„ძალიან ახლოს ვართ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესთან“

„ძალიან ახლოს ვართ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესთან“

„წინ ევროპისკენ“, - ამ ლოზუნგით რუსთაველზე ორი კვირაზე მეტია რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქცია ტარდება. აქცია, რომელიც ტრადიცულად 19:00 საათზე იწყება ფრიალებს ევროკავშირის, აშშ-ის და ლგბტქ+-ის დროშები. საჯაროდ საკუთარი ცხოვრების წესი დააფიქსირა ორმა ლესბოსელმა, შემდეგ გამოჩნდნენ ჰომოსექსუალები. სწორედ, ამის შემდეგ უკვე ე.წ. ელიტამ დაიწყო მოწოდება: „სად არის საპატრიარქო და რატომ არ დგას ქართველი ერის ნების გვერდით“. ამას მოყვა: მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვა;  თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვართან მივარდნა; დაწვეს ეროვნული ნაკრების მაისური, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული; ღამის საათებში რუსთაველზე ატარებენ გაურკვეველი სახის რიტუალებს - ასეთია რადიკალების ორგანიზებით ჩატარებული აქციის შინაარსი, რომელსაც ზურგს უმაგრებს ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც ხელი მოაწერეს „გეი მემორანდუმს“. საპროტესტო აქციის სიმბოლოდ კი რჩება ცეცხლი.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, „მაიდანის“ რევოლუციურ სიმბოლოებს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი მეტაფიზიკური დატვირთვაც აქვს და არ არის შემთხვევითი, რომ ცეცხლი, კოცონი და განსაკუთრებით ნაგვის ურნაზე წაკიდებული ცეცხლი - „მაიდანის“ ერთ-ერთი მთავარი სურათ-ხატია.

„სიმბოლურად ეს „გეენის ცეცხლს“ გამოხატავს. მეტაფიზიკური თვალსაზრისით - „მაიდანი“ სწორედ ეს არის - გეენის ცეცხლი, რითაც „ნაგავი“ უნდა დაიწვას. გაგახსენებთ: „გეენა“ არის ადგილი იერუსალიმში, მინდორი ქალაქგარეთ, სადაც ადრე მოლოქის კერპი იყო აღმართული და მას ცოცხალ ადამიანებს „საკრალურ მსხვერპლად“ სწირევდნენ.

განსაკუთრებით შემზარავია, რომ მოლოქის მსხვერპლს, უპირატესად კი ბავშვებს, ცოცხლად ხრუკავდნენ; მოგვიანებით გეენა - იერუსალიმის ნაგავსაყრელი გახდა, სადაც ნაგავს წვავდნენ; სწორედ გეენის სიმბოლოა - ნაგვის ურნის დაწვა. ასევე - „საკრალური მსხვერპლი“, რაც „მაიდნის“ კულმინაციაა, რამაც ძალადობრივი ესკალაციით კვანძი უნდა გახსნას, მეტაფიზიკური თვალსაზრისით, მოლოქის გამოხმობის და მისთვის მსხვერპლის შეწირვის რიტუალია.

გამაოგნებელია, ძალიან შემაძრწუნებელი, რომ ამ უბნელეს უსჯულოებას მხარდამჭერები ჰყავს საქართველოში. ამაზრზენია გეენის ცეცხლში მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს, რომელშიც ბიძინას ფიტული ჩაასვენეს, დაწვა. ეს მარტივი ამბავი და უბრალო ქაჯობა არ არის. არც ამ დაბნეული და ეგზალტირებული, უმწიფარი ახალგაზრდების მოფიქრებულს გავს. უდიდესი ალბათობით, ეს გახლავთ ბაალისა და მოლოქის სისხლიანი კულტის, რასაც გეენის ცეცხლის დანთებით აპირებენ, „ეზოთერული“ კულტივირება საქართველოში.

უდიდეს მწვალებლობასთან - გნოსტიციზმთან, რომლის მამამთავარი ის გველია, ვინაც სამოთხეში ადამი და ევა აცდუნა, რადაც თავს მიიჩნევს დღევანდელი პოსტლიბერალური ელიტა, ამას უშუალო და პირდაპირი, მეტაფიზიკური და მკაფიოდ აქცენტირებული სიმბოლური კავშირი აქვს. ასე რომ, ნურავინ დაიბნევით! ეკრძალენით ამათ, ყველანაირად მოერიდეთ, ვითარცა გეენის ცეცხლს! სიბილწეა ეგ, სიბილწე და საუკუნო წარწყმედა“, - წერს დავით ზარდიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რადიკალების სამიზნე არის ეკლესია და პოპულარული ხდება ლგბტქ+-ს პროპაგანდა. უნდა ეს ვინმეს თუ არა, ფაქტია, რომ დღეს რუსთაველზე ფრიალებს ლგბტქ+-ის დროშა და დემონსტრანტები ამტკიცებენ, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი უნდა დაიკავონ ევროკავშირში და ამისთვის იბრძვიან რუსთაველის გამზირზე. ამ აქციის ლობისტი არის ლგბტქ+ის თემის წარმომადგენელი, გერმანიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთი, რომელმაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა.

ამ „ეპოქალურ მოვლენას“ და „გულწრფელ ხალხს“ რუსთაველზე გასეირნებით მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტარებმა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ უპირისპირდებიან, რომ მათი მიზანია არა ისეთი ევროპა, რომელიც გაიძულებს დააკანონო ერთნაირსქესიანთა ქორწინება, არ მიიღო კანონი, რომელიც მათი აგენტურის დაფინანსებას შეზღუდავს, რომელიც გაიძულებს ომი გამოუცხადო რუსეთს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. ხელისუფლების პოზიცია უცვლელია - „ღირსებით ევროპისკენ“, რაც ნიშნავს ღირსეულ ევროპას.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი ის, რაც საქართველოში ხდება, ეს არის გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების ანარეკლი, რომელსაც პირდაპირი ბმა აქვს იმ პროცესებთან, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს.

„რაც შეეხება უშუალოდ ჯგუფებს, რომელიც თავსებადი გახდა ამ საპროტესტო აქციებისთვის - ის, რაც ლგბტ თემს სურდა, რომ დამოუკიდებლად გაეკეთებინა საქართველოში, ვერ მოხერხდა ამ პროცესებისადმი მასშტაბური ანტიგანწყობების გამო და შესაბამისად, დღევანდელი პროცესი, რაც სახეზე გვაქვს, აღმოჩნდა თავსებადი ამ თემის წარმომადგენლებისთვის. ინდივიდუალურად რომ გაესაუბრო ამ აქციის მონაწილეებს, იძახიან, რომ ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და ამ დროს, ამ შეკრების ორგანიზებას აკეთებენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებში არიან ჩართული, არა მარტო ახლა, არამედ მაშინაც, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში.

ამიტომ, ამ შემთხვევაში, მარტო ამ თემაზე არ შევჩერდები. სამწუხაროდ, ალბათობის მაღალი ხარისხით, ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს სექტანტთა მონაწილეობა ამ პროცესებში. ის, რაც ჩვენს თვალწინ ხდება, ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, ან რაიმე სიახლე, უბრალოდ, დაძაბული ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, შსს-ს და სპეცსამსახურებს ამ ეტაპზე არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალი დონის საფრთხეზე იმუშაონ. ფაქტია, დღის სინათლეზე გამოვიდა კიდევ უფრო დამატებითი საფრთხეები, რომელიც ქვეყანაში შენიღბული სახით იყო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ აქციის მონაწილეთა შორის მასშტაბურად არიან სექტანტები.

იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურეობრივად მომიწია გარკვეული პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვან თემებზე მუშაობა, ძალიან ბევრი მსგავსი ნიშნებია სექტანტების მოქმედებებთან დაკავშირებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ როგორც შსს-ს, ისე სპეცსამსახურებს მართებთ განსაკუთრებული ყურადღება. როდესაც საუბრობენ გვამებზე, როგორც აუცილებლობაზე, რეალურად, ასეთი მსხვერპლის აუცილებლობა დამახასიათებელია სექტანტური დაჯგუფებისათვის. ამიტომ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფრთხეა, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, - აცხადებს კუხალაშვილი.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი აცხადებს, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესთან, რომელიც ყალიბდება პოლიტიკური პარტიების ფრთის ქვეშ.

„მართალია, ჯერჯერობით ეს არის შეიარაღების გარეშე მყოფი ფორმირებები, მაგრამ ნებმისმიერ დაინტერესებულ უცხო სახელმწიფოს, თუ კრიმინალურ დაჯგუფებას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, რომ გარკვეული აღჭურვითი ღონისძიებების შედეგად, ეს მასა აქციონ პოლიტიკური დესტაბილიზაციის მნიშვნელოვან საფუძვლად. მთელი ისტორიის განამვალობაში ჩვენ ყოველთვის გვქონდა უმძიმესი პროცესები და ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით გამოსვლას ამ მდგომარეობიდან.

სამწუხაროდ, არის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის გამოსწორება ვერ და არ მოხერხდება, მაგრამ არის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ამ პროცესებში მონაწილე, რომელსაც აქვთ ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს სარგებელი მოუტანონ. ერთადერთი გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ კანონიერ ჩარჩოებში მოხდეს სამართლებრივი რეაგირება. სახელმწიფო რაც უფრო გადაწევს სამართლებრივ რეაგირებას ამ პროცესების ორგანიზატორი პირების მიმართ, მით უფრო აიწევს დესტაბილიზაციის საფრთხე.

საქართველომ აუცილებად უნდა განახორციელოს ის ქმედებები, რაც მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკაში - ყველა იმ პირს, რომელიც გამოირჩევა დესტრუქციით, რომლებიც მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდაში, არ მიეცეთ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა. მაღალი თანამდებობის პირების (ვსაუბრობ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე“, გამონათქვამებზე, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, აუცილებელია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს სამართლებრივი რეაგირება. თუ ამ პროცესებით არ წავალთ, ძალიან ძნელად წარმომიდგენია შევქმნათ სტაბილური გარემო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი. მეუფე იაკობი დიალოგის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ევროპაში შესვლა გვინდა და სამწუხაროდ, ევროპას ყოველთვის ისეთი ძალები უნდა, რომლებიც ხელის ბიჭები და ხელის გოგოები იქნებიან.

„გვეუბნებიან, თუ ევროპაში გვინდა ყოფნა, აუცილებლად ოჯახური ღირებულებების შესახებ რომ კანონია, ამაზე უარი უნდა ვთქვათ და ამის მერე ნამდვილი ევროპელები გავხდებით. რა ხდება მსოფლიოში - რა დღეშია უკრაინა, ღმერთმა გადაარჩინოს და უშველოს. რევოლუციის მოწყობა რომ გინდათ, ღმერთი ამას არ დაუშვებს, რევოლუცია არ იქნება. მერე აღმოჩნდება, რომ ომი დამთავრდება და ყველაფერი დამთავრდა, არც ეკონომიკა გვაქვს, სხვის იარაღზე, ფულზე ხარ და ჩვენც გვინდა თავი ასეთ დღეში ჩავიგდოთ?

ჩვენ რა, ევროპაზე უარი ვთქვით? მიგვიღო და უარს ვამბობთ? რუსების კოლონიაში დაბრუნება გვინდოდა? ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ვინ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდით და იმპერიის დაშლაშიც დიდი წვლილი მიგვიძღვის. ოპოზიციის ლიდერებიდან ერთი კაცი მაინც მანახეთ, რომელიც პირიქით, რუსეთის მხარეს არ იყო. თვითონ იმალებიან და ახალგაზრდა ბავშვები მიუშვეს, რომ ევროპას გვართმევენ და აბა, გადაგვარჩინონ. ქართველებმა ერთმანეთთან დიალოგი უნდა დავიწყოთ. თუ გათხოვება გინდათ ბიჭებს, საქართველოში ვერ გათხოვდებით. რას ითხოვენ - არა ოჯახურ ღირებულებებს. ევროპაა მთავარი, თუ ღმერთი და საქართველოა უფრო წინ?“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

უფლებადამცველის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ევროკავშირის ბოლო რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს გადაეცა ულტიმატუმი მოლაპარაკებების პროცესის გასახსნელად შეასრულოს სამი დავალება: 1 - სცნოს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ფალსიფიცურებულად. 2 - გაიწვიოს უკვე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული „გამჭვირვალობისა“ და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ნორმატიული აქტები. 3 - გაათავისუფლოს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, სწორედ ამ უტოპიური რეკომენდაციების აღსრულების მოთხოვნები შეაფასა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სპეკულაციურად და 28 ნოემბერს განახორციელა უპრინციპულესი და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი, რომლითაც ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკების პროცესი გადადო 2028 წლამდე, ვინაიდან ცნობილი ფაქტია, რომ ევროკავშირი ისედაც არ აპირებს გაფართოვდეს 2030 წლამდე.

„აღნიშნული პოლიტიკური აქტი, რომელსაც გეოპოლიტიკური განზომილებაც გააჩნია, საქართველოს მტრების მიერ გამოყენებული იქნა საბაბად, დაეწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები თითქოს ქვეყანამ შეიცვალა კურსი! თუ კიდევ უფრო გავამარტივებთ მოცემულობას, დავინახავთ, რომ ევროკავშირის ულტიმატუმი, გავაუქმოთ უკვე მიღებული კანონმდებლობა, სხვა არაფერია, თუ არა გეი-რევოლუციის მცდელობა ქვეყანაში, სწორედ ამ მოთხოვნამდე დაიყვანა რასა იუნკნევიჩიანემ და ევროპარლამენტიდან მოვლენილმა დეპუტატთა ჯგუფმა ევროკავშირის პოზიცია! - არ იღებს საქართველო ულტიმატუმს? - მიიღებს გეი-რევოლუციას!

შემთხვევითი არ არის რომ სწორედ, ამ მოწოდების შემცველი ინგლუსურენოვანი პლაკატები ააფრიალეს გუშინ აქტივისტებმა რუსთაველზე! რა მოყვება ამ ყოველივეს? ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მისი უდიდებულესობა სიღმისეული ქართველი ერი ჯერ არ გამოსულა ქუჩაში აქციებზე, მოთხოვნით - დაიცვას ხელუსუფლებამ საპარლამენტო დემოკრატიის მონაპოვარი სახალხო დაკვეთა: ააგოს მთავარი წყალგამყოფი ნეოლიბერალურ ფაშიზმსა და ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მატარებელი ერის კონსერვატულ საზოგადიების იდეას შორის. არ დაიხიოს უკან და არ წავიდეს ზნეობრივ კომპრომისზე. ეს არის სწორედ იმ ხალხის მოთხოვნა, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ 17 მაისს საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა თუ დაბაში გამოსული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.

tamara ამას უწოდებს საქართველოს მტერი-პრეზიდენტი მშვიდობიან დემონსტრაციას? როგორ იტანს ყოველივე ამას,სინდისი არ აწუხებს დაზომბირებული ახალგაზრდების როკვას ცეცხლის ირგვლივ, ვაკხანალიას, ვანდალიზმს,განადგურებულ ჩვენთვის საყვარელ პროსპექტს რომ უყურებს,რომელ ბნელ საუკუნეში გადაისროლეს ეს ახალგაზრდები? არ ეცოდება? სამკაულად ჯვარი კი ჰკდია გულზე,ღმერთი მოჰკითხავს, ხალხი თუ არა.
11 საათის უკან
DDDzia PAPA, ეს წაიკითხე და ასეთი შეკითხვები აღარ დაგებადება.

1. ბმული />
2. ბმული
10 საათის უკან