„ბალტიისპირელები არც ეროვნული მოძრაობის დროს დაგვიდგნენ გვერდში და არც იმ ომების დროს, რაც საქართველომ გადაიტანა“

„ბალტიისპირელები არც ეროვნული მოძრაობის დროს დაგვიდგნენ გვერდში და არც იმ ომების დროს, რაც საქართველომ გადაიტანა“

მთელი ბალტიისპირეთი რატომღაც ჟიგიმანტას პავილიონისებად გადაიქცა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდშია. არადა, წესით, პირიქით უნდა ყოფილიყო. ყველაზე უკეთ ბალტიისპირელებს უნდა სცოდნოდათ, რას ნიშნავს ნატოში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი საქართველოს მდგომარეობა, რომელიც რუსი ოკუპანტის წინაშე მარტოა დარჩენილი. მით უმეტეს, რომ ნატოში 20-წლიანი წევრობის მიუხედავადაც კი, ბალტიისპირეთის ქვეყნები არ მალავენ, რომ რუსული აგრესიის წინაშე თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. 

ესტონეთის პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ელის, რომ ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება ამ მხრივ.

ესტონეთის პრემიერის გადაწყვეტილება უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ესტონელ პოლიტიკოსებს. რიიგიკოგუს კონსერვატიულ-სახალხო პარტიის ფრაქციის წევრი ვარო ვოოგლაიდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნას მიმართავს: რატომ მოქმედებთ სისტემატურად ისე, რომ დააზიანოთ ესტონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და ამით დაარღვიოთ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპი, რომლის თანახმადაც, ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩარევისგან?! ვარო ვოოგლაიდმა, ასევე, დაგმო ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კიდევ ერთი საქციელი და მიმართა მას, ჩვენ გვახსოვს, როგორ წახვედით თბილისში ივნისში ოპოზიციის დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად და საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პარლამენტისა და მთავრობის დამხობისკენ მოწოდებით.

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ კონკრეტული ქვეყნები, განსაკუთრებით, ბალტიისპირელები იმ ხალხს აძლევენ პრეფერენციას, რომელიც შეკვეთას შეუსრულებს, რომ რუსეთის ძალების დივერსიფიცირება მოხდეს საქართველოსკენ და არა ბალტიისპირეთისკენ.

რატომ სჯის ბალტიისპირეთი ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, ბალტიის სამივე სახელმწიფოსთვის მათი სუვერენიტეტი ნულოვანია, რასაც დაავალებენ ევროკრატები, იმას იმეორებენ. ხვალ რომ დაავალონ, იცეკვეთ წითელ მოედანზე, ან მარშით ჩაიარეთო, იმასაც შეასრულებენ.

ტრაგიკომიკურია ბალტიის პოლიტიკოსების მხრიდან სავიზო სანქციებზე საუბარი. საკუთარი ქვეყნების სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებს მიხედონ, გაამაგრონ საზღვრები რუსეთთან, თავდაცვაზე უფრო მეტი დახარჯონ, ვიდრე ოკუპირებული საქართველო უნამუსოდ და უზნეოდ დაამუნათონ. აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის კვალდაკვალ ევროპაც შეიცვლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ და საინტერესო იქნება, როგორ შეინარჩუნებენ სახეს ბალტიის სამარცხვინო პოლიტიკოსები და ევროკრატიის წარმომადგენლები საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნების კუთხით. ამიტომ ახლა რას ამბობენ ვილნიუსში, ტალინში, ბრიუსელში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - ამბობს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ბალტიისპირეთს დავალება აქვს ე.წ. გლობალური ომის პარტიისგან, რომ რაც მათ ვერ მოახერხეს და სულ რაღაც მცირეოდენი დღეები აქვთ დარჩენილი, ამ დღეების განმავლობაში ბალტიისპირელების ხელით გააკეთონ ის, რაც გლობალურმა ძალებმა ვერ განახორციელეს. აქ მთავარია, რომ ბალტიისპირელებს ეშინიათ რუსეთის. როგორ უნდა გიხაროდეს კაცს სხვისი ცუდი, მაგრამ ბალტიისპირელები იმდენს ნუ იზამენ, რომ ორეშნიკი რომ გამოიგონეს რუსებმა, ის არ დააჯდეთ თავში.

ბალტიისპირელები ცოდვას ჩადიან ქართველი ხალხის მიმართ. თუ ასეთი ვაჟკაცები არიან ეს ბალტიისპირელები, მაშინ რას იტყვიან იმაზე, რომ დღემდე გადის რიგაზე, ანუ ლიეტუვის დედაქალაქზე მოსკოვიდან კალინინგრადამდე ჩამავალი გზა?! თუ ბიჭები არიან, დაკეტონ ეს გზა. რატომ ვერ კეტავენ? ლიეტუვას აქვს ყველაზე დიდი ღვინის ვაჭრობა რუსეთთან. ესტონელები რომ მაღალფარდოვნად ლაპარაკობენ, ვნახოთ, რამდენი პროცენტია იქ რუსული მოსახლეობა?! კაია კალასი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, მის ქმარს რამდენი ვაჭრბა ჰქონდა და როგორ გამილიონერდა რუსეთთან ამ ომის დროს?! ესენი არიან გლობალური ომის პარტიის შესტიორკები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რასაც დაავალებენ. ესენი არიან მონური დამოკიდებულების ქვეშ გლობალური ომის პარტიის ხელმძღვანელებთან, რომლებსაც ასე ძალიან უნდოდათ და დღემდე უნდათ საქართველოს ჩართვა ომში და ჩვენი ქვეყნის განადგურება. ეს არის შემსრულებელი ხალხი, -აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოსი ეროვნული მოძრაობის პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ ნუ ვიტყვით, თითქოს იმ პერიოდში ბალტიისპირელები რაიმეში გვეხმარებოდნენ, არც იმ ომების დროს დაგვიდგნენ გვერდში, რაც საქართველომ გადაიტანა. ესენი არიან ე.წ. ვიგოდნიკები, როგორც რუსები იტყვიან. ბალტიისპირელებს ვიგოდნიკობა უნდათ დღესაც, მაგრამ არ გაუვათ.

 

ლაზი ბალტიისპირეთის რესპუბლიკების მდგომარება ნამდვილად არ არის სახარბიელო, არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად.
სურსათისათვის ბელორუსში დადიან და შაბათ კვირას საზღვარზე ატარებენ გადასვლა-გადმოსვლის რიგებში.
შრომისუნარიან მოსახლეობის უმრავლესობა გადახვეწლია ქვეყნიდან .
მატერიალური წარმოება სულს ღაფავს.
პოლიტიკურად კი სუვერენიტეტის ნასახი აღარ გააჩნიათ.
პოლიტიკური ისტებლიშმენტი არაფრით განსხვავდება ჩვენი ენჯეოშნიკებისაგან და ლიბერალურ ფაშიზმზე აქვს სული მიყიდული.
საქართველოზე გაცოფებული თავდასხმები, სწორედ მისი ეროვნული პოზიით არის გამოწვეული.
საქართველომ თუ დაამტკიცა, რომ სუვერენიტეტის შენარჩუნება შესაძლებელია, ეს მათი პოლიტიკური სიკვდილის თოლფასი იქნება, ამიტომ ოველ ღონეს ხმარობენ, რამენაირად საქართველოს ეროვნულ პოზიციებზე მთავრობა დაამხონ და აქაც თავისნაირი ყურმოჭრილი მარიონეტების ხელისუფლებაში მოსვლა მოახერხონ.
ეს მათთვის საკუთარი ტყავის გადარჩენის ერთად ერთი გზაა.
3 საათის უკან