ეუთო/ოდირის დასკვნა, დადუმებული ევროპა და  პოლიტიკურად კიდევ ერთხელ გაცამტვერებული ოპოზიცია

ეუთო/ოდირის დასკვნა, დადუმებული ევროპა და პოლიტიკურად კიდევ ერთხელ გაცამტვერებული ოპოზიცია

რას ელოდება ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა თუ ცალკეული ინსტიტუცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით? რატომ აღარ არის მათი განცხადებები ისეთივე მწავავე და ყოველდღიური სახის, როგორც არჩევნების შემდეგ იყო? ესაა კითხვა, რომელსაც მმართველი გუნდი ოპოზიციას უსვამს და ფიქრობენ, რომ დასავლეთში ბევრი ქვეყანა მიხვდა, საქართველოში არჩევნების გაყალბების ამბავი მხოლოდ ყურით მოთრეული ტყუილი იყო და ოპოზიციის ტყულების მსხვერპლნი გახდნენ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების წინ გვესმოდა საჯარო განცხადებები ევროკავშირისგან, რომ არჩევნების შეფასებისთვის მათი მთავარი საფუძველი-დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა, თუმცა საჯარო დასკვნის შემდეგ, „გაირინდა სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი თუ ბიუროკრატი“.

„არჩევნების წინ ჩვენ გვესმოდა საჯარო დაპირება, რომ ისინი დააკვირდებოდნენ საქართველოს არჩევნებს და არჩევნების შეფასებისთვის მათი მთავარი საფუძველი, დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. ჩაიარა არჩევნებმა, დაიდო ეუთო/ოდირის დასკვნა, წავიკითხეთ დასკვნა, მოვისმინეთ ზეპირი შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ეს არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და ამის შემდეგ გაირინდა სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი თუ ბიუროკრატი.

რა მოხდა? არ მოეწონა ვინმეს დასკვნა? რამე სხვა მოლოდინი ჰქონდა? ეს არის, ჩვენ ვხედავდით, წინასაარჩევნოდ არნახული უცხოური ჩარევა ჩვენ არჩევნებში, მათ შორის სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც აქ დადიოდა, საარჩევნო კამპანიას ატარებდა ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან“,-ამბობს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მედიამონიტორინგს ატარებდა და დღეში საშუალოდ 4-5 სხვადასხვა უცხოელი აქტორის განცხადება იყო საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ახლა კი ამ ტემპმა იკლო კი არა, თითქმის განცხადებები საერთოდ აღარ კეთდება.

„ვხედავდით მათ შორის ევროპიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას. ვნახეთ დანიის სახელმწიფო როგორ აფინანსებდა საარჩევნო კამპანიას ოპოზიციის და სააკაშვილის პლაკატების გამოფენები რომ ხდებოდა ე.წ. დემოკრატიის ფესტივალად შეფუთულ საარჩევნო ღონისძიებებში. ვნახეთ, პირველად საქართველოს ისტორიაში 20 ოქტომბერს, ოპოზიციამ არ ჩაატარა ცალკე თავისი დასკვნითი ღონისძიება და ნაცვლად ამისა, ენჯეო-ებმა ოპოზიციას დაუფინანსეს 20 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დასკვნითი ღონისძიება. ეს ყველაფერი არის შორს ევროპული ღირებულებებისგან და უფრო მეტად და მეტად უახლოვდება იმას, რასაც სიტყვით ევროპელი პოლიტიკოსები ებრძვიან ხოლმე“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

„ცოტა ვშიშობ, რომ ჩვენ თუ ვიტყვით, სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო და მოვისმინო, რომ იყო გაყალბება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოში არჩევნებს ასობით დამკვირვებელი აკვირდებოდა. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიხილო, იყო თუ არა გაყალბებები და ეს არ ხდება, იმიტომ რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები და ამიტომ ახლა უნდა დავსაჯოთ, მაგრამ საქართველოს მთავრობის ქცევა მიუღებელია. მომიტინგეების დასჯა, ასეთი ძალადობის გამოყენება მათ წინააღმდეგ მიუღებელია. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები უნდა დავსაჯოთ, მაგრამ პარტიის დასჯა იმის გამო, რომ მათ კარგი შედეგი აჩვენეს არჩევნებზე, როდესაც ჩვენ გვერჩივნა, კარგი შედეგი არ ეჩვენებინათ - ეს არაა ის, როგორც მე ვფიქრობ.

ამიტომ საჭიროა დისკუსია და შეთანხმების პოვნა 27 წევრ ქვეყანას შორის, რაც ყოველთვის იოლი არ არის. არსებობს ორი რამ, ერთი არის არჩევნები – სამართლიანი არჩევნები. ფაქტი ისაა, რომ არჩევნები თუ იყო სამართლიანი, მაშინ ეს ის არაა, რომ ჩვენ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები და ეს ამას დავაბრალოთ, არამედ ამ მომენტში მთავრობის ქცევაა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ როგორ ექცევიან დემონსტრანტებს, ისინი ნამდვილად მიდიან არასწორი მიმართულებით. სწორედ ეს უნდა დავგმოთ და არსებობენ პასუხისმგებელი ადამიანები, თუმცა ამას ვერ დააბრალებ არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ჩინოვნიკი და ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოს მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები, მათ თუ ხელთ არჩევნების გაყალბების მყარი მტკიცებულება არ აქვთ, მხოლოდ ოპოზიციის განცხადებებს არ ენდობიან. მამრაძე მიიჩნევს, რომ გაყალბების მტკიცებულებები არა, მაგრამ პირიქით - დასკვნები დაიდო იმის შესახებ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და დემოკრატიულად იქნა ჩატარებული.

„რაც უფრო დრო გადის და ოპოზიცია ვერ ახერხებს დროში ამ მტკიცებულებების დადებას, რა თქმა უნდა, ეს თემა აქტუალობას კარგავს. პრიქით, დაიდო დასკვნები, რომლიდანაც ჩანს, რომ ის ბრალდებები, რაც ოპოზიციამ „ოცნების“ წინააღმდეგ წამოაყენა, გაბათილდა. ის საინფორმაციო ფსიქლოლოგიური კამპანია, რომელიც კარგად არის ორკესტრირებული, საქართველოს დაშინებას და ხელისუფლების შანტაჟს ეხება, ამან მილევა დაიწყო. ვინც პასუხისმგებელი პირია და ვინც უნდა თქვას და კენჭი უყაროს შესაბამის სანქციებს, ამას ბევრი მტკიცებულებები სჭირდება, რომ არჩევნები გაყალბდა. მტკიცებულება არ არის და არაერთხელ თქვეს, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციიდან, ასევე ევროპელმა მაღალჩინოსნებმა, რომ იმედი გვაქვს ეს მტკიცებულებები წარდგენილი იქნება. ასევე, გავიგეთ საქართველოს არაკეთილმოსურნე ბორელისგანაც, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებია საჭირო. მათ პასუხი მოეთხოვებათ, რადგან იქ მაღალი სტანდარტებია და მთლად ასე, თავზე ხელსაც ვერ იღებენ“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ეს იცის კარგად ამ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ და დასავლეთიდანაც მათ სთხოვენ კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებებს, ვიდრე ეს ყურით მოთრეული ქაღალდზე მელნის გაჟონვაა. ამიტომ ოპოზიციამ ახლა გარკვეული დროის განმავლობაში პიარის ძირითადი მიმართულება შეცვალა.

რადგან ოპოზიცია ხედავს, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის გარეთ დიდად ვერავინ დაარწმუნეს.

„მათ საინფორმაცი იარაღად ახლა სრულიად სხვა თემა შემოიტანეს. დააკვირდით მათ მედიანარატივს და ოპოზიციის პოლიტიკურ ლიდერების მსჯელობასაც. ახლა აღარ აპელირებენ არჩევნების გაყალბებაზე და საუბრობენ იმაზე, რომ „ოცნება“ თითქოს გახდა ნაციონალებზე უარესი მოძალადე ხელისუფლება. მოჰყავთ მტკიცებულებად აქცების დაშლის ზოგიერთი გადაცდომა პოლიციის მხრიდან.

თუმცა ამაზე უარესი გადაცდომები ევროპის არაერთ ქვეყანაში გვინახავს, რომლებიც ახლა ამას საქართველოში აპროტესტებენ. მათი ბრძოლის იარაღი ახლა გახდა არა გაყალბების თემა, რომელშიც ყველა რაუნდი წააგეს, არამედ აქციების დაშლა და დამნაშავე ახალგაზრდების დაპატიმრება, რომლებიც ვნახეთ როგორ მიზანმიმართულად ცდილობდნენ პოლიციელების წამოგებას პროვოკაციაზე. ამიტომ ყველა ყველაფერს ხედავს და აანალიზებს. ოპოზიციას ჩაუვარდა ყველა გეგმა არჩევნების გაყალბების პიართან დაკავშირებით და ამიტომ დუმან ასევე ევროპიდანაც. რაღას ელოდებიან ეუთო/ოდირმა გასაგებად გააკეთა არაერთი განცხადება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“, - ამბობს მამრაძე.

მისივე თქმით, ევროპის უკვე ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერი სვამს პირდაპირ კითხვებს და ეჭვს გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ არჩევნები საქართველოში არ გაყალბებულა. უნგრეთის შემდეგ ბევრი ქვეყანა გამოდის უკვე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით და ლუქსემბურგი ნამდვილად ახალი მეგობარი ქვეყანა გამოჩნდა, რომლის მაღალჩინოსანმაც პირდაპირ და ღიად გამოთქვა ეჭვი იმაზე, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ამას მტკიცებულებები სჭირდება. მისი აზრით, ევროპაში ნელ-ნელა ყინული დნება და ბევრი ქვეყანა აღმოჩნდება უკვე ისეთი, რომელიც საქართველოს მხარს დაუჭერს.

tamara რა დიდი ბრძოლა ,გასაოცარი მოთმინება და ნერვების ხარჯვად გიჯდებათ სიმართლის მტკიცება ამ უგუნურ სინდისგარეცხილ სვავებად ქცეულ შინაურ და გარეულ მტრებთან. ღმერთმა კარგად, მხნედ და მძლავრად გამყოფოთ,ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, გამარჯვებით გევლოთ სიმართლის გზაზე.მიყვარხართ
1 დღის უკან
არაგველი641 გროსმაისტერი კი ზის საჭადრეაკო დაფასთან და განაცვიფრებელ სვლებს აკეთებს! თითოეული მისი სვლა შუბლში ურტყამს ლიბერალ ფაშისტებს!
1 დღის უკან
მარბიელი არაგველი-ს: შუბლში ურტყამს, თან სველს! :))
ოპო-ს მაშინ დაენძრა, ხაბე რომ ჩამოალაბორანტეს; ის რომ ყოფილიყო ხაზეინი მეცოცხეები 11%-ს მაინც აიღებდნენ!
1 დღის უკან
trampi თამარა
ხომ გეუბნებოდი ჩემი სიდედრი სჯობია შენსას მეთქი......................ხო ვყოფილვარ მართალი
სინამდვილეში ორივე წყალშია გადასაყრელი, მაგრამ ჩემი სიდედრი მაინ უფრო ,,ჩესნი,, გამოდის--- პირდაპირ გვეუბნება სათქმელს და შენი სიდედრივით არც სიაფანდზე არ გვეფიცება მეგობრობას
12 საათის უკან