პარლამენტის ყოფილი დეპუტატი საცხოვრებლიდან გამოაგდეს

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი საცხოვრებლიდან გამოაგდეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ყოფილი დეპუტატის, ჯემალ საჯაიას ოჯახის წევრების წყნეთში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების ფაქტით დაინტერესდება.

საკითხი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ლევან ვეფხვაძემ დააყენა. სხდომის წამყვანმა გიგი წერეთელმა დეპუტატის ინიციატივა გაიზიარა და საპარლამენტო კომიტეტს შესაბამისი დავალება მისცა.

ვეფხვაძის თქმით, საჯაია სახლიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოასახლეს, მისი მეუღლე ნაცემია, დეპუტატი კი გასული კვირიდან შიმშილობს.

- აღნიშნულ სახლთან დაკავშირებით სასამართლო დავა ერთ–ერთ ფიზიკურ პირთან დიდი ხანია, მიმდინარეობს. მისი გამოსახლების სამართლებრივი საფუძვლები შესაძლოა არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზრზენია გამოსახლების ფორმა! - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ, რომლის ინიციატივის მოსმენის შემდეგ გიგი წერეთელმა პარლამენტის შესაბამის კომიტეტს საკითხის შესწავლა დაავალა.