანზე თავდასხმა აბსოლუტურად შესაძლებელია.
დონალდ ტრამპი არჩევნებამდე ყველა ინტერვიუების დროს ამბობდა, რომ მას არ აინტერესებს რაიმე სახის ომი ირანთან. ერთადერთი საზრუნავი არის ბირთვული პროგრამა. შეიძლება დაარწმუნოს ისრაელი, რომ ირანთან ომში არ წავიდეს?
- ჩვენ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება გვქონდა, რომელიც 2016 წელს გაფორმდა. ახლა, ირანი კიდევ უფრო ახლოსაა ბირთვული იარაღის ქონასთან. ამასთან, ნეთანიაჰუ ირანს ემუქრება, ეს კი საშინელებაა. ჩვენ მსგავსი სიტუაციები წარსულშიც გვქონდა, როდესაც კლინტონის ადმინისტრაცია მოლაპარაკებას აწარმოებდა ჩრდილოეთ კორეასთან. მოლაპარაკების მიზანი იყო, ჩრდილოეთ კორეას შეეჩერებინა თავისი ბირთვული პროგრამა აშშ-ს მრავალი ქმედების სანაცვლოდ, რაც გულისხმობდა იმას, რომ ამერიკას სანცქიები უნდა გაეუქმებინა, უნდა მომხდარიყო ენერგეტიკული ტექნოლოგიების მიწოდება. კლინტონის ადმინისტრაციამ, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა, შიდა პოლიტიკის გამო ეს პირობები არ შეასრულა. რა მოგვიტანა ამან?! ამან მოგვიტანა ძლიერი ბირთვული იარაღი ჩრდილოეთ კორეაში, კონტინენტთაშორისი ბალესტიკური რაკეტების სიმძლავრის ქონა. ასე რომ, ეს ტიპიური ამერიკული მიდგომაა - მოლაპარაებას ნუ მიჰყვები. რას აპირებს ტრამპი?! - არ ვიცი. მისი ადმინისტრაცია სავსეა მგზნებარე, ისრაელის მომხრე ფიგურებით. მას თავად აქვს ჩანაწერი, რომ ეწინააღმდეგებოდა jcpoa-ს. მისი საუბარი ირანზე ხშირად მკაცრია. მე ვესაუბრე ირანის მაღალჩინოსნებს, მათ მშვიდობა სურთ და ამის ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ტრამპს სურს დაასრულოს ომი უკრაინაში. ვფიქრობ, ზოგადად, ის არ არის დაინტერესებული აშშ-ს რაიმე ახალ ომში ჩართვით. მაგრამ, განაგრძობს თუ არა დიპლომატიას, რომელიც საჭიროა ბირთვული იარაღის გაუვრცელობისა და მშვიდობის მისაღწევად, გასარკვევია. ისრაელი ახლა ცდილობს ურთიერთობა დაამყაროს როგორც მიმავალ ადმინისტარციასთან, ასევე მომავალ ადმინისტრაციასთანაც. ისრაელის დაცვა არ არის ამერიკის ინტერესებში. პრეზიდენტისთვის ამის გაკეთება ძალიან რთულია. მისი პასუხისმგებლობაა, რომ ირანთან ომის დროს ამერიკის უსაფრთხოების დაცვა მოხდეს.
სირიაში მიმდინარე ვითარებამ უზარმაზარი უთანხმოება გამოწვია ირანსა და თურქეთს შორის, რომელიც უზარმაზარი მოთამაშეა ამ რეგიონში. როგორ ფიქრობთ, ასადის დაცემა დააახლოვებს მათ?
- ვფიქრობ, სირია კვლავ იქნება მკვლელობებისა და ბრძოლის ველი. არ მჯერა, რომ ერთიანი სირია იქნება. შეერთებული შტატები ქურთებს მხარს უჭერს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, თურქეთი მხარს უჭერს ჯიჰადისტებს არა მხოლოდ დამასკოს აღების ბოლო მოქმედებაში, არამედ ქურთების ძალებთან ბრძოლაში. ირანს აქვს ასევე ძლიერი ინტერსები. ისრაელმა და აშშ-ს სახელმწიფოებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ასადის დამხობაში. თუმცა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მსგავსი მოვლენები არ მთავრდება რეჟიმის დაცემით. ეს, როგორც წესი, ახალი სამოქალაქო ომის დასაწყისია. ვფიქრობ, ეს სავარაუდოდ სირიაშიც მოხდება.
ჩვენ ვნახეთ ერდოღანისა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შეხვედრა, სადაც ისინი საუბრობდენ სირიის სუვერენიტეტზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა, კიდევ ერთხელ ისაუბრა ამის შესახებ. სირია-აშშ-სა და თურქეთს შორის თამაში როგორ გადანაწილდება?
- ახლა, ახლო აღმოსავლეთში ყველაფერია მოსალოდნელი. ისრაელს უფრო ფართო ომი უნდა და ამაში ტრამპის ჩართვა სურს. ტრამპის მთავრობაში იქნებიან ადამიანები, რომელბსაც ენდომებათ ომი. ყველასთვის ცნობილია, რომ ნეთანიაჰუ ისწრაფის ომისკენ. ასე რომ, სამწუხაროდ, ჩვენს სამყაროში რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილება აყალიბებს ათობით ან ასობით ადამიანის ბედს. სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, სამწუხაროდ, ხმას ამაზე არავინ იღებს. შეიძლება იყოს ომი, აშშ-მ შეიძლება ადვილად აწარმოოს ომი თურქეთის მხარდამჭერ ჯარებსა და ისრაელს შორის. ეს კი გამოიწვევს უფრო ფართო ომს. ნეთანიაჰუ უპასხისმგებლოა და მისი მთავრობა შესაძლოა მასზე უარესიც კი იყოს. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.
ღაზაში ახლა საშნელი სიტუაციაა. თქვენი აზრით, რა იქნება სწორი გადაწყვტილება ღაზაში კონფლიქტის მოსაგვარებლად?
- ჩვენ ერთი ხმა გვაშორებს გადაწყვეტილებასთან, რომელიც მშვიდობას მოიტანს ახლო აღმოსავლეთში. ეს ხმა არის ვეტო, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დააწესა 1967 წლის 4 ივნისს ისრაელ-პალესტინის საზღვართან დაკავშირებით. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ამერიკამ ვეტო დაადო ამას. ჩემი აზრით, ეს არის სწორედ კონფლიქტის საფუძველი. ნეთანიაჰუს დოქტრინა არის ის, რომ არასოდეს აღიარებს პალესტინის საზღვარს. ამის გამო იქნება ომი ყველა მთავრობის დროს. ეს ყველაფერი 30 წელია გრძელდება. ისრაელმა მთელს რეგიონში მოახდინა ომის პროვოცირება, რათა შეცვალოს რეჟიმები, რომლებიც დგანან პალესტინის, ჰამასის და ჰეზბოლას უკან. მშვიდობის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს ომი. და, შეერთებული შტატები არაერთხელ წავიდა ომში ისრაელის სახელით. პალესტინასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სამართალი ოფიციალურ დასკვნას გამოიტანს. ჩვენ შეგვეძლო ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობა დაგვემყარებინა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაუჭირა მხარი პალესტინას და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკას. 172 ქვეყანა ამის მომხრე იყო და მხოლოდ 7 ქვეყანა წავიდა წინააღმდეგ. ესენი არიან: ისრაელი, აშშ, ნაურო, პაპუა გვინია, არგენტინა და პარაგვაი. ეს არის ის 7 ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ს შეადგენს. მსოფლიო მოსახლეობის 91%-მა ხმა მისცა პალესტინის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ეს არის მსოფლიო თანამეგობრობის კონსენსუსი, მაგრამ მას ახლა ვეტო ადევს ამერიკისგან. ახლა ვდგავართ მთავარი ამოცანის წინაშე - გვინდა მშვიდობა თუ ომი.
სირიის კონფლიქტი ჩინეთისთვის იქნება პრობლემა სამხრეთ დერეფნის თვალსაზრისით? ამ ყველაფერში რუსეთ-ჩინეთის როლს როგორ ხედავთ?
- ვფიქრობ, ბრიქსი მიდის მშვიდობიან, მრავალპოლარული სამყაროსკენ. რა თქმა უნდა, ამერიკა საპირისპიროს ამბობს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველამ უნდა გაიგოს რას ნიშნავს აშშ-ს ჰეგემონია. მრავალპოლარული სამყარო ეს არის ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებით დაინტერსებულები არიან ეკონომიკური განვითარებით. ესენი არიან განვითარებადი ქვეყნები. მათ სურთ ცხოვრების მაღალი სტანდარტები, მშვიდობა, არ სურთ ომები. სამხრეთ დერეფნი არის ეკონომიკური პროექტი. სწრაფი სარკინიგზო ხაზი, 5G ინტერნეტი, ეს არის ის, რაც აუმჯობესებს ეკონომიკას. ის, რაც ერებს ანადგურებს და ანგრევს ეკონომიკას, დასავლური ჰეგემონიაა. ის, რომ ამერიკამ რაიმე გზით უნდა წარმართოს მსოფლიო, ეს ილუზიაა.