უკანსკნელი ტანგო სტრასბურგში

უკანსკნელი ტანგო სტრასბურგში

სალომე ზურაბიშვილის გამოსამშვიდობებლი გამოსლა ევროპარლამენტში - როგორც ცნობილია, ის უკვე სტრასბურგშია და 18 დეკემბერს ევროპარლამენტის სხდომას დაესწრება, სიტყვით გამოვა და შეხვედრებს გამართავს.

ოფიციალური მიწვევა სალომე ზურაბიშვილმა რობერტა მეცოლასგან მიიღო. დილით ოფიციალური ტექსტიც გამოქვეყნდა, სადაც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ მეცოლამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მომავალ სესიაზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვია.

ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტს მმართველი გუნდის შეფასებით, არანაირი ეფექტი არ ექნება.

ზურაბიშვილის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტმა ვებ-გვერდზე დღის მეორე ნახევარში ჩაასწორა და მიუთითა, რომ რობერტა მეცოლამ სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილი არა როგორც ყოფილი, არამედ როგორც მოქმედი პრეზიდენტი მიიწვია. ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტი ოპოზიციური პარტიებისთვის იმის დასტურია, რომ ევროპარლამენტი საქართველოში ლეგიტიმურად მხოლოდ მას მიიჩნევს.

ხელისუფლებისთვის კი ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია 29 დეკემბერს სრულდება, მაშინ, როდესაც საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. უფლებამოსილების შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე კი ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამგზავრება მთავრობის მეთაურისთვის მარტივ პერფორმანსს ჰგავს, რომელსაც ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში მოვლენების განვითარებაზე გავლენა ვერ ექნება.

„მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს საკუთარი გამოსვლა. რა თქმა უნდა, ასეთი მარტივი პერფორმანსებით ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენენ კონკრეტული ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, რეალურად, ქალბატონმა კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა, რომ 29 დეკემბერს გადის მისი უფლებამოსილების ვადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და ჩაანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

„უკვე დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მე-7 წელი. მე-7 წელი დაიწყო, რაც ის არის პრეზიდენტის თანამდებობაზეა. ასეთ დროს, ის რომ თავს აცხადებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არ ვიცი. ერთ ქვეყანაში არ შეიძლება, სამი დე-ფაქტო პრეზიდენტი გვყავდეს. თავს უთანაბრებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს. სერიოზულადაც არ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კაია კალასის განცხადებამ მის ამ მცდელობას ხაზი გადაუსვა. არ მგონია, რომ რაიმე გართულებები მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და ჩაანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მე მაინც მგონია, რომ გამოვა, არავითარი გართულება არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები ზუსტად ჰგავს 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის საქციელს, რომელიც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცდილობდა, რაც შეიძლება მეტ მივლინებაში წასულიყო. ქართველიშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლა პოლიტიკურად არაფერს არ ნიშნავს. ეს იქნება ე.წ. გულისამაჩუყებელი გამოსამშვიდობებელი სიტყვა, რომლისგან ევროპარლამნეტარების სანახაობას შექმნიან.

„ზურაბიშვილი ცდილობს, ე.წ. პაესდკებით მაქსიმალურად შეეცადოს, რომ ხელისუფლებას და ქართველ ხალხს უკანასკნელი დარტყმა მიაყენოს. ამას კი არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ზურაბიშვილს სულ რამდენი დღე დარჩა და მის მაქსიმალურად გამოყენებას ეცდება. ეს იქნება ე.წ. გულისამაჩუყებელი გამოსვლა და დღევანდელი ბრიუსელი ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდება. ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე და ა.შ. ყველაზე კარგი გამოსავალი, ალბათ, ზურაბიშვილისთვისაც და ქართველ ხალხისთვისაც იქნებოდა ის, რომ ის აღარ დაბრუნდეს საქართველოში. უბრალოდ, მან გამოიყენოს ეს ერთადერთი შანსი ქვეყნის დატოვების და საფრანგეთში წავიდეს. ალბათ, ეს ყველაზე დიდი გამოსავალი იქნება მისთვისაც და ჩვენთვისაც. ამ ქალბატონის მიმართ, უამრავი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კითხვები არსებობს. ჩვენ მას ყველაფერს ვაპატიებთ, თუკი წავა და აღარ დაბრუნდება. ეს იქნება ძალინ კარგი იმისთვის, რომ ამ წვალებისგან გათავისუფლდეს“,-ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი ამ ყველფერს აგენტოკრატების დავალებით აკეთებს, თუმცა საქარათველოში მიმდინარე მოვლენებს იქაც აკვირდებიან და ძალიან კარგად ესმით, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ ჩამოყალიბდა იმ ეროვნულ ლიდერად, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის ხელისუფლებით უკმაყოფილო საზოგადოება მის გარშემო გააერთიანოს.

„ზურაბიშვილს არ გააჩნია ის ქარიზმა, რომლის მეშვეობითაც შეუძლია, რომ ქართველი ხალხის და ოპოზიციის კონსოლიდაცია მოახდინოს. საქართველოში იყვნენ ლიდერები, რომლებიც სწორედ ამას შეეწირნენ, რომ ცდილობდნენ ქართველი ხალხის იდეა და სურვილი დაეცვათ. ზურაბიშვილს მსგავსი არაფერი შეუძლია. მან იმდენი მოახერხა, რომ პირიქით, ის ხალხი გადაიმტერა, ვინც მას არჩევნებზე ხმა მისცა და მხარი დაუჭირა. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ევროპარლამენტარები ზურაბიშვილს საბოლოო სიტყვის სათქმელად და გულის მოსაფხანად ეპატიჟებიან. სხვა რომ არაფერი შეუძლია, ეს უკვე კარგად გამოჩნდა ამ რამდენიმედღიანი თბილისის მაიდანიზაციის მცდელობის დროს. ცდილობდნენ, ზურაბიშვილი ჰყოლოდათ ლიდერი და ამ სიტუაციის გამკონტროლებელი ყოფილიყო. თუმცა არც ის გამოუვიდათ, რომ ქუჩაში მორბენალი ეს რადიკალური ჯგუფებისთვის მაინც ყოფილიყო ავტორიტეტული. ამიტომ კოსმაც აღიარა უკვე, რომ ზურაბიშვილის გამოსამშვიდობებელი გამოსვლა იქნება, რადგან ის 29 დეკემბრის შემდეგ აღარ იქნება პრეზიდენტი.

ამიტომ მე მაინც ვურჩევ ზურაბიშვილს, რომ დარჩეს იქ, სადაც არის. მას არც რევოლუციონერობა გამოუვიდა და არც ის გამოუვა, რომ სასახლეში გამაგრდეს და არ გამოვიდეს. ეს ყველაფერი ხალხს საახალწლოდ უფრო გაამხიარულებს, ვიდრე გააბრაზებს და ქუჩაში გამოვარდებიან, როგორც თავად პროგნოზირებენ. მაგრამ მაინც მგონია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამას თავად დასავლეთშიც მიხვდნენ და გამოსამშვიდობებლად დაპატიჟეს“, - ამბობს ქართველიშვილი.

Aburjga Tasmanieli ხალხო ფრთხილად იყავით, კაციჭამია დასავლეთი, მსოფლიო მეკობრე მსხვერპლს ითხოვს, ზვარაკს! ყველაზე უდანაშაულოს და უმწეოს (ებს) შეიწირავენ! რაც მაგათ მსოფლიოში ხალხი ხოცეს და სისხლი ღვარეს რამდენიმე ქართველის მსხვერპლი რა მოსატანია! თავს გაუფრთხილდით, საკუთარ სიცოცხლეს გაუფრთხილდით რამსებ არეულო ახალგაზრდებო, გაჩერდით, სოფლად წადით ბებია-ბაბუები მოინახულეთ, წინაპართა საძვლეები, პატარა სოფლის ეკლესიებში სანთელი დაანთეთ! ნუ დაიხშობთ გულის კარს რაღაც თქვენთვის სასიკეთო გაიგონეთ შვილებო და შვილიშვილებო!
1 საათის უკან