ცუდი სიახლე ლუდის მოყვარულთათვის – ეს სასმელი მალე გაცილებით ძვირი ეღირება, ვიდრე ამჟამად.
ლუდის გაძვირება გერმანიაში, სლოვაკეთსა და ავსტრიაში მიმდინარე წლის აპრილიდანაა მოსალოდნელი.
გერმანული ლუდის გამომხდელთა კავშირის წარმომადგენელთა თქმით, ცუდი მოსავლის გამო მარცვლეულის ფასი მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ლუდის ფასიც ყველგან მოიმატებს.
სლოვაკი ლუდის მწარმოებლები ადასტურებენ, რომ ამ სასმლის ფასი აუცილებლად გაიზრდება. რაც შეეხება ავსტრიის ლუდის მწარმოებლებს, ისინი აცხადებენ, რომ წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ სურთ.
ლუდისთვის აუცილებელი მარცვლეულის ფასმა ავსტრიაში დღესდღეობით ზუსტად იმ ნიშნულს მიაღწია, რაც 2012 წელს იყო, როცა ავსტრიული ლუდი უკანასკნელად გაძვირდა. ავსტრიაში იმასაც აცხადებენ, რომ ლუდის ღირებულების ზრდა შესაძლოა, ენერგომატარებლებისა და ალუმინის გაძვირებამაც გამოიწვიოს, რომელსაც მისი დაფასოებისთვის იყენებენ.