ზურაბიშვილის „შეტევის სტრატეგია“ და გაფრთხილება „ოცნებისგან“ - რა ბრალდებით შეიძლება ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას?

ზურაბიშვილის „შეტევის სტრატეგია“ და გაფრთხილება „ოცნებისგან“ - რა ბრალდებით შეიძლება ზურაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას?

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე, ვაბანკზე მიდის. როგორც მან განაცხადა, დასახა „შეტევის სტრატეგია“, სადაც ყველა მიმართულებით იქნება ბრძოლა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და მზად არის, ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს.

აღნიშნული განცხადება მან ორბელიანების სასახლეში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად 21 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ზეწოლა უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილზე, რათა ახალი არჩვენები დანიშნოს, რისთვისაც კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია.

მმართველი გუნდისთვის ცნობილი იყო ზურაბიშვილის განზრახვა ახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა მთვრობის ლიდერები ამბობენ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას ზურაბიშვილს არავინ ეკითხება, ვინადიან ამის უფლება კონსტიტუციით არ აქვს. როგორც ჩანს, ზურაბიშვილა აუხსნეს, რომ ამით კანონს სერიოზულად დაარღვევდა და  გადაიფიქრა.

„ოცნებაში“ ამბობენ, რომ ზურაბიშვილის განცხადებები და მოქმედება კარგად გაწერილი გეგმაა, რომელიც წამოსცდა, ისევე, როგორც გიორგი გახარიას და მიხეილ სააკაშვილს, რომ ყველაფერი 20 იანვრამდე, ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოასწრონ.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ზურაბიშვილი გააფრთხილა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი არ დაარღვევს კანონს და ის 29 დეკემბერს დატოვებს სასახლეს ისე, რომ სახელმწიფო იძულებული არ გახდება, მის წინააღმდეგ სიისხლის სამართლის საქმე აღძრას.

იურისტები for.ge-სთან განმარტავენ, რომ თუკი ზურაბიშვილის 29 დეკემბერს გაგრძელებს ქვეყანაში პროვოკაციის და დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობას, არ დატოვებს ათონელის სასახელს და გაიმეორებს ნიკა მელიას მსგავს სცენარს, როცა ის ენმ-ის ოფისში ოპოზიციის ლიდერებთან და პარტიის წევრებთან ერთად იყო გამარგრებული, მაშინ მის წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, 311-ე მუხლით დაისჯება, რაც გულისხმობს, „უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა ან საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ“. მუხლი გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ სერიოზული არაფერი არ არის ამ ე.წ. გეგმაში, რადგან სალომე ზურაბიშვილს ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, საქართველოში რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს.

"დიფ სთეითი" საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. შესაბამისად, ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საუბარი, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ვერ იქნება წარმოდგენილი. 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ სად გააგრძელებს ის ცხოვრებას გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, რა სცენარიც ვითარდება ამ 1 თვის და ბოლო დღეების განმავლობაში, ის პირდაპირ იყო ასახული,0 პრაქტიკულად, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში. პრემიერის თქმით, ეს არის ის სცენარი, რომელიც დაწერილია ქვეყნის გარეთ.

„ეს არის ის სცენარი, რომელიც დაწერილია ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანები არიან, უბრალოდ, უცხოელი აგენტები, რაც დაუწერეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ პატრონებმა, ზუსტად იმ სცენარს მიყვებიან. აქედანაც ჩანს კიდევ ერთხელ ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ნულოვანი დამოუკიდებლობა. ისინი არიან ჩვეულებრივად უცხოელი აგენტები და აკეთებენ არა იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, არამედ იმას, რასაც ავალებენ უცხოელი პატრონები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზურაბიშვილის ეს განცხადება ოპოზიციის ნაწილშიც გაუგებარი და დაპირისპირების მიზეზი აღმოჩნდა. „სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატურ ჩურჩუტებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვიულის განცხადებები უკვე რაციონალურ პოლიტიკურ ანალიზს სცდება, ვინაიდან ახალი არჩევნები დანიშნოს და საპრეზიდენტო ვადის გასვლის მიღმა დარჩეს, ეს ყველაფერი უკანონობაა და მშვენივრად იცის, რომ თუკი კანონს დაარღვევს, ხელისუფლება კანონიერ მეთოდებს გამოიყენებს.

„სრულად ბოდვით ჟანრშია ის, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა შეხვდეს ბიძინა ივანიშვილი და მან უნდა ითავოს ლეგიტიმაცია საქართველოში და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებები და ისეთივე ტრაგიკომიკური ბრიყვობა, როგორც თავის დროზე ნაცოპოზიცია აცხადებდა ე.წ. ტექნიკურ მთავორბას და რაღაცა კონგრესებს. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ეს სისულელეები არაფრით დასრულდა. ასევე დასრულდება ზურაბიშვილის უკანონო ქმედებები და განცხდებები. ტყუილად ჰგონია, რომ თუკი კანონს დაარღვევს, ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს, რადგან გარე მფრაველები დაიცავენ. მას ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც იმიტომ ელაპარაკებიან, რომ ის თანამდებობაზეა და 29 დეკემბრამდე პრეზიდენტის სტატუსი აქვს. ვადის გასვლის შემდეგ მას არანაირი ფასი არ ექნება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ასეთი ინიციატივა იმ ტრაგედიის შეგრძნებას იწვევს, რა დღეში აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილი აგენტოკრატიის ლაქიობით. დაიჯერა ნაცფაროსნებისგან, რომ რაღაც მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. ის იმ ამომრჩეველსაც კი დაუპირისპირდა, რომელთაც 2018 წელს აირჩიეს. ისიც არა მისი ავტორიტეტის და საზგადოებაში გავლენის გამო, არამედ, იმიტომ რომ მას მხარს „ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი უჭერდა“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებიდან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვები, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაც უცხო ძალების ინტერესში შედიოდა, მაშინდელმა სუსტმა „ოცნების“ გუნდმა კი ეს გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ გვახსოვს კულტურის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა რომ განაცხადა, მის საქმეებში როგორ ერეოდნენ გარე აქტორები. სულ ახლახან კი პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ გიორგი გახარიას შსს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლეს იმის გამო, რომ „დიფსთეითიდან“ იყო პირდაპირი ჩარევა.

„არაფერი აღარ არის უკვე გამოსარიცხი და ეჭვი მიჩნდება, იყო თუ არა ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომა უცხო ძალების მოთხოვნა. მაშინ ჯერ კიდევ სუსტმა „ოცნებამ“ წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, ხოლო ბოლო ორ წელიწადში, როცა მმართველი გუნდი ძალიან ძლიერი გახდა, მის გვერდით დადგა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და მეოთხედ გადამწყვეტი არჩევნები მოიგო, უკვე ყველაფერი დღის სინათლეზე გამოდის. ეს შანტაჟი, შავბნელი ჩარევები საქართველოს შიდა საქმეებში, რა თქმა უნდა, მიწყნარდება და ამ „დიფსთეითს“, სერიოზული პრობლემები შეექმნება 20 იანვრის შედმეგ, როგორც ვაშინგტონში, ასევე ევროპაში. ხოლო როცა ეს გავლენები შესუსტდება, ბუნებრივია,0 საქართველო და სხვა მცირე ქვეყნები, რომლებიც აგენტოკრატიისგან წარმოუდგენელ თავდასხმებს განიცდიან, ეს წნეხი შესუსტდება და თავისუფლების მოყვარე ერი მშვიდად ცხოვრებას განაგრძობს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, მეტი რაღა მტკიცებულებაა საჭირო, როცა ევროკავშირის დიპლომატმა კაია კალასმა განაცხადა, რომ 30 დეკემბრამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება საქართველოში მოხდეს. აბაშიძე ამბობს, რომ გამოდის, სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის მაღალჩინოსანი აქეზებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ყველაფერი უკვე გამჭვირვალეა და აღარც მალავენ.

„მაკკენის ინსტიტუტიდან არ გვესმის ისტერიული შეძახილები, რომ „ოცნების“ დღეები დათვლილია და ა.შ?! გვესმის ასევე, ევროპარლამენტარების აგრესიული შეძახილები, არაფერი არ არის დამალული, რიტორიკა უნისონშია და არანაირი კულისებს მიღმა მოძრაობაც აღარ ხდება. საქართველოში გადატრიალების მოწოყობის პირდაპირი მოწოდებები და კონკრეტული გეგმები გვესმის. ვიღას შეიძლება იმაზე ჰქონდეს ილუზია, რომ ეს არის ქართველი ხალხის თვითგამოხატული პროტესტი და არ არის ეს ყველაფერი მართული“, - ამბობს აბაშიძე.

მარბიელი ზურაბიშვილს , ხაზარაძესმ სააკაშვილს, გვარამიას და სხვა ჭიაღუებს ისე არ დაემართოს, როგორც იმ გოჭს, რომელიც გასუქდა და ტყეში წავიდა მგელზე სანადიროდ!
3 საათის უკან
მარბიელი შემირცხვენია ის ჯარისკაცი და ოფიცერი მევახშე ხაზარაძის მოწოდებას რომ აყვება, მაგრამ ... როცა ტიპი გამოდის და აკეთებს მოწოდებას ჯარისადმი, რომ არ დაემორჩილონ ... რომ ფიცი არ დადონ ... ეს სისხლის სამართლის დანაშაულია!
და ამ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს ჩამდენმა!
რამდენის მსგავს სირობას "პოლიტიკური განცხადება" დაარქვა ოცნებამ სრულიად არასწორად, იმდენი ცუდად დაუბდუნდა უკან!
2 საათის უკან
კანუდოსელი ხოდა, აღიძრას საქმე ხაზარიანის წინააღმდეგ, როდემდე შეიძლება შერჩეთ დანაშაული?! დაუმორჩლებლობისა და ჯანყისადმო მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაული რომ არის, "ოცნებამ" სხვაზე უკეთ იცის, მაგრამ სუსტები არიან, ბოლომდე ვერ არიან მიმწოლები, მაინც აფრთხობთ ევროპის რეაქციები. ის კი არა, მდინარაძემ პირის მოწმენდა სცადა კობახიძისთვის, ეს მუქარა არ იყოო. მუქარა კი არა, მეტი უნდა იყოს, რომ ვერ გაბედოს გამოჩერჩეტებულმა დედაბერმა და ნაცსექტამ ქვეყნის ჯანჯღარი.
2 საათის უკან
Gami ნაცფაროსნები!
2 საათის უკან