სანქციები, როგორც პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტი

სანქციები, როგორც პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტი

პრემიერ-მინისტრის შემდეგ, უკვე აშშ-მა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და გლობალური „მაგნიტსკის სია“ში შეიყვანა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ვახტანგ გომელაურს, სულხან თამაზაშვილს, მილერი ლაგაზაურს, ზვიად ხარაზიშვილსა და ალექსანდრე დარახველიძეს დაუწერა სანქციები, რომელიც მოიცავს აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, სანქციებში იგულისხმება განსაზღვრული პირებისთვის მთლიანი ქონების და იმ ქონებაში ინტერესების დაბლოკვა, რომელიც აშშ-ში მდებარეობს ან ამერიკელი მოქალაქეების ფლობაში და განკარგვაშია. ასევე, იბლოკება ნებისმიერი საკუთრება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, ცალ-ცალკე ან მთლიანობაში, 50%-ით ან მეტად სანქცირებული პირების კუთვნილებაშია.

„საქართველოს არჩევნების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკვანძო ოფიციალური პირები ჩართული იყვნენ სასტიკ და ბოროტ ზეწოლაში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათ შორის განზრახ ჟურნალისტების სამიზნეში ამოღებასა და ძალადობის გამოყენებაში. შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის, რომ პასუხი აგონ მათ, ვინც ცდილობს თავისი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვასა და ფუნდამენტური უფლებებისთვის ძირის გამოთხრას - საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის მოვალეობის შემსრულებელის მოადგილემ, ბრედლი სმიტმა.

უკვე დასანქცირებულ პირებს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, შეაჩერდა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პროგრამებისთვის და შეზღუდა ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“.

„დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლება შეძლონ თავისი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება. ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით და განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლამმიმ.

აი, ასეთია ევროპული დემოკრატია. მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა იყოს დასავლეთის კოლონია; უკრაინის პრეზიდენტის მსგავსად ქვეყანა არ ჩართო რუსეთთან ომში; მიიღო კანონი უცხოური გამჭვირვალეობისა და ლგბტ-ს პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთმა აამოქმედა მეხუთე კოლონა, რომელთა ხელით აწყობენ სახელმწიფო გადატრიალებას.

მეტიც, მაგალითად, მაკკეინის ინსტიტუტმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დრომდე რუსთაველის გამზირე მიმდინარე აქციას მსხვერპლი არ მოჰყვა. ეს ის დასავლეთია, რომელმაც ჯერ ტერორისტად გამოაცხადა აჰმედ ალ-შარაამი, მაგრამ დღეს, როცა დასავლეთის და აშშ-ის პოლიტიკას დასჭირდა, გახდა თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერი.

პოლიტიკური ზეწოლისა და სანქციების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის ულტიმატუმის შესრულებაზე უარს აცხადებს და მშვიდად ელოდება მნიშვნელოვან მოვლენას, როდესაც აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი ოფიციალურად შეუდგება უფლება-მოსილების შესრულებას. საქართველოსა და აშშ-ს შორის შუამავალი სახელმწიფო არის უნგრეთი და მისი პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი.

შესაბამისად, 20 იანვრამდე გაკოტრებული პოლიტიკური ჭინკები ცდილობენ საქართველოში ვითარების რადიკალიზაციას, რის საშაუალებას მათ სწორედ გომელაურისა და ლილუაშვილის უწყება არ აძლევთ. რა თქმა უნდა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მიესალმა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური პარტნიორი, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი და აცხადებს, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა, რაც შეიძლება მალე უნდა მიბაძონ აშშ-ს და გაერთიანებულ სამეფოს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს, რომ ბრიტანეთმა შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინაციით მიიღო. მისი თქმით, უკვე დიდი ხანია ბრიტანელები იანკების ვეზირები გახდნენ, ასე გაამწესა ისტორიამ.

„ბრიტანეთმა („დიდი“ აღარაა კარგა ხანია!) ჩვენი შსს ხელმძღვანელობის დასანქცირებისას აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-სთან კოორდინაციით მიიღო.

ბარემ ეთქვათ, რომ მათი ზეგავლენით და მითითებით, რადგანაც უკვე დიდი ხანია ბრიტანელები იანკების ვეზირები გახდნენ. ასე გაამწესა ისტორიამ. თან თითქოს არ ენახოთ როგორ იქცევა ევროპაში პოლიცია, როდესაც მომიტინგეები ძალადობენ. ესეც სანქციების იმ ცნობილი სერიალიდან არის, რაც ბოლო წლებია მათი სპორტი გახდა საქართველოსთან მიმართებაში. ბოლოს, ჩვენებურად ვიტყვი „ფეხებს ვერ მოგვჭამენ !!!“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის შეფასებით, ამერიკელი „სანქციონერების“ საუკეთესო ტრადიციებში, აქაც ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე, რაც, როგორც მინიმუმ, საქართველოში ელჩის მხრიდან განმარტებას მოითხოვს. მისი თქმით, ასევე საინტერესო იქნება ბრიტანელი დიპლომატის მიერ პოლიციური სისტემის მუშაობის გამოცდილების გაზიარება საკუთარი ქვეყნის მაგალითზე.

„ბოლო წლების განმავლობაში, ლონდონის პოლიცია წააწყდა უამრავ სერიოზულ ბრალდებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ოფიცრების მხრიდან არასათანადო ქცევის შესახებ, თუმცა მათი მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ არაფერი გვსმენია. ბევრი ფაქტი რომ არ განვიხილოთ, თუნდაც სამით შემოვიფარგლოთ. 2005 წელს ბრაზილიელი ელექტრიკოსი ჟან შარლ დე მენეზესი შეცდომით მიიღეს ტერორისტად და პოლიციამ ის დახვრიტა ლონდონის მეტროში. ამ ტრაგიკულმა ინციდენტმა გამოიწვია ფართო საზოგადოებრივი პროტესტი და კრიტიკა „სკოტლანდ იარდის“ მიმართ არასწორ იდენტიფიკაციისა და ძალის გადამეტებული გამოყენების გამო.

 2021 წელს პოლიციელი უეინ კაზინსი გაასამართლეს 33 წლის სარა ევერარდის გატაცების, გაუპატიურებისა და სასტიკი მკვლელობის გამო. ამ დანაშაულმა ფართო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და პოლიციისადმი ნდობა ეჭვქვეშ დააყენა. ცოტა ხნის შემდეგ, კიდევ ერთმა ოფიცერმა, დევიდ კერიკმა, აღიარა სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების არაერთი ინციდენტი, რომელიც მან ჩაიდინა მრავალი წლის განმავლობაში და იყენებდა თავის სამსახურეობრივ პოზიციას მსხვერპლთა დასაშინებლად.

ამ შემთხვევებმა სკოტლანდ იარდის მიმართ ნდობის სერიოზული კრიზისი გამოიწვია, თუმცა არც ერთი თანამდებობის პირი არ დასანქცირებულა. საზოგადოების ზეწოლის საპასუხოდ, პოლიციის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ფართო შიდა გამოძიება დაეწყო. 2023 წლის მონაცემებით, 1600 თანამშრომელს ჩაუტარდა შემოწმება, 1000-ზე მეტ პოლიციელს კი დროებით შეუჩერდა სამსახური.

2023 წლის სექტემბერში ამას მოჰყვა პოლიციელთა საპასუხო პროტესტი: ასზე მეტმა შეიარაღებულმა „სკოტლანდ იარდის“ ოფიცერმა იარაღი დაყარა მას შემდეგ, რაც მათი ერთ-ერთი კოლეგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილ მკვლელობაში დაადანაშაულეს. მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ექსტრემალურ პირობებში მათ მიერ მიღებულმა ყოველმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში და ქვეყნის ცალკეული ინსტიტუტების საქმიანობაში უხეში ჩარევა იმ კოლონიალური პოლიტიკის აჩრდილია, რომელსაც დიდი ბრიტანეთი თავისი ვასალების მიმართ წარმართავდა. საკითხავი ერთია - კოლონია ვართ თუ სახელმწიფო?! ამის ყველაზე მარტივი ტესტია - ელჩის დაბარება განმარტებების მისაღებად და ადეკვატური პასუხის გაცემა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მარბიელი არჩევნების შემდეგ ჩემს საახლობლოში დაახლოებით 15 ადამიანით იმატა ოცნების მხარდამჭერებმა ძირითადად ხაზარაძის, გვარამიასა და გახარიას მხარდამჭერების ხარჯზე; ევროპა კვლავინდებურად ყველას უნდა, მაგრამ ევროკავშირის მომხრეთა რიცხვმა კიდევ მეტით, დაახლოებით 25-ით იკლო!
ოცნება ისაა, რაც იყო, მაგრამ "მშვიდობიანი აქციები" აღიზიანებს ადამიანებს!
ხალხს აღიზიანებს, რომ თვალში ნაცარს აყრის ევროკავშირის ჩინოვნიკობა და ბაიდენის გეი ბიუროკრატია
18 საათის უკან
მარბიელი ხალხს აღიზიანებს, რომ ქუჩაში გამოსულებს მოიხსენიებენ არა როგორც "ხალხის ნაწილს", არამედ როგორც "ქართველ ხალხს"... პოლიციას ექომაგება ადამიანები, რომელთაც მათი ატანა არ ჰქონდა ...
18 საათის უკან