„20 იანვრამდე ვითარების გაუარესებას ველოდები - ოპოზიციას სჭირდება ერთი გვამი, რომ ამის ნიადაგზე ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს“

„20 იანვრამდე ვითარების გაუარესებას ველოდები - ოპოზიციას სჭირდება ერთი გვამი, რომ ამის ნიადაგზე ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს“

ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის  ადმინისტრაცი ვადის ამოწურვამდე და ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთი თვე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლა არსებობს და მმართველი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შესახებ საუბრობენ, ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მომავალი წლის 20 იანვრიდან ვითარება რადიკალურად შეიცვლება და როგორც საქართველო-აშშ-ის ურთიერთიბები, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა შეიცვლება, გადაიტვირთება და დასტაბილურდება.

თუმცა, მანამდე, ამ ერთი თვის განმავლობაში, ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა მეტად დაიძაბება და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, მხარეთა შორის ურთიერთობები შესაძლოა, მეტად გართულდეს და აირიოს. როგორც მმართველი ძალის წარმომადგენლები ამბობენ, ბაიდენის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ ძალიან გართულებული ურთიერთობები დატოვოს საქართველოსა და აშშ- შორის.

აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, წაგებული მთავრობა ცდილობს, რომ ძალიან გართულებული ურთიერთობები დატოვოს საქართველოსთან. თუმცა სამი მთავარი ინტერესის დამთხვევა ორ ქვეყანას შორის დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის პირობებში, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა უფრო გაიოლდება, - განაცხადაქართული ოცნებისაღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, თავადნაცებიდანაცებთანმოღალატეები აღიარებენ, რომ ის, რაც დაგეგმილი იყო საქართველოში, მოუწიათ, ამ გეგმების ადრე გადატანა და ამ ენერგიის ადრე დახარჯვა, ვიდრე 16-20 დეკემბერი დადგებოდა. მდინარაძის განმარტებით, ეს იყო მათთვის პირველი ფაზა და მეორე ფაზა 16-20 დეკემბრის მოვლენებზე დაყრდნობით ქვეყანაში სიტუაციის არევა იყო. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ რადგან რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს 20 იანვრამდე უნდოდათ ამ ნარატივის ბოლომდე გატარება და ამით ქვეყნის აყირავება, .. 20 იანვარი მათი აღიარებითაც არის ის თარიღი, როდესაც უკვე ჩნდება გაცილებით დიდი შანსი სიტუაციის და ურთიერთობების გადატვირთვის.

ანალიტიკოსი, ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 20 იანვრიდან საქართველოსა და აშშ- შორის ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, თუმცა მანამდე მოსალოდნელია, რომ მდგომარეობა უფრო მეტად დაიძაბოს. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ოპოზიციას საქართველოში დესტრუქციის მოსაწყობად ერთი გვამი სჭირდება.

20 იანვრიდან ურთიერთობების გადატვირთვა იქნება. ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკას სჭირდება საქართველო და საქართველოს სჭირდება ამერიკა. უბრალოდ, აუცილებელი არის იმ სიტუაციის ცვლილება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში, რომელიც ფაქტობრივად, მომხდარია - ცდილობენ, რომ აშშ- ახლადარჩეულ პრეზიდენტს დაუტოვონ ისეთი მძიმე პრობლემები, რის გადაჭრასაც ტრამპის ადმინისტრაციის ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

20 იანვრამდე ვითარების გაუარესებას ველოდები. ოპოზიციას სურს არსებული ვითარების უფრო მეტად დაძაბვა - მათ სჭირდებათ ერთი გვამი, რომ ამის ნიადაგზე ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, სხვა შემთხვევაში მათ ხალხი ქუჩაში ვერ გამოყავთ. ოპოზიცია ირბენს იქით-აქეთ და ეცდება ვინმეს მსხვერპლად შეწირვას. მჯერა, რომ პროცესები მიდის სიკეთისკენ, მაგრამ კვლავ 100 თვალი და 100 ყური უნდა გვქონდეს, რომ კიდევ რაიმე უბედურება არ გამოიწვიონ ამ სუბიექტებმა, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელის შეფასებით, ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოში ვითარების ასარევად ვადა 20 იანვრამდე აქვთ - ვიდრე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეიცვლება.

შეიძლება ვითარება ამ ერთ თვეში კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციას სურს ისე წავიდეს თეთრი სახლიდან, რომ შემდეგ იმ სახლში ბევრი რამ არეული და დასალაგებელი გახადოს - ამ სახლში ვგულისხმობ მთელ მსოფლიოს - იმისთვის, რომ ტრამპს გაუჭირდეს მყარად ფეხზე დადგომა. ერთ-ერთი ასეთი ფრონტი ტრამპთან ბაიდენისთვის არის საქართველო.

ლიბერალები ცდილობენ საკუთარი საყრდენი წერტილები გაიკეთონ, რომ 4 წლის შემდეგ დაკავებული ჰქონდეთ, რაც შეიძლება მეტი წერტილი, ერთ-ერთი არის საქართველო, როგორც გეოპოლიტიკურად საკვანძო წერტილი. ამიტომ უნდათ აქ ბატონი სააკაშვილის გუნდი, რომელმაც გამოაცხადა, რომ 20 იანვრამდე აქვთ ვადა, ანუ ტრამპის მოსვლამდე, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.