შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ადომლიშვილი დაკავეს.
გამოძიებამ დადგინა, რომ ოთარ ადომლიშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას და ასევე, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდებარე 711 931 კვ.მ მიწის ფართობის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აუქციონზე გატანის, მასში გამარჯვების და ქონებაზე ხელოვნურად ფასის დაკლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 50 000 ლარი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).