აშშ-ის მოსახლეობა ღარიბდება

აშშ-ის მოსახლეობა ღარიბდება

იმ ამერიკელების რაოდენობა, რომლებიც სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობენ, გაიზარდა და ნახევარი საუკუნის წინანდელ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ამერიკის მოსახლეობის აღწერის ბიურო იუწყება.

აშშ-ში ღარიბების რაოდენობა 2013 წელს 1,1, პროცენტით გაიზარდა და მოსახლეობის 14,3 პროცენტს მიაღწია.

აშშ-ის აღწერის ბიუროს მონაცემებით, 2013 წელს 43,6 მილიონი ამერიკელი ცხოვრობდა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ.

ბოლოს ასეთი მაჩვენებელი მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში 51 წლის წინათ დაფიქსირდა.

2012 წლის მონაცემებით, ამერიკაში სიღატაკის ზღვარს ქვემოთ 39,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 4-სულიანი ოჯახი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფად მიიჩნევა, თუ მისი წლიური შემოსავალი 21,954 ათას დოლარზე ნაკლებია.

ამერიკაში მაქსიმალურად გაიზარდა მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა შემოსავალიც სიღატაკის ზღვარს ოდნავ აღემატება. სიტუაციის გაუარესების მიზეზად, აღწერის ბიურო სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შემცირებას ასახელებს.