დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე საუბრობს. ევროკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, აშკარად ითხოვს სანქციებს, მეტივ, უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება და რა შედეგს მოუტანს ეს ქვეყანას. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, 16 დეკემბერს დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც „ყველა ზომა მაგიდაზეა“.
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, საჭიროა იმ პრივილეგირებულ ურთიერთობაზე დაფიქრება, რაც ევროკავშირმა საქართველოს მისცა.
„ყველა ზომა მაგიდაზეა. საქართველოს ბევრი წლის განმავლობაში პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან. ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის შეთანხმება. ბოლოს, საქართველოს მიენიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი. ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, აბსოლუტურად შეუთავსებელია ყველაფერ ამასთან და საჭიროა ამ პრივილეგირებულ ურთიერთობაზე დაფიქრება, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა გასული 10 წლის განმავლობაში, ეს არის ის, რაც მოხდება“, - აღნიშნა ელჩმა.
კითხვაზე, განიხილება თუ არა სანქციების საკითხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ელჩმა უპასუხა:
„მე უკვე ძალიან გარკვევით განვაცხადე, რომ როდესაც საქმე ეხება სანქციების პოლიტიკას, ევროკავშირისთვის ძალიან რთულია, რადგან საჭიროა 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება, თუმცა, ის, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, აშკარად ითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად, ერთსულოვნების მიღწევა დამოკიდებულია 27-ვე დედაქალაქზე. ვფიქრობ, იმედი მაქვს ევროკავშირის ნებისმიერი დედაქალაქისთვის რთული იქნება უგულებელყოს ძალადობის დონე, სისასტიკის დონე. მოდით, ვნახოთ, იქნება თუ არა სანქციები წარმოდგენილი ორშაბათს, მოსამზადებელი სამუშაო უკვე ნამდვილად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ელჩმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთმა მისი ფინანსურ-ეკონომიკური ბერკეტები სრულად აამოქმედა, საქართველოში შესაძლოა ლარის კურსი დაეცეს და ქვეყანაში ფინანსური კოლაფსი შეიქმნას.
„საქართველო ამ კუთხით არის ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში. თუ კოლექტიურმა დასავლეთმა მოინდომა საქართველოს წინააღმდეგ ფინანსურ-ეკონომიკური ბერკეტების სრული დატვირთვით ამოქმედება - მათ ზეგავლენის ქვეშ იმყოფება მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტი ფონდი და სხვა ფინანსური ინსტიტუტები - შეუძლიათ იმის გამოწვევა საქართველოში, რომ ლარის კურსი დაეცეს და ამის ნიადაგზე რაღაც სოციალური უკმაყოფილება აგორდეს იმ შედეგებიდან გამომდინარე, რასაც მივიღებთ.
რა თქმა უნდა, მათ ეს შეუძლიათ, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს: თუ ისინი ამას განახორციელებენ, სად არის იმის გარანტია, რომ მაინცდამაინც იმ შედეგს მიიღებენ აქედან, რაც მათ სურთ - მათთვის სასურველი პოლიტიკური ძალის მოსვლას ხელისუფლებაში?! ასე რომ, ეს გადაწყვეტილებები შესაძლებელია იქნეს მიღებული, მაგრამ ალბათ, ისინიც ზომავენ ამ ყველაფრის მიზანშეწონილობას და მართებულობას. საითკენ გადაიხრებიან, რთულია ამის თქმა, ყოველ შემთხვევაში, ამის ბერკეტი რომ აქვთ, ეს შემიძლია დავადასტურო“, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძე.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციას არანაირი სანქცია არ შეეხება. მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება.
„სანქციებთან დაკავშირებით გაუთავებლად გვესმის მუქარა. შემიძლია ვთქვა, რომ იმას, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად, ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია არ შეეხება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ეს პრობლემა არ არის. ბევრჯერ გვითქვამს, რომ „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი, ვინც თავისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, თუ ამის გამო დასანქცირდება პერსონალურად, ეს ჩვენთვის პრობლემა არ იქნება. მთავარია, ეს არ შეეხება მოსახლეობას და ამ თვალსაზრისით არანაირ სანქციებს არ ველოდებით. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი სტრუქტურები, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სანქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
,,სილა ესტ უმა ნე ნადა,,.ო......................კოლუმბი რუსზე უარესი დებილი აღმოჩნდა
ისე ჩვენზეა ნათქვამი წინ კინჯალი უკან კლკლკლკლკ--ო
საუკუნეების მანძილზე თურმე აი ასეთ ბედში ვყოფილვართ...
მალადეც საქართველოს
15 წელია სუ ამას გავიძახი---- ესენი მეშვიდეები იქნებიან მეთქი
ზუსტადაც..... მეშვიდეები არიან, მეშვიდეები
უტვინო კოლუმბი!!!!!