ყველაზე მკაცრი კანონი მოწევის წინააღმდეგ

ყველაზე მკაცრი კანონი მოწევის წინააღმდეგ

ცოტა ხნის წინ ფინეთში ძალაში შევიდა მსოფლიოში ყველაზე მკაცრი კანონი მოწევის წინააღმდეგ.

„ახალი კანონი ზღუდავს თამბაქოს ნაწარმის არსებობას მარკეტების თაროებზე და საერთოდ კრძალავს მოწევის გავრცელებას ბავშვებსა და ახალგაზრდებში“, - განაცხადა ფინეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ახალი კანონით, ამ ქვეყანაში აკრძალულია 18 წლამდე ასაკის პირებზე თამბაქოს ნაწარმის არა მხოლოდ გაყიდვა, არამედ ნებისმიერი მეთოდით გადაცემაც კი.

„არასრულწლოვანზე გაყიდული ერთი სიგარეტიც კი დანაშაულია!“ - ამ კანონის მიხედვით, აკრძალულია მოწევა ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც განკუთვნილია სასეირნოდ. ამას გარდა, სასურველი არაა მოწევა საცხოვრებელ მასივებსა და ქუჩებში, სადაც ბევრი ხალხი იყრის თავს ან მოძრაობს.

ამასთან, კანონი ავალდებულებს სასტუმროების მფლობელებს, ჰქონდეთ მწეველებისთვის ცხრაჯერ უფრო ნაკლები დონის ნომრები, ვიდრე არამწეველი მდგმურებისთვის. შეუძლებელი იქნება თამბაქოს ნაწარმის შეძენა ინტერნეტით. სრულიად გაქრება თამბაქოს პროდუქცია მაღაზიების თაროებიდან.