როგორ იქცა ალ-ქაიდას ყოფილი ტერორისტი ალ-ჯულანი ახალი სირიის დემოკრატ მმართველად და როგორ დაინაწილებენ სირიას მისი მეზობლები

როგორ იქცა ალ-ქაიდას ყოფილი ტერორისტი ალ-ჯულანი ახალი სირიის დემოკრატ მმართველად და როგორ დაინაწილებენ სირიას მისი მეზობლები

სირიის არაბულ რესპუბლიკაში მოვლენები ელვის უსწრაფესად განვითარდა, ათიოდ დღეში ბაშარ ალ ასადის რეჟიმი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დანებდა და ასადი და მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციამ შეიფარა. ქვეყნის სათავეში ყოფილი ისლამისტი ტერორისტი, ისლამისტური ორგანიზაციაჰაიათ თაჰრირ ალ-შამის ლიდერი აბუ მუჰამად ალ-ჯულანი მოვიდა, რომლის, შეიძლება ითქვას, სასწაულებრივი გარდასახვა ვიხილეთ. თვით დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილმა შეფმა გვამცნო, რომ, მართალია, ალ-ჯულანი ადრე ტერორისტი იყო და აუარებელი ადამიანის სისხლში აქვს ხელი გასვრილი, ამჟამად გამოსწორდა, მეორე მხრივ, ალ-ჯულანი, მართლაც, სანაქებოდ იქცევა: იმ დონემდეც კი, რომ ირანთან თანამშრომლობის ინიციატივითაც გამოვიდა. ეს არასრული ფაქტებიც კი, რაც სირიაში ხდება, მიუთითებს, რომ ახლებური გეოპოლიტიკური თამაშის მომსწრენი გავხდით და, აქედან გამომდინარე, რთული სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები არა მარტო სირიაში, ანუ რაც მისგან დარჩება, როდესაც დაინტერესებული მხარეები მას დაინაწილებენ, არამედ, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში. ამ თემაზე ირანისტი ვასილ პაპავა გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

ლიბიაში გადატრიალება მოხდა, მანამდე ერაყში, ჯერი სირიაზე მიდგა და, როგორც ჩანს, დაგეგმილი განხორციელდა. ვინ რა მიზანს მიაღწია სირიაში მომხდარი გადატრიალებით?

- „არაბული გაზაფხულის“ შედეგად ახლო აღმოსავლეთში დიქტატორული რეჟიმები დაიმსხვრა. თუმცა ზოგან მმართველმა პოლიტიკურმა ძალებმა მოახერხეს სიტუაციის კონტროლზე აყვანა, რომ უმართავ პროცესებში არ გადაზრდილიყო ისლამისტური ლოზუნგებით წამოსული უკმაყოფილების ტალღა, ანუ ეგვიპტესა და ტუნისში არ ჩამოშლილა სახელმწიფო სტრუქტურები, როგორც ეს მოხდა იემენში, ლიბიაში და აგერ უკვე სირიაში. სირიაში ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ სახელმწიფოს ბიუროკრატიული სტრუქტურა, თავისი არსით, რღვევისკენ იყო მიდრეკილი. 50 წელზე მეტია, ქვეყანას მართავდა ალავიტური უმცირესობა, სრული დომინანტობით ყველა სფეროში, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში. ეს ხდებოდა ქვეყნის უმრავლესობის - სუნიტების ხარჯზე. ამას დავუმატოთ სირიელი ქურთების დისკრიმინაცია და რეჟიმის არსიც ნათელი ხდება. სირიაში მმართველი ასადების ოჯახის კულტი იყო დამყარებული. თუმცა, ხაზგასასმელია, რომბაასის“ პარტიის რეჟიმი, რომელიც სირიაში ახლახან დაემხო, მკვეთრად სეკულარული იყო, ანუ ფორმალურად სახელმწიფო კი იყო მუსლიმური, მაგრამს სახელმწიფოს სტრუქტურა, ბიუროკრატია ისლამურ ხასიათს არ ატარებდა. რეჟიმი ძირშივე სპობდა ნებისმიერ ფუნდამენტალისტურ-რელიგიურ გამოვლინებას.

- არც ისე ცუდი ყოფილა, „თალიბებთან“ შედარებით.

ასადის რეჟიმი არ ერეოდა მოქალაქეების პირად ცხოვრებაში, დაახლოებით იგივე ხასიათის იყო შაჰის ირანი. ასადების რეჟიმის დროს ორი რამის ეჭვქვეშ დაყენება იყო მიუღებელი: მმართველი რეჟიმის კრიტიკა და ალავიტების დომინანტობის არაღიარება. სხვა მხრივ, სრული თავისუფლება იყო. სირიის ახალ ხელისუფლებაშიც, რომელიც სხვადასხვა ისლამისტური გაერთიანებებისგანაა შექმნილი, არიან საერო რეჟიმის მომხრეები, რომლებიც არ იზიარებენ ახალი სირიის ისლამისტურ მოდელს და ასევე არიან სახელმწიფო მართვის რადიკალური ფორმის მომხრეებიც, რომ სირია შარიათის ნორმებზე გადაეწყოს. მაგრამ, თუ დავაკვირდებით „ჰაიათ თაჰრილ ალ-შამი“-ს ლიდერის აბუ მუჰამად ალ-ჯულანის განცხადებებს, რომლებიც მან ჯერ კიდევ ასადის დამხობამდე გააგვრცელა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთგვარი პიარკამპანია იყო, გათვლილი ქვეყნის შიგნით და გარეთ დადებითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ამ ახალი მოძრაობისადმი. მიუხედავად იმისა, რომჰაიათ თაჰრირ ალ-შამი რჩება ტერორისტული ორგანიზაციების სიაში, თავს წარმოაჩენდნენ, როგორც ერთადერთი ალტერნატივას პოსტასადურ სირიაში და იქმნებოდა ფონი, რომ მასთან დალაპარაკება შესაძლებელია. ანუ ის გაემიჯნა იმ რადიკალურ ფორმებს, რაც წინა წლებში ახასიათებდა სირიის სამოქალაქო ომის აქტიური ფაზის დროს, როდესაც ეს ტერორისტული ორგანიზაცია სიმხეცითა და სისასტიკით არაფრით ჩამოუვარდებოდა ასადის ძალოვან უწყებებს და ხშირად გაცილებით სასტიკადაც იქცეოდნენ. ამ გამოცდილების გადაფარვაზე მიუთითებდა ალ-ჯულანის განცხადებები და, იმავდროულად იმაზეც, რომ მის ზურგს უკან მდგომ ძალების ინტერესია ალ-ჯულანის პროექტის განხორციელება. თვითონ ალ-ჯულანის პიროვნებაც, მის ბიოგრაფიას რომ გადავხედოთ, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რომელიმე კონკრეტული ძალა მას თავიდან ბოლომდე აკონტროლებს. ალ-ჯულანს პირადი პოლიტიკური ამბიციები გააჩნია და ქარიზმატული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც აჩენს ეჭვს, რომ ის ძალა, რომელიც მას ეხმარება, უპირველესად, თურქეთსა და აშშ-ს ვგულისხმობ, ახალ სირიას პროთურქულ ორბიტაზე არ გადაიყვანს. აქედან გამომდინარე, ძნელი გამოსაცნობია, რომელ საგარეო ძალაზე გააკეთებს აქცენტს ალ-ჯულანი, მაგრამ ერთი რამ ცალსახაა: იგი არ არის მოწყვლადი პიროვნება, რომელიც ადვილად მოექცევა ვინმეს გავლენის ქვეშ. იმ სტატუს-კვოდან გამომდინარე, რა პოლიტიკური მრავალფეროვნებაც არსებობს ქვეყნის შიგნით და გარეთ, მათთვის ხელსაყრელი უნდა იყოს სწორედ ისეთი პიროვნება, რომელიც არავის გავლენის ქვეშ არ მოექცევა, რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, სწორ გათვლებს გააკეთებს და, მეტნაკლებად, გაატარებს ყველა მოთამაშის ინტერესს, დააბალანსებს მათ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძალაუფლება ყრვნის და ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც ხელისუფლებაში მოსული პირების, რომლებიც დიდი იმედებს იძლეოდნენ და დიდ რეფორმებს ჰპირდებოდნენ, მმართველობის ფინალი აღმოჩნდა ძალზე სავალალო, ამის მაგალითებია მუამარ კადაფი და სადამ ჰუსეინი. შეძლებს თუ არა ალ-ჯულანი, არ გაიზიაროს ახლო აღმოსავლეთის მრავალი მმართველის ბედი, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

შეიძლება, ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ისრაელმა იხეირა?

- ისრაელმა, სანამ ბაშარ ასადის სიმბოლოებს ამსხვრევენ და გამარჯვებას ზეიმობენ, სირიის არაბული რესპუბლიკის თითქმის მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა მიწასთან გაასწორა: სამხედრო ბაზები, საწყობები, სირიის ფლოტი და სამხედრო-საჰაერო ძალები უკვე აღარ არსებობენ. ისრაელის ქმედებები არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან მოყოლებული, დღე არ იყო, სირიას რამერობლემა არეექმნა ისრაელისთვის. თვითონ სირიის რეჟიმის მსგავსი კრახიც ამდენი მსხვერპლისა და ნგრევის შედეგ ლოგიკურიც კი იყო. არა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობისადმი სიმკაცრის, არამედ იმის გამოც, რომ ასადის სირიის პოლიტიკური დიქტატი ტოტალიტარული სისტემის დონის იყო. სირიის კონფლიქტში ამდენი მოთამაშის ჩართვით ჩანს არა მარტო მეზობლებისა და მათი მოკავშირეების ინტერესები, არამედ გეოპოლიტიკური საკითხებიც. 2011-2012 წლებში სამოქალაქო ომის ფაზა რომ დაიწყო, აქტიურად განიხილებოდა თემა, რომ სირიის კონფლიქტი პირდაპირ უკავშირებოდა კატარიდან გაზსადენის მშენებლობას, თურქეთის გავლით, ევროპისკენ.

ზოგადად, მთელი ეს დიდი გადანაწილება უკავშირდება კომუნიკაციებისა და სიმდიდრეების ფლობა-გაკონტროლებას.

- დიახ, ამ რესურსების ან ამ რესურსების ტრანსპორტირების კონტროლისთვისაა ბრძოლა, თორემ ასადი რომელიმე კონტინენტის რომელიმე მიყრუებულ ადგილას რომ ყოფილიყო, არავინ მიაქცევდა ყურადღებას მის დიქტატორობას. უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვან ადგილასაა სირია. ისევ ისრაელს დავუბრუნდეთ: 60-იანი წლებიდან სირია მუდმივად უქმნიდა პრობლემებს და, იმავდროულად, სირია პრობლემებს უქმნიდა აბსოლუტურად ყველა მეზობელს. უხეშად ერეოდა ლიბანის შიდა საქმეებში, აფინანსებდა და თავის ტერიტორიაზე წვრთნიდა ქურთისტანის მუშათა პარტიას, თურქ ქურთებს, რომლებიც შემდეგ ტერორისტულ აქტებს აწყობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე, ანუ საშიშროებას უქმნიდა თურქეთს. პრობლემებს უქმნიდა ერაყს. მიუხედავად იმისა, რომ ერაყში მაშინაცბაასისტები“ იყვნენ, მაგრამ ასადის რეჟიმის მეტოქეები, იორდანიაშიც ცდილობდა, რომ პროდასავლური მონარქია დაემხო. ანუ ყოველთვის პრობლემური სახელმწიფო იყო.

ამიტომაც ყველა შეთანხმდა ასადის ჩამოგდებასა და სირიის დაშლაზე?

- დიახ. არც ერთმა სახლემწიფომ არ მოიკლა თავი ასადის რეჟიმის დასახმარებლად, იმდენად პრობლემური იყო ესახელმწიფო ყველასთვის. ჩამოგდება უბრალოდ გადავადდა 10 წლით - 10 წლის წინათ ირანისა და რუსეთის უშუალო ჩრევით, თორემ ასადს 2015-2016 წლებში დაამხობდნენ. ამ კუთხით, ეს პრობლემაც მოიხსნა რეგიონის სახელმწიფოებისთვის ასადის ჩამოგდებით. მეორე მხრივ, შეუძლებელი იყო, რომ რუსეთსა და ირანს, ასეთი დიდი ინტერესების მქონე სახელმწიფოებს და იმის გათვლისწინებით, რა რესურსიც ჩადეს ასადის გადასარჩენად, 2016 წელს ასადი მხოლოდ დამასკოსა და ლატაკიას აკონტროლებდა, რამე არ მოემოქმედათ. არადა ასადის ხელისუფლება 10 დღეში ჩამოიმსხვრა და შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ, თუნდაც, სირიის, განსაკუთრებით კი, რუსეთისა და ირანის დაზვერვას არ სცოდნოდა, რასმზადებდნენ ასადის მოწინააღმდეგეები. კონფლიქტი გაყინული იყო, მაგრამ დაუსრულებელი. მართალია, 4 წლის წინათ დაიდო შეთანხმება, რომ სირიის სხვადასხვა რაიონებიდან ბოევიკებს გადაისროდნენ იდლიბსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, რასაც თურქეთი აკონტროლებდა, მაგრამ კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, აფეთქებულიყო და აფეთქდა კიდეც. ფაქტია, ასადის არმიამ არ იბრძოლა, იმიტომ რომ ბრძოლის ბრძანება არ ჰქონდათ. მთლიანობაში დაკარგეს 300-350 ადამიანი მაშინ, როდესაც ძალიან დიდი რესურსი ჰქონდა ასადის ჯარს.

ეს ნიშნავს, რომ ასადიც იყო ჩართული ამ დიდ გარიგებაში?

- წარმოიდგინეთ, ჩვენთან ოკუპირებულ ზოლს რომ ვინმე გადაკვეთს, მაშინვე აკავებენ, ანუ აქ ასე ყურადღებითაა რუსეთი და იქ შეტევა რომ დაიწყო, უყურადღებოდ დატოვეს?! არც რუსეთის ავიაციასაქტიურია, არადა, რაც იქ ჰყავს, ის ავიაცია საკმარისი იყო.

სირიის ამ ახალ, აწ დემოკრატ, მანამდე ტერიროსტ მთავრობას არ ჰყავს ავიაცია და არც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები აქვთ.

- მაგრამ აქტიურად იყენებენ დრონებს. ასადის არმია ტოვებდა სამხედრო ბაზებს და ყველა სამხედრო ბაზა დატოვეს მთელი თავისი შეიარაღებით: არ ააფეთქეს, ანუ ასეთი ბრძანება ჰქონდათ. როგორც ჩანს, თვითონ ასადის რეჟიმს არ სურდა ბრძოლის გაგრძელება, იმიტომ რომ ხელახლა დაიწყებოდა სამოქალაქო ომის მორიგი ფაზა: ისევ ნგრევა, ასობით ათასი მსხვერპლით და არღირდა 13 წლის თავზე იმავეს გაგრძელება. ირანულ პრესაშიც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი აფრთხილებდნენ ასადს, რომ იგეგმებოდა მასშტაბური შეტევა ასადის ძალებზე, მაგრამ მან ეს უყურადღებოდ დატოვა. რუსებიც აფრთხილებდნენ და რეჟიმისგან, რომელიც დამოკიდებული იყო რუსეთისა და ირანის სამხედრო დახმარებაზე, ასეთი ფაქტების იგნორირება დაუშვებელია, მაგრამ, ვიმეორებ, როგორც ჩანს, თავად ბაშარ ალ-ასადს არ სურდა კონფლიქტის გაგრძელება. შესაბამისად, ქალაქების უბრძოლველად ჩაბარებით, სირიის ახალ ხელისუფლებას, მათ უკან მდგომი ძალების ჩათვლით, დაუტოვა მოლაპარაკების ფანჯარა, რომ არ მოხდეს სისხლიანი ანგარიშსწორება.

ერთი ინფორმაციით, თითქოს არ უსწორებენ ანგარიშს, სხვა ინფორმაციით - პირიქით.

- მასობრივი რეპრესიები, ის სისასტიკე, რაც ახასიათებდათ მათ ისლამური სახელმწიფოს არსებობის პერიოდში, არ დაფიქსრებულა. განუკითხაობების ერთეული შემთხვევები არის, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი და ვერც გამორიცხავ. თუმცა ცდილობენ, მსგავსი რამ არ მოხდეს, იმიტომ რომ, თუ ანგარიშსწორების სცენარით წავიდა პროცესი, მაშინ სირიის კონფლიქტი სხვა, ახალ ფაზაში გადავა. იმევიწროებულ ძალებსაც გამოუჩნდება საგარეო მფარველები და სირიის ახალიელისუფლება აღმოჩნდება ზუსტად იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ბაშარ ასადი იყო, როდესაც მისი ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა სახელმწიფოები აფინანსებდნენ ამ დაჯგუფებებს. ახალი ხელისუფლების ქმედებები აჩვენებს, რომ მათ ანგარიშსწორება არ უნდათ. გარდამავალ მთავრობაში ისეთი პიროვნებებისეყვანა იგეგმება, რომლებიც დასავლეთთან ასოცირდებიან. ასევე, საყურადღებოა, რომ, ირანისაელჩო გაძარცვეს, მაგრამ რუსეთის საელჩოს არ შეხებიან, რაც ბევრ კითხვას ბადებს, იმიტომ რომ რუსეთის როლი ასადის გადარჩენაში დიდია.

თავშესაფარი მისცა ასადსა და მის ოჯახს, ბოლოს და ბოლოს.

დიახ, მაგრამ მეორე დღეს სირიის რევოლუციის დროშა აღმართეს მოსკოვში სირიის საელჩოზე. ეს სირიის ახალი ხელისუფლების დე-ფაქტო აღიარებაა. მსგავსი ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია.

და იმისიც, რომ რუსეთიცაა ამ გარიგების მონაწილე.

- საინტერესოა, რა ბედი ელის რუსეთის სამხედრო ბაზას. თუ ის დარჩა სირიაში, ე თავისთავად გასცემს პასუხს ბევრ კითხვას.