„მატარებელი დამიყენეს ორბელიანების სასახლის წინ… აბა, ვინ წავა, ვნახოთ!“ - ზურაბიშვილი „კორონას“ ვერ ელევა

„მატარებელი დამიყენეს ორბელიანების სასახლის წინ… აბა, ვინ წავა, ვნახოთ!“ - ზურაბიშვილი „კორონას“ ვერ ელევა

უკვე ორკვირიანი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, არსად წასვლას არ აპირებ, მეტიც, 20 დეკემბრის შემდეგ, შესაძლოა, ორბელიანების სასახლიდან ძალით გამოსაყვანი გახდეს.

ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება. მე თქვენთან ვარ და ვიქნები“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა 30 ნოემბერს. შგახსენებთ, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი.

რა გეგმა აქვს სალომე ზურაბიშვილს, ამ ეტაპზე უცნობია. 10 დეკემბერს პრეზიდენტმა ფეისბუკზე საახალწლო დეკორაციის - მატარებლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:მატარებელი დამიყენეს ორბელიანების სასახლის წინაბა, ვინ წავა, ვნახოთ!“

კონსტიტუციონალისტების ერთი ნაწილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას აქვს სამართლებრივი ბერკეტი სალომე ზურაბიშვილი, მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რეზიდენციიდან ძალისმიერი მეთოდიდაც გამოიყვანოს, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ ამაზე მმართველი პოლიტიკური გუნდი არ წავა, რადგან ეს მის რეიტინგზე უარყოფითად აისახება.

ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან ინერვიუში აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლე უნდა დატოვოს. მისი შეფასებით, თუკი დასავლეთი მას ლეგიტიმურად ცნობს, ევროპელი ლიდერები მასთან შეხვერებს ორბელიანების სასახლის გარეშეც გააგრძელებენ:

საკმაოდ რთული მდგომარეობაა. 29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია, მოდის ახალი წელი - ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტს კი ქართული ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას, ან რაში აწყობს ეს?! ვთვლი, რომ პრეზიდენტმა სასახლე უნდა დატოვოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყაველაშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტია და .. სასახლე არ წყვეტს ამას, არამედ ადამიანების განწყობა და ის თუ რამდენად ლეგიტიმურია ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. პრეზიდენტს სასახლე ექნება თუ რაიმე ოფისი ექნება, თუ დასავლეთი და ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ის არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ის იმუშავებს, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი - მასთან ექნებათ შეხვედრები და არანაირი კავშირი არ ექნებათ ყაველაშვილთან, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ ქართულ ოცნებას, დიდი ალბათობით, ექნება გარკვეული გეგმა, რასაც ზურაბიშვილთან მიმართებაში გამოიყენებს. როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, მოქმედი პრეზიდენტი არსებული მდგომარეობის გამოყენებასა და ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აწევას ცდილობს.

თუ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაიხია უკან და მიხეილ ყაველაშვილი ვერ შევიდა საპრეზიდენტო რეზიდენციაში იმ დღეს და იმ დროს, როდესაც უნდა შევიდეს, ხელისუფლებისთვის ეს იქნება ძალიან სერიოზული რეპუტაციული დარტყმა, რადგან მისი ამომრჩევლები მას ვერ გაუგებენ. ხელისუფლებას, ალბათ, ექნება მოფიქრებული რაღაც გეგმა, რომ ეს მოახერხოს - მას სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ კანონის მიერ ძალით უზრუნველყოს ზურაბიშვილის იქიდან გამოყვანა. ჯერ არ ყოფილა ისეთი პრეცენდენტი, რომ პრეზიდენტი, როგორ ლეგიტიმურადაც არ უნდა თვლიდეს თავს, ჯიუტად აცხადებდეს უარს რეზიდენიის დატოვებაზე. მგონია, რომ ხელისუფლება ზურაბიშვილს იქიდან გარკვეული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით გამოიყვანს.

სალომე ზურაბიშვილს ეს ყველაფერ სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოში უფრო მეტად ასწიოს საპროტესტო მუხტი. ზურაბიშვილს ახლა აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ ის ოპოზიციას მოევლინოს ახალ ლიდერად და პრეზიდენტის რეზიდენციიდან მისი გამოყვანის და დატოვების საკითხი გამოიყენოს კიდევ ერთ საშუალებად, რომ საზოგადოებაში როგორმე საპროტესტო მუხტი ასწიოს, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე For.ge-სთან კომენტირებისას არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ, მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრას.

დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლების მოქმედება მთლიანად არის გასული კონსტიტუციით დადგენილი ფარგლებიდან. თავად პარლამენტი, სამართლებრივი თავლსაზრისით, არის არალეგიტიმური, შესაბამისად - მის მიერ ნდობა გამოცხადებული მთავრობა. მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელისუფლება ემყარება კონსტიტუციას და მისი ერთადერთი დამცველი საქართველოს მოქალაქეები არიან, რადგან პრეზიდენტს არანაირი ძალოვანი სტრუქტურა არ ექვემდებარება. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია ზურაბიშვილი არათუ იძულებით გამოიყვანოს პრეზიდენტის სასახლიდან, არამედ იმ მოტივით, რომ ის აღარ არის პრეზიდენტი, მას აღარ იცავს იმუნიტეტი და მან უკანონოდ დაიკავა სახელმწიფო დაწესებულება, შეიძლება დაიწყოს პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაც, თუ ის არ დაემორჩილა ფაქტობრივი ხელისუფლების მოთხოვნებს, - აღნიშნა ხმალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თუმცა, მისი თქმით, 29 დეკემბერს საბოლოოდ იწურება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა.

სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს არის სამწუხარო მოვლენა, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, თუმცა მადლობა ღმერთს, საქართველო იყო და არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, პრეზიდენტს ბევრის დაზიანება არ შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის. 29 დეკემბერს იწურება საბოლოოდ მისი უფლებამოსილების ვადა და, რა თქმა უნდა, მას მოუწევს პენსიაზე გასვლა, - განაცხადა პრემიერმა.

Gami ერთი ნეხვი ძაბირაძე, მეორე ნეხვიყ ხმალაძით გაამაგრეთ?! რას როშავენ ეს მარაზმატიკი უმეცრები@
23 საათის უკან
მარბიელი ვინ დაარქვა კონსტიტუნაციონალისტი ხმალაძეს? მას იურიდიული განათლებაც არა აქვს, ფიზიკოსია!
23 საათის უკან
ლევკოთეა ზურაბაანთ ქალი მავნე კია, მაგრამ მთლად დებილიც არაა.
ხომ ვერ გამოიკეტება შენობაში დიდი ხნით. მისი სტიქია (და მისი ჭკუით, მოწოდება) გარე-გარე წანწალია.
ამ ყველაფერს გააანალიზებს 29 რიცხვამდე და ახალი წლის დღეებში დატოვებს შენობას.
ხმალაძეს კი ძალიან უნდა, რომ დააპატიმრონ და წამებულის იმიჯი შეექმნას (მერე ნახეთ ლიბერალ-ბილშევიკების კრიახი), მაგრამ ოცნებაში ფიზიკოს ხმალაძეზე ცოტა უფრო ჭკვიანი ხალხი იღებენ გადაწყვეტილებებს. ნუ, ჭკუა არც მთლად მაგათ გადმოსდით ყურებიდან.
23 საათის უკან