„არ გამოვრიცხავ, „ოცნებას“ ჰქონდეს დახურული კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან და ამიტომ აცხადებენ, რომ 20 იანვრის შემდეგ ურთიერთობები გადაიტვირთება“

„არ გამოვრიცხავ, „ოცნებას“ ჰქონდეს დახურული კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან და ამიტომ აცხადებენ, რომ 20 იანვრის შემდეგ ურთიერთობები გადაიტვირთება“

დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრი, დევიდ ლამმი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობასქართული ოცნებისმთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები მიუღებელია და უნდა შეწყდეს.

ამასთან, უნდა აღინიშნოს საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ეს ასევე მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას. პაველ ჰერჩინსკიმ განმარტებით, ევროკავშირს საქართველოს მოსახლეობის დაზარალება და დასჯა არ სურს.

ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ გვინდა მოსახლეობის დაზარალება. არ გვსურს ხალხის დასჯა, რომელიც გამოხატავს ევროკავშირის ღირებულებების მიმართ ერთგულებას, რომელიც თბილისსა და ბევრ სხვა ქალაქში ქართულ დროშებსა და ევროპულ დროშებს აფრიალებს, მაგრამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკაზე, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ. წევრი სახელმწიფოები ამას განიხილავენ ორშაბათს და იმედია, რომ ორშაბათს მოხდება გადაწყვეტილებების მიღება“, - აღნიშნა ელჩმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი დასავლეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა, აქვე დასძენს, რომ ისეთ რადიკალურ ნაბიჯს, როგორიც არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, არ ელოდება.

შესაძლოა არსებობს კიდევ სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც შეიძლება შეჩერდეს. უახლოეს მომავალში, ვიდრე ურთიერთობის გარკვევა და თუ გადატვირთვა არ მოხდება, არ უნდა ველოდოთ იმას, რომ მაღალი დონის კონტაქტები იქნება საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირსა და ნატო- წევრ ქვეყნებს შორის. ურთიერთობები იქნება შენარჩუნებული მინიმალისტურ დონეზე. რაც შეეხება სხვა დამსჯელ ღონისძიებებს, 16 დეკემბერს შევიტყობთ, ალბათ, რა ღონისძიებები შეიძლება იყოს ეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის ელჩიც და ევროპელი წარმომადგენლებიც ერთ ხმაში იმეორებენ იმას, რომ გარკვეული სახის პასპორტების მფლობელებზე შეიძლება დაწესდეს სავიზო შეზღუდვები, ალბათ, ეს რეალიზდება. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის მთლიანად შეჩერებას, მათ შორის საქართველოს მოქალააქეებისთვის, მგონია, რომ ევროკავშირი ამაზე არ წავა, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ მიიღონ გადაწყვეტილება იმის გათვლით, რომ ეს ოპოზიციას რაღაცნაირად დაეხმარება, ადგილზე წარმატებას მიაღწიონ - ხედავენ, რომ აქციებზე არ გამოდის ის კრიტიკული მასა, რაც საკმარისი იქნება აქ რადიკალური ცვლილებების და ხელისუფლების შესაცვლელად. აქედან გამომდინარე, მიიღონ ისეთი მძიმე გადაწყვეტილება, როგორიც არის უვიზო რეჟიმის შეჩერება, ვფიქრობ, ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე ისინი არ წავლენ, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ქართული ოცნებისაღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 16-17 დეკემბერია თარიღები, როცა ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, ოპოზიციასარეულობის რესურსი ასჯერ შეუმცირა“.

რაც შეეხება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაატვირთვის საკითხს, ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას შესაძლოა, ჰქონდეს გარკვეული კომუნიკაცია ტრამპის გარემოცვასთან, თუმცა ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ხელათვე ურთიერთობების დალაგება შეუძლებელია:

ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ ეს გადატვირთვა მოხდება. ტრამპის ჯერ არ შემდგარი ადმინისტრაციისგან ან მისი წარმომადგენლებისგან არავითარი სიგნალი საჯარო სივრცეში არ წამოსულა იმის თაობაზე, რომ ურთიერთიერთობის გადატვირთვა მოხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ქართულ ოცნებას, მათ შორის დაქირავებული ლობისტური ორგანიზაციების მეშვეობით ჰქონდეს დახურული კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან, ან მის ახლო წრესთან და ამ კომუნიკაციაზე დაყრდნობით აცხადებენ ასე თავდაჯერებულად, რომ 20 იანვრის შემდეგ ურთიერთობები გადაიტვირთება, ახალ იმპულსებს შეიძენს და არ იქნება ისეთი დაძაბული და ცუდი, როგორც ახლა არის.

ტრამპს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად და არ მგონია, საქართველო პრიორიტეტულ ქვეყნების მოწინავე ადგილას იყოს. როდესაც მოხდება ინაუგურაცია და დალაგდება ადმინისტრაცია, მაშინ, ალბათ, მოხდება რაღაც კომუნიკაცია და გაირკვევა ურთიერთობები. ამერიკის საგარეო პოლიტიკას ახასიათებს ერთგვარი მემკვიდრეობითობა - ნურავინ ელის იმას, რომ მოვა ტრამპის ადმინისტრაცია და ერთი ხელის მოსმით გააუქმებს იმ სანქციებს, რაც სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებას უკავშირდება - ამას დრო სჭირდება, - დასძინა ზაალ ანჯაფარიძემ.