მორიგი დესანტი ევროკავშირიდან მკვდრების გასაცოცხლებლად  

მორიგი დესანტი ევროკავშირიდან მკვდრების გასაცოცხლებლად  

12 დეკემბერს ევროპარლამენტიდან ნაცრადიკალების საშველად ისევ დესანტი გადმოსხეს. როგორ უნდა გააცოცხლოს მინავლებული აქციები დეპუტატებმა, რომლებიც რეზოლუციებში მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილს პოლიტიკურ დევნილებად მოიხსენიებდნენ, მალე გამოჩნდება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი უსამართლო რეზოლუციების ავტორებს არც შეხვდებიან და არც მათი აზრი აინტერესებთ.

ევროპარლამენტარების დელეგაცია შეხვდა ოპოზიციას, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს პრეზიდენტს, ბოლოს კი რუსთველის ნახევრად დაცარიელებულ მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც მივიდნენ და განაცხადეს, რომ თბილისში ჩამოვიდნენ, რათა სოლიდარობა „ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს“ გამოუცხადონ.

რასა იუკნევიჩიენეს გარდა, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიას“ (EPP) წარმოადგენს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წევრი მიჰალ ჩერბა, „განაახლე ევროპის“ ორი წევრი საფრანგეთიდან - ნატალი ლუაზო და ბერნარდ გეტა; „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრი ტობიას კრემერი და „მწვანეების“ წარმომადგენელი ნიდერლანდებიდან რაინიე ვან ლანშოტი.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ევროპარლამენტარების კრიტიკა უხერხულია იმ ფონზე, რაც ევროპარლამენტში კორუფციის ბრალდებით არაერთი პირი დააკავეს. მათივე თქმით, თუ ვინმე შეურაცხყოფისთვის ჩამოვა, შესაბამის პასუხს მიიღებს.

მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარების ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მათი მიზანი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აღორძინებაა, თუმცა მათი ეს გეგმა ჩაიშლება.

„დაძაბულობა და დაპირისპირება მინელდა, სისხლისღვრის გეგმა არ შედგა და რასაკვირველია, ესენი (კონკრეტულ პირებზე მაქვს საუბარი, ცნობილი გვარებია) ეცდებიან, რომ ამ მინელებულ, ჩამქრალ ცეცხლზე როგორმე ნავთი დაასხან. ამ შემთხვევაში, არავითარი ინტერესი იმისა, რომ შეხვდნენ უმრავლესობას, მათ არ გააჩნიათ, ვინაიდან იდეა ერთია - დასანქცირდეს საქართველო და ამ ყველაფერს მიეცეს შეუქცევადი ხასიათი. ვფიქრობ, ეს გეგმაც ჩაიშლება. ჩამოსულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ასაღორძინებლად“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ სიტუაციაში ევროპარლამენტარები ჩვენს ოპოზიციას მაშველი რგოლივით მოევლინენ. რეალურად კი, ვერა და ვერ მიხვდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის არაფერს წარმოადგენენ.

„ალბათ, ამ ე.წ. სამაშველო ჯგუფს ბორელი აკომპლექტებს და საქართველოში აგზავნის. ბუნებრივია, მათ რომ ჰქონდეთ წარმოდგენა, როგორი ნოლია მათი გავლენა ქართველებზე, ალბათ, ამდენსაც არ იწვალებდნენ. საქართველოში კაცს ვერ მოძებნიან, რომელსაც რაღაცა დონეზე მაინც ავტორიტეტად მიაჩნდეს რასა იუკნევიჩიენე. მათმა უმეტესობამ არც იცის ეს ქალბატონი ვინ არის. თუმცა, აშკარაა, თავად ფიქრობენ, რომ საქართველოში მათ ავტორიტეტებად მიიჩნევენ და ჰგონიათ, რომ ეს გამამხნევებელი ვიზიტია ქართველი ხალხისთვის. რეალურად კი, ეს არის ვიზიტი, რომ განულებული ოპოზიცია გადააკონტროლონ, გაიგონ კიდევ დარჩათ თუ არა ამ წყალწაღებულებს რამე რესურსი. ეს ადამიანები ამბობენ ევროპარლამენტში ისედაც ამ ყველაფერს, რასაც აქ ჩამოსულები იტყვიან. ალბათ, უფრო, ნაცმედიებთან პირისპირ საუბარი უნდოდათ, სანამ ყველა დახურულა. განიცდიან, რომ ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ვერ მოვიდა და ახლა როგორმე უნდა გადაატრიალონ მთელი ქვეყანა, რომ ეს კრიმინალური ძალა ისევ ხელისუფლებაში დააბრუნონ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ამ ევროპარლამენტარებს ჩვენს პოლიტიკურ პროცესებზე რეალური გავლენა არ ექნება. უბრალოდ, ეს არის ერთგვარი ახალი თემის შემოტანა ამ მინავლურ პროცესში, რასაც უკვე რუსთაველის მოედანზე ნათლად ვხედავთ. შესაბამისად, ახვლედიანი ფიქრობს, რომ ერთი-ორი დღე ნაცმედიები და ოპოზიცია ილპარაკებენ იმას, რომ ევროპარლამენტარები არიან ჩამოსულები.

„ეს იქნება მორიგი საინფორმაციო სურათის შექმნის მცდელობა, რათა ოპოზიციას რაღაცა სალაპარაკო ჰქონდეს. ეს კი ქართველი ხალხის ძალიან დიდ ნაწილს არც აღელვებს და უმეტესობა მათგანი თვალშიც არავის ეპიტნავება, მათი ვასალური დამოკიდებულების და საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო. ძნელია მარჩიელობა იმასთან დაკავშირებით, ეს ხალხი კიდევ რა ანტიქართულ განცხადებებს გააკეთებს, ძირითადად, ალბათ, მოვისმენთ იმას, რასაც ისედაც შეჩვეულები ვართ. ახლა თუ შეეცდიბიან, რომ რუსთაველის მოედანზე მინელებული საპროტესტო მუხტი გააცოცხლონ, მაგაშიც ცდებიან, რადგან მათივე სექტის წევრებისთვისაც ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი ავტორიტეტს არ წარომადგენს. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, ამის მოლოდინი არ მაქვს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მისი გაუქმება, ძალიან რთული პროცესია და 27-ივე ქვეყნის კონსენსუსია საჭირო. საქართველოს კი ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო უჭერს მხარს. რაც შეეხება დროებით შეჩერებას, ამას ყველა ქვეყნის კონსენსუსი, მართალია, არ უნდა, მაგრამ მანდაც საკმაოდ ბევრი მტკიცებულება და არგუმენტებია საჭირო. მთელი უზარმაზარი პროცესებია იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ამ ქვეყნებმა მიიღონ. ამიტომ სიტუაცია ჩვენი ქვეყნის მტრებს მარტივად იქაც არ აქვთ“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, ევვროპარლამენტმა და ევროსაბჭომ ეუთო/ოდირის დასკვნაც კი დააიგნორეს და თბილისში ჩამოსოულები ისევ ჯიუტად გაიძახიან, თითქოს არჩევნები გაყალბდა.

Gami ვერ ჭამე ხინკალი, სამაგიეროდ ოპოზიციასთან და მცირე რაოდენობის უსარგებლო იდიოტებთან/ ვითომ საზოგადოებასთან/ მიირთვეს სხვა რამ -- ქაქი.
1 თვის უკან
ლაზი ამხელა თავხედობა გაგონილა? მეოცე საუკუნის ჩეგევარას, ფსევდოლიბერალ-პაროდიები!
ამათი დაფინანსებული აგენტურის მიერ მოტყუებული ადამიანების მეტი ქუჩაში არავინ გამოდის და ალბათ მათთვის კონსულტაციების მისაცემად ჩამოვიდნენ, უფრო მეტად რომ გამოყარონ აუდიტორიებიდან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. დააზიანონ საქართველოს დღევანდელი და სამომავლო ინტერესები.
პრინციპში ამათ საქართველო სულ არ ენაღვლებათ, თავისი თავის გადასარჩენად აკეთებენ ყველაფერს, განსაკუთრებით ბალტიისპირელები, რომლებსაც აღარც სუვერენიტეტი გააჩნიათ და აღარც ტრადიციები. ეკონომიკა ჩვენზე უარეს დღეში აქვთ და მოსახლეობაც გადახვეწილი. სურსათისათვის ბელორუსიაში დარბიან ყოველ შაბათ-კვირას.
თუ საქართველო ამ სიტუაციაში თავს შეინარჩუნებს, ეს მათთვის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნება, რადგან თავისი ხალხი ყველაფერზე პასუხს მოსთხოვთ ადრე თუ გვიან. ამიტომ უნდათ უნდათ ყველა (უკრაინა ხომ უკვე გასწორებულია მიწასთან), ყოველმხრივ თავისნაირად და უარესად გააპარტახონ.
ჩეგევარა იდეისათვის იბრძოდა, ესენი საკუთარი გაქუცული ტყავის გადასარჩენად.
1 თვის უკან