„სალომე ზურაბიშვილმა ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა „რაღაც უაზრო პროვოკაცია“ - რა პროვოკაციაზე საუბრობს, ალბათ, თავად უკეთ იცის“

„სალომე ზურაბიშვილმა ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდა „რაღაც უაზრო პროვოკაცია“ - რა პროვოკაციაზე საუბრობს, ალბათ, თავად უკეთ იცის“

14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატურა - მიხეილ ყაველაშვილი. არჩევნების პროცედურა პარლამენტის შენობაში დილის 09:00 საათიდან 14:00 საათამდე - 5 საათის განმავლობაში გაიმართება და ამის ფონზე, საპროტესტო აქცია აიმართება. აქციის მონაწილეები მაშტაბური აქციის გამართვას დილის საათებში გეგმავენ, ხოლო თბილისში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე სწორედ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება.

არაერთი განმარტება გავაკეთეთ ახალ წელთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი პატარები განსაკუთრებით ელოდებიან. მნიშვნელოვანია, დედაქალაქის მერიამ ყველაფერი გააკეთოს, რათა შექმნას შესაბამისი განწყობა. ხვალ, დილით დაგეგმილია ოპოზიციის მხრიდან შეკრება-მანიფესტაცია, რაც შეეხება ნაძვის ხის ანთებას, ამას დილით არავინ გეგმავს. ღონისძიება დავაანონსეთ 19:00 საათზე და მოვუწოდეთ ყველას, მობრძანდნენ შვილებით, შვილიშვილებით, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქალაქის მერი პროვოკაციას აწყობს, რომელმაც 19:00 საათზე დაგეგმა ნაძვის ხის ანთება. ზურაბიშვილმა მიმართა კახა კალაძეს და საზეიმო ღონისძიების მოწყობა ორბელიანების სასახლის წინ შესთავაზა. მისივე განმარტებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი პარლამენტთან, პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერს დაეკისრება.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ პროვოკაციებს ელოდება, თუმცა, მისი განმარტებით, ეს უშედეგო იქნება, რადგან საბოლოოდ არჩევნებს ლეგიტიმაცია მიეცემა.

აქციაზე ექსესები რომ მოსალოდნელია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ოპოზიციას მანამდე დაანონსებული ჰქონდა მსხვერპლი. ვნახეთ, სიტუაციის დასაძაბად არ მოერიდნენ ეკლესიაში შეჭრასაც კი. ამიტომ, ხელისუფლება ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ მზად იქნება. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ვერანაირად ვერ შეძლეს მოსახლეობის გარეთ გამოყვანა - დაახლოებით 1000-1500-კაციანი ჯგუფი ჰყავთ, რომელსაც დაატარებენ ზემოთ-ქვემოთ და ამით სურთ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, თუმცა, ეს არ მოხდება.

აქ არათუ საქართველოს მოსახლეობა, არამედ გარე აქტორები მოქმედებენ და აქედან დღეს ერთ-ერთი გარე აქტორი იყო ბატონი მაკრონი, რომელიც ძალიან საეჭვოდ ერევა საქართველოს შინაურ საქმეებში. უკეთესი ხომ არ იქნება, მან მიხედოს იმ პრობლემებს, რაც საფრანგეთში უხვად დაუგროვდა?!

ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ მშვიდად ჩატარდეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, შეიკრიბებიან .. ოპოზიციის, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, მაგრამ არ მგონია რაიმე მნიშვნელოვანი ექსესები მოხდეს, რადგან ჩვენ სახელმწიფო ვართ და გაგვაჩნია შესაბამისი საშუალებები.

ვფიქრობ, რომ არჩევნების აღიარება იქნება და ამის ნიშნები უკვე ჩანს. ეს, უბრალოდ, დროის ამბავია - მიდის ბაიდენის ლიბერალურ-ფაშისტური რეჟიმი და მას გაჰყვება ყველა ის უბედურება, რაც დღევანდელ მსოფლიოში მძვინვარებს და ადგილი დაეთმობა თვისებრივად ახალ მსოფლიოს, სადაც საქართველოს თავისი ადგილი ექნება, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმართვა გაავრცელა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უპასუხა: სალომე ზურაბშვლმა ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებას უწოდარაღაც უაზრო პროვოკაცია და პირდაპირ დაგვემუქრა, რომ თურმე ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ, რა პროვოკაციაზე საუბრობს, ალბათ, თავად უკეთ იცის.

კალაძის თქმით, წარმოუდგენელია ვინმე ჭკუათმყოფელს თავში აზრად მოუვიდეს პროვოკაციის მოწყობა ღონისძიებაზე, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის. კალაძე მიმართავს მათ, ვისაც აქვს მცდელობა ჩაიშალოს დღესასწაული და გააუქმოს ახალი წელი“, ნუ წვალობენ, რადგან აუცილებლად მოვა ახალი წელი და თბილისი იქნება ულამაზესი. კალაძე მოუწოდებს ყველას, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მივიდეს.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ვადას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 29 დეკემბერს საბოლოოდ იწურება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა:

სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს არის სამწუხარო მოვლენა, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, თუმცა მადლობა ღმერთს, საქართველო იყო და არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, პრეზიდენტს ბევრის დაზიანება არ შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის. 29 დეკემბერს იწურება საბოლოოდ მისი უფლებამოსილების ვადა და, რა თქმა უნდა, მას მოუწევს პენსიაზე გასვლა, - განაცხადა პრემიერმა.