ალენ დელონმა გადაწყვიტა, სანიმუშო მამა გახდეს

ალენ დელონმა გადაწყვიტა, სანიმუშო მამა გახდეს

მრავალშვილიანმა მამამ, 78 წლის ალენ დელონმა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, სანიმუშო მშობელი გახდეს და უმცროსი ვაჟის, ალენ-ფაბიანის აღზრდას მოჰკიდა ხელი.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფაბიანი ამსტერდამის კლინიკიდან გაიქცა, სადაც ის ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის კურსს გადიოდა. ბავშვის გაქცევის შესახებ ნიდერლანდების გაზეთებს დედამ, დელონის ყოფილმა ცოლმა, ჰოლანდიელმა მოდელმა როზალი ვან ბრემენმა შეატყობინა.

შეშფოთებულმა დელონმა შვილი შვეიცარიის პრესტიჟულ სკოლა-ინტერნატში გააგზავნა, სადაც ცნობილი და მდიდარი ადამიანების შვილები სწავლობენ. ამავე დროს, ალენ დელონმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ მას ფაბიანის მეურვეობის უფლება მისცენ.

როგორც ჩანს, როზალი ამის წინააღმდეგია. პარიზის ტრიბუნალი, რომელმაც ორივე მხარეს მოუსმინა, ვერდიქტს უახლოეს ხანებში გამოიტანს.