„მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, თუ პარტია მომთხოვს ამას“, - ამ იდეოლოგიის მატარებლები რუსთაველის გამზირზე ორ კვირაზე მეტია აქციებს მართავენ, თითქოს ხელისუფლებამ უარი თქვა ევროპულ კურსზე. სინამდვილეში კი, აქცია დიდი ხანია გასცდა კანონის ჩარჩოებს და მიიღო რადიკალური ფორმა. ვინ დგას რუსთაველზე და რას აპროტესტებენ რეალურად რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა.
ჩვეთან საუბრისას ექსპერტი დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს სექტანტთა მონაწილეობა ამ პროცესებში. ბატონო ედიშერ, როგორ ფიქრობთ, რა ჯგუფი დგას დღეს რუსთაველის გამზირზე? ინდივიდუალურად რომ გაესაუბრო ამ აქციის მონაწილეებს, ამბობენ, რომ ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და ამ დროს, ამ შეკრების ორგანიზებას აკეთებენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებში არიან ჩართული.
ედიშერ გვენეტაძე: ცალსახად ვლაპარაკობ, რომ ესენი გადაქცეული არიან სექტად. ესენი არიან იმ ძალის წარმომადგენლები, რომელსაც ერქვათ ტროცკისტები. 20-იანი წლებში შობა-ახალი წელი აკრძალეს ტროცკისტებმა. ბავშვებს უკრძალავდნენ შობა-ახალი წლის აღნიშვნას. სხვა რა არის ის, რასაც 14 დეკემბერს საქართველოში ვხედავთ?! ნახეთ რა თქვა ვაშაძემ - „მშობლებს დაუპირისპირდითო“. სხვას არაფერს აკეთებდნენ ტროცკისტები. ტროცკის სიტყვებია: 15 წლის ზემოთ ვინც არის, ყველა დავხვრიტოთ, დანარჩენი კი ავღზარდოთ კომუნისტური სულისკვეთებითო.
ტვ.პირველზე ახალგაზრდა ადამიანი ლაპარაკობდა, რომ ეკლესიებია დასახური და დასაკეტიო. ერთი სიტყვა უნდა და იტყვიან დასანგრევიაო. დიახ, ასე ხდებოდა ტროცკის დროს. ჯერ დაკეტეს ეკლესიები და მერე დაიწყეს მისი ნგრევა და სასულიერო პირების დაკავება და დახვრეტა. გაგახსენებთ ეკა მიშველაძის განცხადებას, რომელმაც ზაფხულის აქციებზე როდესაც არასამთავროები და მედიების რევოლუციას აწყობდნენ ასეთი სიტყვები გააჟღერა: პატრიაქრი დააპატიმრეთ და მღვდლები გაკრიჭეთო. სხვას კი არაფერს აკეთებდნენ ტროცკისტები. ამიტომ ვამბობ, რომ დიახ, ესენი არიან ტროცკისტები, ტროცკის იდეოლოგიის მემკვიდრეები.
ანუ, იდეოლოგიური მსგავსება არის ტროცკისტებსა და აკერმანის მოსწავლეებს შორის?
- რა თქმა უნდა. მაგალითი მინდა გითხრათ, რა უქნეს ტროცკისტემა ჩემს სოფელში უგანათლებულეს ადამიანს, მღვდელს, ტარასი თევზაძეს. ეს მოხდა 1923 წელს. კაცი, რომელსაც უმანის სასწავლებელი ჰქონდა უკრაინაში დამთავრებული, ჯერ დაიჭირეს და მერე გაპარსეს. ეს ადამიანი ამის მერე ცხენზე დაჯდა, გული გაუსკდა და ცხენმა მიიყვანა სახლში. მეტი რა გაუკეთეს მამა შალვა კეკელიას?! ის ეკლესია, სადაც მსახურობდა მღვდელი თევზაძე, მერე დაანგრიეს. ვინც დაანგრია და ჯვარი გადმოაგდო ეკლესიიდან, მრევლი წყევლიდა ასეთი სიტყვებით: კისერი მოგტყდაო. იცით რა მოხდა? ჩამოვიდა ტაძრის სახურავიდან და კისერი მოექცა, სამი წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი და პირდაპირი მნიშვნელობით, მატლებდასეული გარდაიცვალა. მეტიც, ვინც ამ ეკლესიის დანგრევას ხელმძღვანელობდა, მისი ოჯახი ამოწყდა. თვითონ წამებით მოკვდა. მისი გოგოები სკოლაში მუშაობდნენ და იქ ათენებდნენ ღამეს. სკოლას ცეცხლი გაუჩნდა და ორივე ცოცხლად ამოიწვა. აი, ეს მოხდა. ეს ყველაფერი დოკუმენტალურად მაქვს წიგნად გამოცემული. ისინი არსად არ გამქრალან, აქ არიან და იკრიბებიან რუსთაველზე. ნახეთ რა თქვა ნინო ჯანგირაშვილმა - „შეეშინდათ და წავიდნენო“. როგორ წყურიათ სისხლი ქართველებს შორის. ხომ ვხედავთ როგორი სიტუაცია არის რუსთაველის გამზირზე. ერთი თქვას ამერიკის ელჩმა და დასრულდება იმათი აქციები.
ანუ, აშშ-ის ელჩი მართავს ამ პროცესებს?
- ამერიკის ელჩი არის კაჟაია ბულავა - აუქნევს ხელს და ყვირიან ბაღნები. დიახ, ამერიკის ელჩი მართავს პროცესებს. დაწიოს ფარდა და დამთავრდება ყველაფერი. ამის ორგანული ნაწილი იყო მაკრონის განცხადება, რომლის ქვეყანაში ყვითელჟილეტიანების აქციაზე 23 კაცი მოკლეს და ჩვენ გვითითებენ ესენი რამეს?! მაგრამ აქ „უსტავში“ აქვთ დაწერილი - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მათ მიერ მართული ხელისუფლებით. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ფულია ჩადებული, ამ ტერიტორიების გადანაწილება უნდათ. პირდაპირ გათქვა გახარიამ ესენი - ჩვენ 20-მდე უნდა ვიმოქმედოთ, თორემ მერე დედა გვაქვს ნატირებიო.
33 წლის შემდეგ ზუსტად მეორდება 1991 წლის მოვლენები, რომელიც ჩემს თვალწინ ვითარდებოდა. ერთი აკლია მარტო, რუსთაველი ჩახერგილი არ არის მანქანებით და კიტოვანი ზღვაზე არ არის გასული, რასაც მოჰყვა ის, რაც ვნახეთ. ნახეთ, როგორი პარალელებია - „მხედრიონის“ მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბება უნდათ, ე.წ. ვითომ დამცველები. ერთი, ერთზე მეორდება პროცესები. სხვათა შორის „მხედრიონს“ არ უკადრებია და ეკლესიას, ჯვარს და მღვდელს არ შეხებია. ისინი ბავშვებს არ უკრძალავდნენ ნაძვის ხის ანთებას. იგივე იმ ოპოზიციიდან ვინმეს თავში გაუვლიდა, რომ ბავშვებისთვის ნაძვის ხის ანთების უფლება არ მიეცათ?! - არა. ესენი არიან უსაშინლესი ძალები.
სხვათა შორის, როდესაც პარალელებზე ვსაუბრობთ, მაშინ ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდნენ რეჟისორები, მწერლები, მხატვრები, იგივე ხდება დღესაც...
- მაშინ, მართლა რეჟისორები იყვნენ. უდიდესი რეჟისორი იყო გიგა ლორთქიფანიძე, გიზო გაბისკირია. უდიდესი მსახიობები იყვნენ რამაზ ჩხიკვაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და ა.შ. ამათ შეედრება ესენი? ეს ე.წ. რეჟისორები, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ რეჟისორები და მსახიობები არიან, ვის უნახია ამათი რეჟისორობა, ან მსახიობობა? მაგრამ ნახეთ, ეს ე.წ. მსახიობები და რეჟისორები იმდენად „დავერბოვკებული“ ჰყავთ, რომ ითმინეს, ითმინეს და მაინც მიიყვანეს იქ. უნდა დავასახელო: ქეთი დოლიძე, ჟანრი ლოლაშვილი, მურმან ჯინორია, ლეო ანთაძე, ირმა სოხაძე. თქვენ წარმოგიდგენიათ, იმდენად „დავერბოვკებული“ ჰყავთ ეს ხალხი, რომ ღმერთმა დიდხანს აცოცხლონ, მაგრამ ცალ ფეხზე ცხვარი ჰყავთ მობმული და მაინც იძახიან იმას, რასაც ჩასძახებენ. ერთი რეჟისორი ჰყავთ, იქიდან დირიჟორი ჯოხს უქნევს და ესენიც მოქმედებენ.
როგორ ფიქრობთ, ამ ვითარებაში რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ სიტუაციის განმუხტისათვის?
- ეს არის ის ძალა, რომელმაც 20-იან წლებში წალეკა საქართველო, რომელმაც დააწერინა მწერლებს ლექსები. ე.წ. პოეტები და მწერლები რომ გვყავს, იგივე კოტიკა ყუბანეიშვილის მეთაურობით, დააწერინა ასეთი ლექსი: „მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, თუ პარტია მომთხოვს ამას“, რაც დღეს ვაშაძემ გაიმეორა. იყო ასეთი მწერალი კონსტანტინე ლორთქიფანიძე, რომელსაც აქვს ერთი ნაწარმოები, „კოლხეთის ცისკარი“ დაწერილი, ლექსი დაუწერა იმ მანქანას, რომლითაც დასახვრეტი ხალხი გადაჰყავდათ. იგივე ხდება დღეს. დააბულინგეს ქალი, რომელიც ბავშვთან ერთად იყო, იმიტომ რომ აქციას არ შეუერთდა, ეუბნებოდნენ, რომ დედობის ღირსი არ ხარო. ესენი არიან სპეციალურ ლაბორატორიებში დამუშვებული ადამიანები.
მიკვირს, როგორ ვუძლებთ ამას. ან თუნდათ, ლარი როგორ უძლებს ამას. ეს გათვლილი არის ლარის ჩამოქცევაზე, ჯარში სიტუაციის შეცვლაზე. საშინელი გათვლები აქვთ. ამაში ძალიან დიდი ფულებია გადახდილი. თუ შესრულდა დავალება, რომელიც გაცემულია, ჩვენ გაგვსრესენ და შემთხვევით არ ვხმარობ ამ სიტყვას, გაგვგლეჯენ ისე, რომ სირია მონაგონი იქნება. აქ ამუშავდება 1921 წლის ხელშეკრულებები, ზოგს ზღვაზე გასვლა უნდა და ზოგს ხმელეთის შემოერთება.
ის ჩდრილოელი მეზობელი ამას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, გამორიცხულია. ვიმეორებ, აქ თუ შესრულდა ის დავალება, რომელიც მიღებული აქვთ რუსთაველზე გამოსულებს, მაშინ ჩრდილოეთ კავკასიას ექნება მუდმივი საფრთხე და ამას ის ჩრდილოელი მეზობელი არ დაუშვებს, გამორიცხულია. არ მალავენ, პირდაპირ ლაპარაკობენ. ეს არის ცეცხლთან თამაში. როგორმე მშვიდობიანად უნდა მივიდეთ 20 იანვრამდე და მერე ბევრი რამე შეიცვლება.
ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ ფატალური შეცდომა არ დაუშვას, რადგან, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს ხელისუფლებას დააბრალებენ. მომართული ჰყავთ ტელევიზიები და ეს ე.წ. ჩამპალი ჟურნალისტები, რომლებიც ფულისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ბეწვის ხიდზე კი არა, ბეწვი რომ შუაზე გავყოთ, აი, მაგაზე გავდივართ.