„იანვრის შემდეგ იქნება ყველასთვის მისაღები პრეზიდენტი და დასავლეთში იძულებულები იქნებიან ამ რეალობას შეეგუონ“

„იანვრის შემდეგ იქნება ყველასთვის მისაღები პრეზიდენტი და დასავლეთში იძულებულები იქნებიან ამ რეალობას შეეგუონ“

14 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში, ქვეყნის ახალ მთავარსარდალს, 5 წლის ვადით, 300 დელეგატისგან შემდგარი საარჩევნო კომისია აირჩევს. ძველი კი პრეზიდენტის სავარძელს არ თმობს. ახლა მმართველი გუნდის მარიფათზეა დამოკიდებული ორპრეზიდენტიანობას მივიღებთ თუ დასავლეთს აიძულებს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს თუ მიხეილ ყაველაშვილს.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელსაც ვადა ზუსტად 29 დეკემბერს, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურციის შემდეგ ამოეწურება, მანდატს თვითნებურად იზრდის. ასევე, ამტკიცებს, რომ ყაველაშვილის აღიარება დასავლეთიდან არ მოხდება. თუმცა ხელისუფლება მას პასუხობს, რომ მიხეილ ყაველაშვილი უკვე ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული, რადგან ის იმ საპარლამენტო სიის ოცეულის წევრი იყო, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველა 26 ოქტომბერს ლეგიტიმაცია მისცა. ამიტომ, უნდა თუ არა ვინმეს, ამ რეალობასთან შეგუება მოუწევს.

მართალია, ზურაბიშვილი და მასთან ალიანსში მყოფი ოპოზიცია 14 დეკემბრის შემდეგ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას შეეცდებიან, თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველა სცენარისთვის მზად არიან.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, ამ სისტემით საქართველოში არჩევნები პირველად ტარდება და ეს მოდელი გერმანული და ამერიკული საარჩევნო მოდელის მსგავსია. 300 კაციან კომისიაში კვოტები პროპორციულად არის გადანაწილებული - 211 წევრი „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, 69 ოპოზიციას და 20 აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს.

პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა 200 ხმა, კანდიდატი მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილია - საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ფეხბურთელი და ორი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი.

„ქართული ოცნებაში“ ამბობენ, რომ მიხეილ ყაველაშვილის მთავარი ამოცანა საკუთარი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დაცვაა და დარწმუნებულები არიან, რომ მომავალი პრეზიდენტი ზეპარტიული ლიდერი იქნება.

300 კაცისგან შემდგარ საარჩევნო კომისიაში, საკუთარი კვოტა აქვს ოპოზიციასაც, თუმცა ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, 27 ნოემბერს დაასახელა. მისი ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება.

მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილიც კი არ დარჩენილა და მიუხედავად უმძიმესი დანაშაულებისა, მას ქვეყანა მსგავსი გამოწვევის წინაშე არ დაუყენებია.

„ძალიან საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილის მიერ სკამის ჩაბღაუჭების მომენტი. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თუკი რაიმე მორალური ნორმა არსებობდა, ყველაფერს არღვევდა, მას არ უთქვამს და უქნია ასეთი რამ, მე რომ ვადა გამივიდა, მაინც მე ვიქნებიო. იმდენად მძიმე ემოციური ფონი აქვს სალომე ზურაბიშვილს, რომ ამას ამბობს. თან ოპოზიცია რომ ჰქვია და, რეალურად, აგენტურული ოპოზიცია, მის ამ ნათქვამს მიჰყვება“, - ამბობს მდინარაძე.

ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ფაქტია, ამ ეტაპზე დასავლეთი პრეზიდენტის არჩევნებს არ აღიარებს და ისინი კონკრეტულ გეგმას მიჰყვებიან. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არის ლეგიტიმური პრეზიდენტი და არსად წასვლას არ აპირებს, ნათელი იყო, რომ ამას მარტო არ დაგეგმავდა. კიკნაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ ზურაბიშვილი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით მოქმედებს და ფაქტია, 14 დეკემბერს ლეგიტიმურად არჩეული მიხეილ ყაველაშვილთან თანამშრომლობას არ მოისურვებენ, თუმცა ეს მხოლოდ დროებითი იქნება.

„ფაქტია, რომ ყველაფერი კარგად გაწერილი გეგმით მიდის და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მანიპულაციები და საზოგადოების განწყობაზე თამაში. როგორც გვარამიამ განაცხადა, მთავარია აღქმა და არა ფაქტების შინაარსი. მათთვის მთავარია საზოგადოებას მიაწოდონ ისეთ ინფორმაცია, რომელიც, ძირითადად, აღქმაზე და ემოციებზე იქნება დაყრდნობილი. სწორედ ამას აკეთებენ უცხო ძალები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის უკან დგანან. ურჩევენ, რომ თანამდებობაზე დარჩეს და თავი ლეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადოს. ეცდებიან, რომ რაღაცა პარალელური სტრუქტურა შექმნან, სადაც პრეზიდენტიც, დეპუტატებიც იქნებინ წარმოდგენილნი და სწორედ, ისინი შეეცდებიან დასავლეთის იმ პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობას, რომლებიც ახლა საქართველოში მაიდანიზციას ცდილობენ.

სამწუხარო ისაა, რომ ამით ქვეყანა ძალიან მძიმე შედეგებამდე შესაძლოა მივიდეს. 13 დეკემბერს კარგად ორგანიზებული და გათვლილი გეგმის მიხედვით ქუჩაში ვნახეთ ერთდროულად რამდენიმე აქცია, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩანდნენ. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი იყოს თვითორგანიზებული. ეს არის კარგად გაწერილი გეგმა, რომელსაც საქართველოში პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ოპოზიცია მიჰყვება. კი ბატონო, ყაველაშვილთან შესაძლოა კომუნიკაცია დასავლეთმა ამ ეტაპზე არ მოინდომოს, არ აღიარონ, მაგრამ ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. ამას მხოლოდ მოკლე პერიოდი აქვს და 20 იანვრის შემდეგ ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. ახლა მთავარია იმდენი გონება და აზროვნება გვეყოს, რომ ქვეყანა არსად გადავჩეხოთ, რადგან ეს შესაძლოა სახელმწიფოებრიობის დაკარგვადაც დაგვიჯდეს“, - ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, ყველაფერი იანვრამდე ხდება და ეს პირდაპირ გიორგი გახარიამაც აღიარა, რომელიც ამ გეგმას ფაზების მიხედვითაც კი ჰყოფს და ამბობს, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ყველაფერი გვიანი იქნება. ამიტომ ყაველაშვილი იანვრის შემდეგ იქნება ყველასთვის მისაღები პრეზიდენტი და დასავლეთში იძულებულები იქნებიან ამ რეალობას შეეგუონ.

„რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი დასავლეთისთვის არის ის პრეზიდენტი, რომელიც მათ ყველა სიტყვას და დავალებას უპრობლემოდ ასრულებს. ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომლისთვისაც ქვეყანა და ქართველი ხალხი იქნება უპირველესი. მას აზრადაც კი არასდროს მოუვა, რომ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესებზე წინ უცხო ძალები დააყენოს. ამიტომაც ზურაბიშვილი მათთვის მისაღები და საკონტაქტოდ მშვენიერი პრეზიდენტია. თუმცა ქართველმა ხალხმა გააკეთა უკვე არჩევანი, ყაველაშვილიც იყო იმ სიაში, რომელსაც ხალხმა ლეგიტიმაცია მისცა. ამიტომ პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციით ვადა გაუვიდა და აღარ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია, ვინც უნდა ის ეკონტაქტოს და დაუძახონ პრეზიდენტი, ქართველი ხალიხსთვის ხომ პრეზიდენტი ყაველშვილი იქნება. რაც შეეხება სამეზობლოს, რა თქმა უნდა, მიხეილ ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელსაც მიულოცავენ გაპრეზიდენტებას და ქართველი ხალხის ნებას მიიღებენ ისევე, როგორც ეს ოქტომრბის არჩევნების შემდეგ მოხდა“, - ამბობს კიკნაძე.

მისივე თქმით, ჩვენმა მეზობლებმა, თურქებმა, აზერბაიჯანელებმა, სომხებმა, რუსებმაც კი ეს არჩვენები ლეგიტიმურად აღიარეს. ისინი საქართველოში შექმნილ სიტუაციას ძალიან დიდი სიფრთხილით და ყურადღებით აკვირდებიან.

„იციან, რომ ამ ყევლაფერს დომინოს პრინციპი ექნება და მათ ქვეყნებშიც, შესაძლოა, იგივე მოხდეს. საქართველოა კავკასიის ფლაგმანი და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, სადაც არეულობა არც ერთ სამეზობლოს არ აწყობს. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსების არაერთი მუქარაც, რომ საქართველოში რევოლუციას არ დაუშვებენ და შესაბამისად იმოქმედებენ. ანუ გამოდის, რომ ოპოზიცია თავის მოკავშირეებთან ერთად სწორედ ომზე მიდის, მაგრამ ხალხი ამას იაზრებს და ამ დაგეგმილ პროვოკაციაში მონაწილეობას არ მიიღებს“, - ამბობს კიკნაძე.

მარბიელი დასავლეთმა არ მიიღო გამსახურდია და ჯაბასა და კიტოვანის სახელმწიფო გადატრიალებას დემოკრატია უწოდა; მაშინ ვთქვი და დღესაც იმ აზრზე ვარ - შევეცი დასავლურ დემოკრატიას!
დღეს დემოკრატიულობას განსაზღვრავს მექრთამეებით გამოტენილი ევროკავშირი /გამოძიებითაა დადასტურებული/ და მეტრ.-კეებით გამოტენილი ბაიდენის ადმინისტრაცია!
ახლა რაც შეეხება ხელოვანებს: 40 წელს გადაცილებული "დამწყები რეჟისორები" და ბუღაძის მსგავსი "მწერლები" კი არა დე ნირო, მერილინ სტრიპი და აქეთ ლებრონი უჭერდნენ მხარს ბაიდენ-ჰარისის პედერასტებს და რა მოიგეს? სამში ერთი!
5 საათის უკან