ადამიანის გაახალგაზრდავების პროცესში წითელ ღვინოს და C ვიტამინს სოიამ აჯობა. სოუსი, რომელიც სოიის ფერმენტაციის შედეგად მიიღება, ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ათჯერ მეტი აქტიურობით აფერხებს ორგანიზმის უჯრედებში ჟანგვის პროცესს, ვიდრე ღვინო და ვიტამინი.
წითელი ღვინო, ხილი და ბოსტნეული შეიცავს ელემენტებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევს არასტაბილურ ატომებს ორგანიზმში, ანუ ეს არის, ეგრეთ წოდებული, თავისუფალი რადიკალები, რომლებიც ადამიანის უჯრედისებსა და ქსოვილებს ანადგურებს.
სწორედ ამ რადიკალებს უკავშირდება დაბერების სწრაფი პროცესი და სხვადასხვა მძიმე დაავადების წარმოქმნა.
სოია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, თუმცა, არც ბევრი ვარგა, მასში დიდი რაოდენობით მარილის შემცველობის გამო. ასე რომ, მიირთვით სოია ზომიერად და იყავით ჯანმრთელი და ახალგაზრდა დიდხანს.